კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ჯარის მეგობრებმა ერთმანეთი და რა ფიცი ვერ აასრულეს მათ

80 წლის ანატოლი მაქსიმის ძე ნეხოდა ეძებს 80 წლის ალექსანდრე ივანეს ძე ბერიძეს და 81 წლის ნიკოლოზ სანდროს ძე სულაშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემი ჯარის მეგობრებს: ალექსანდრე ივანეს ძე ბერიძეს (დაბადებულია დაახლოებით, 1930 წელს) და ნიკოლოზ სანდროს ძე სულაშვილს (დაბადებულია დაახლოებით, 1929 წელს). ჩვენ ერთად ვმსახურობდით ჯარში, უკრაინაში, სადაც დავმეგობრდით კიდეც. ამჟამად მე უკვე ძალიან მოხუცი ვარ და არავინ იცის, რამდენი წლის სიცოცხლე მიწერია კიდევ. ამიტომ მინდა ჩემი ახალგაზრდობის მეგობრების პოვნა და, შეძლებისდაგვარად, ნახვა კიდეც.

– ბატონო ანატოლი, მოგვიყევით თქვენი ისტორია, რამდენი ხანია, რაც მეგობრებს ეძებთ? ალბათ, არაჩვეულებრივი მოგონებები გაქვთ, რადგან ვერ ივიწყებთ მათ.

– მე, ალექსანდრემ და ნიკუშამ ერთმანეთი კიევში გავიცანით. სამივე ვმსახურობდით საარტილერიო დივიზიაში, სამხედრო ნაწილი ¹25750. ეს იყო შორეული 1950-1951 წლები. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა მას შემდეგ, როგორც ჩემს ცხოვრებაში, ასევე, დარწმუნებული ვარ, მათ ცხოვრებაში და, ზოგადად, სამყაროშიც. ჩვენი გაცნობა გუშინდელი დღესავით მახსოვს: როგორც კი ნაწილში მოვხვდით, ნიკუშას და ალექსეის გაუხარდათ, რომ თანამემამულეები აღმოჩნდნენ, სხვებთან შედარებით უფრო მტკიცე და გულახდილი მეგობრობით გამოირჩეოდნენ. მახსოვს, სულ ხუმრობდნენ ერთმანეთთან და ანეკდოტებს ყვებოდნენ. მათმა სილაღემ მაც გადამაწყვეტინა, დავახლოებოდი და ნაწილში ჩვენ სამნი ყველაზე მეგობრულად ვიყავით ერთმანეთთან. ნიკუშას თან ჰქონდა თავისი შეყვარებულის გამოსათხოვარი წერილი, რომელსაც ყოველ საღამოს თავისთვის, ჩუმად კითხულობდა ხოლმე (ეს ჩვევად და წესად ჰქონდა). ძალიან მაინტერესებს, შემდგომ რა მოხდა, მოიყვანა თუ არა ცოლად თავისი თინათინი (იღიმება). ალექსეი გადასარევად უკრავდა გიტარაზე და მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, მართალია, ტექსტი არ მახსოვს, არც სიტყვების მნიშვნელობა ვიცოდი, მაგრამ, მიყვარდა მისი მოსმენა. მახსოვს, ერთხელ, თავნებობის გამო, პოლკოვნიკმა ჰაუპტვახტში ჩაგვსვა და სამი დღე ვიხდიდით „სასჯელს“. უამრავი მოგონება მაქვს ჯართან დაკავშირებით, მაგრამ, ჩვენი სამსახურის დრო დამთავრდა და ნიკუშა და ალექანდრე საქართველოში დაბრუნდნენ, მე კი დავრჩი უკრაინაში. მერე მთელი ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა მიმოწერა.

– რის გამო შეწყდა თქვენი მიმოწერა, ძველ მისამართზე თუ გიცდიათ წერილის გაგზავნა?

– მიმოწერა ჯერ ალექსანდრესთან შეწყდა, შემდეგ კი – ნიკოლოზთან. მიზეზი გაურკვეველია. რამდენადაც მახსოვს, ორივე თბილისის ძველ უბნებში ცხოვრობდა: ნიკუშა – ორთაჭალაში, ალექსანდრე კი – ლესელიძეზე. რითაც არაერთხელ უამაყიათ კიდეც. ორივე მისამართზე გაგზავნილი მაქვს წერილები, მაგრამ პასუხი აღარ მომსვლია. შეიძლება, მათ შეცვალეს თავისი საცხოვრებელი მისამართი და ჩემიც დაეკარგათ. ამჟამად მათ მოძებნაში შვილიშვილი, 29 წლის ნია მეხმარება. მან განათავსა ჩემი განცხადება სამძებრო საიტზე და ძალიან მგულშემატკივრობს. მარტო მე ვერაფერს შევძლებდი.

– მაინც, რამ გადაგაწყვეტინათ თქვენს ასაკში ჯარის მეგობრების მოძებნა? ვერ დავიჯერებ, რომ, უბრალოდ, მოგონებებმა.

– ჩვენს საიდუმლოს გაგანდობთ: საქმე ისაა, რომ ჩვენ ფიცი გვაქვს დადებული, რომ არასდროს დავკარგავდით ერთმანეთს და სიცოცხლის ბოლომდე ვიმეგობრებდით. არ ვიცი, ეს რამდენად შევძელით, თქვენი გადასაწყვეტია. უკვე სამივე ასაკში ვართ და, მართლაც სასწაული იქნება, თუ ისინი ცოცხლები და ჯანმრთელები არიან და ახსოვთ კიევში 1951 წელს დადებული ფიცი. მაშინ სულ სხვა დრო იყო.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

ნატალია მახარაშვილი


скачать dle 11.3