კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამერიკაში „მიწათმბჯენს“ ააშენებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში უცნაური ნაგებობა – „ცათამბჯენი პირიქით“ გამოიგონეს, რომელსაც პირობითად „მიწათმბჯენი“ უწოდეს. მიწათმბჯენი ცათამბჯენისგან იმით განსხვავდება, რომ ის მიწის ქვეშ აიგება. მიწის ქვეშ ამ ნაგებობის სიმაღლე 270 მეტრი იქნება. უცნაურ ობიექტს არიზონას შტატის ქალაქ ბიბსის მახლობლად, მიტოვებულ მაღაროში ააგებენ. შენობა ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნება. მას არა მარტო ენერგიის, არამედ სურსათის წარმოებაც შეეძლება. შენობაში სინათლე უდიდესი გუმბათიდან შევა. მას მრავალი სინათლის ფანჯარა ექნება დედამიწის ზედაპირის მახლობლად განლაგებული. ეს საინტერესო პროექტი ჯერჯერობით მხოლოდ კონცეფციაა. მისი ავტორი ახალგაზრდა ამერიკელი არქიტექტორი, მეთიუ ფრომბოლურია. აღსანიშნავია, რომ მიწათმბჯენის იდეა ორიგინალური არ არის. პირველად მსგავსი ნაგებობის აშენებას მალაიზიელი არქიტექტორები გეგმავდნენ. თუმცა, მათი იდეა შენობის წყლის ქვეშ განთავსებას ისახავდა მიზნად და არა მიწის ქვეშ.


скачать dle 11.3