კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულით მოიპოვა თავისი წინაპრების ძველი ფოტოები პრიმორსკის მხარეში მცხოვრებმა ქალბატონმა და სად ეძებს ის მათ

54 წლის ლიდია სერგეის ასული პეტუხოვა ეძებს თავის ფესვებს და ნათესაობას – კობახიძეებს და სმოროდინებს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ნათესავებს მამისა და დედის მხრიდან. ჩემი ორივე ბაბუა სამამულო ომში დაიღუპა, სამწუხაროდ, მათ ნათესაობას არ ვიცნობ, მაგრამ, ძალიან მინდა მათი პოვნა. დამოუკიდებლად ამის გაკეთება ვერ მოვახერხე, ამიტომაც დახმარებისთვის თქვენ მოგმართეთ.

– ლიდია, გვიამბეთ, რატომ გადაწყვიტეთ წინაპრების მოძებნა და რა იცით მათ შესახებ?

– ჩემი ისტორია, ერთი შეხედვით, უიმედოა და ამის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი, როგორ მომეკიდა ხელი და დამეწყო ჩემი ნათესავების მოძებნა. საქმე ისაა, რომ ბაბუაჩემი (დედის მხრიდან), იოსებ გრიგორის ძე კობახიძე, წარმოშობით იმერელი იყო, მაგრამ, ცხოვრობდა თავდაპირველად კიროვობადში, შემდგომ კი, სვერდლოვსკის მხარის ქალაქ ვერტუხორიაში. ის მუშაობდა მილიციის უფროსად. ბაბუა სამამულო ომის დროს უნგრეთში დაიღუპა და იქვეა დასაფლავებული. ბაბუას ჰყავდა მეუღლე, ანუ ბებიაჩემი – მარია ლეონტის ასული კობახიძე, რომლის ქალიშვილობის გვარიც კრუპინა იყო. ბებიას ნათესაობას მივაგენი, ვიცი, რომ მათი უმრავლესობა ყაზახეთში ცხოვრობს, საიდანაც იგი წარმოშობით იყო. საინტერესო ის არის, რომ ბებიების ნათესაობას ორივე მშობლის მხრიდან მივაგენი, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ბაბუას ნათესავების პოვნა. ნამდვილად არ შემიძლია, ვთქვა, რატომ, მაგრამ, ძალიან განვიცდი ამას. წლების განმავლობაში საოჯახო არქივში ვეძებ რაიმე მონაცემებს მათ შესახებ, თუმცა, უშედეგოდ. ერთადერთი, რისი საშუალებაც დღეს გამაჩნია, არის ძველი ფოტო, რომელზეც ჩემი წინაპრები არიან გამოსახული. ვიცი, რომ ბაბუა იოსების ნათესაობა საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. მეორე ბაბუას მხარე კი, – ანუ, სმოროდინების გვარი, მოვიძიე და დავადგინე, რომ ყაზახეთში ყოფილან – მათი ფესვები იქიდანაა. ბაბუაჩემი (მამის მხრიდან) – სერგეი ფიოდორის ძე სმოროდინი, ისევე, როგორც დედის მამა, სამამულო ომში დაიღუპა. მისი მეუღლე იყო ქსენია დიმიტრის ასული ვერტუხოვა, რომელიც ლენინგრადიდან იყო. ბებია ქსენიას ნათესაობაც ნაპოვნი მყავს.

– მაინც, რით არის გამოწვეული თქვენი ამგვარი დიდი ინტერესი წინაპრების მოძებნის საკითხთან დაკავშირებით?

– მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანს უნდა გააჩნდეს სურვილი, გამოიძიოს თავისი ფესვები. ჩემი გადაწყვეტილება წლების წინ მივიღე, როდესაც ჯერ კიდევ ისტორიული ფაკულტეტის მეორე კურსზე ვსწავლობდი. ყოველდღიურმა ცხოვრებამ ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა ვერ მაიძულა და დღემდე მინდა ჩემი ფესვების პოვნა, რადგან, ინფორმაცია მათ შესახებ, რომელსაც მე ვფლობ, ძალიან მწირია და არასაიმედო. ამიტომ, მათი პოვნა ჩემთვის სასწაულის მაგვარი იქნება. შესაძლებელია და ყოვლად რეალურიც, რომ ბაბუაჩემის ნათესაობა დღესაც იმერეთში ცხოვრობს.

– დავუშვათ, თქვენი ქართველი ბაბუის ნათესაობა საქართველოში ცხოვრობს და გამოგვეხმაურა. როგორ უნდა მიხვდნენ ისინი, რომ სწორედ თქვენი ბაბუის ნათესავები არიან?

– მე ვიცი, რომ კობახიძე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვარია საქართველოში და ამიტომ მათი პოვნა არც ისე რთულია. მაქვს ფოტო, რომელზეც ბაბუაა გამოსახული მართალია, ძალიან ცუდი ხარისხის ფოტოა, რადგან ძველია, მაგრამ, იმედი მაქვს, რომ თავისი ნათესავები მას ამ ფოტოთი იცნობენ, ან, შეიძლება, ვინმეს გადმოცემით მაინც ჰქონდეს რამე ბაბუას შესახებ და ის დამიკავშირდეს.


скачать dle 11.3