კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავაკეთოთ ეკონომია საბურავების გადაბერვის ხარჯზე

ავტომობილის სიმძლავრე, – მისი სისწრაფე და აჩქარების ტემპი, ყველა ავტომოყვარულისთვის განხილვის მთავარი თემაა. თუმცა, ძრავის სიმძლავრე, მისი მოცულობა არ არის ავტომობილის სისწრაფის განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი, რაზეც მევლუდ მელაძე დეტალურად საუბრობს: დღიდან ავტომობილის შექმნისა, არსებობს კონკურენციაც – რომელი ავტომობილი უფრო სწრაფია. ეს თემა ყველას იტაცებს, განსაკუთრებით კი, ჩვენნაირ „ცხელსისხლიან” ხალხს. ყველა ცდილობს, ვიღაცას გაასწროს. ქუჩაშიც კი, საკმარისია, ორი მსგავსი ავტომობილი შუქნიშანთან ერთად მოხვდეს, რომ უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან, მათ შორის, ტაქსებიც კი. რიგ შემთხვევაში, ერთ-ერთი გაკვირვებული რჩება, რადგან ვთქვათ ორი, „ოპელ ვექტრადან” – ერთი 2.0. ძრავის მოცულობით იყო, მეორე კი, – 1.6 და სწორედ მან გაასწრო. პირველი, რასაც მძღოლი ფიქრობს – რამე ხომ არ სჭირს ჩემს ავტომობილსო. თუმცა, სისწრაფე, აჩქარება ძალიან ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული. ავტოსპორტში ინჟინრები ძალიან ბევრს მუშაობენ იმაზე, რომ ყველა ნიუანსი, რომელიც ავტომობილის აჩქარებაზე „მუშაობს”, გაითვალისწინონ და მაქსიმალურად გამოიყენონ მანქანის პოტენციალი. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც, ვთქვათ, ას კილომეტრ-საათში სიჩქარემდე ერთი ავტომობილი უფრო სწრაფია და მანამდე კი, ანუ შედარებით დაბალ სიჩქარეებში – მეორე.

– რაზეა ეს დამოკიდებული?

– ამისთვის არსებობს ბევრი ფაქტორი. ძირითადებს ჩამოვთვლი, რომელიც ამ დროს ყველაზე მეტად მოქმედებს. პირველი – ძრავის სიმძლავრე და მისი გამართულობა. თუ ძრავა გამართულად არ მუშაობს, ის გაცილებით ნაკლებ ცხენის ძალას გამოიმუშავებს და სუსტია. მეორე – სიჩქარეების კოლოფია. თუმცა, ქარხნულ ავტომობილებზე თუ ვისაუბრებთ, მას იშვიათად თუ ვინმე ცვლის. ვთქვათ, როდესაც საქმე ავტომობილის ყიდვაზე მიდგება, ვარჩევთ 2.0-იანი ძრავათი, და არა – 1.6-იანის, უფრო სწრაფი და მძლავრი იქნებაო. მაგრამ, თუ ქარხნულ მონაცემებში ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ას კილომეტრამდე ისინი ზუსტად ერთსა და იმავე დროში ჩქარდებიან, განსხვავება ძრავის მოცულობაში მხოლოდ სიჩქარის სიდიდეს გვაძლევს, 2.0-იანს 240 კილომეტრ საათში სიჩქარის განვითარება შეუძლია, ხოლო მეორე შემთხვევაში მხოლოდ 195 კილომეტრ-საათში სიჩქარისა, რომელსაც საქართველოს პირობებში საერთოდ არ ვიყენებთ. ის რომ, აჩქარება ერთნაირი აქვთ, ამაზე უკვე სიჩქარეთა კოლოფი მოქმედებს. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს თქვენთვის, იმისთვის, რომ ავტომობილს აჩქარება მოუმატოთ, მასში იგივე მოდელის, უფრო სუსტი ძრავის მქონე სიჩქარეთა კოლოფი უნდა ჩადოთ. ის ძალიან სწრაფად განავითარებს სიჩქარეს, მაგრამ მაქსიმალურ სიჩქარეზე სიტუაცია შეიცვლება. ანუ, 200 კილომეტრ საათში ძალიან სწრაფად განავითარებს. მის ზევით კი, ის კონკრეტული ავტომობილი, უბრალოდ, არ წავა, მიუხედავად მისი სიძლიერისა.

აჩქარებაზე ასევე ძალიან სერიოზულად მოქმედებს ავტომობილის წონა, თუ რა სიმძიმის გაწევა უწევს ძრავას. წონა ზოგადად სერიოზულად განსაზღვრავს ავტომობილის აჩქარებასაც და მართვის სტილსაც. დატვირთული ავტომობილის სამართავად მართვის ნიუანსების ცოდნაა აუცილებელი. ამ დროს ავტომობილი სულ სხვანაირად იქცევა, სხვანაირად ამუხრუჭებს, უხვევს და სხვა. მრავალი წლის წინ, ალბათ, ასეთი შეცდომა მეც მომსვლია, რომ ვიღაცას ქუჩაში ისე შევჯიბრებივარ. ავტომობილში ჩემს გარდა კიდევ ოთხი ადამიანი იჯდა (იცინის). კიდევ ერთი მომენტი, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სიდიდის ტვირთის ტარება უწევს ჩვენს ძრავას. ყველაფერ დანარჩენს, რომ თავი დავანებოთ, ეს ბორბლებია ანუ – საბურავი თავისი დისკით. თუ ჩვენი ავტომობილის ბორბლები ბევრად მძიმეა იმისაზე, ვისაც ვეჯიბრებით, მაშინ გაცილებით ნელა იმატებს ავტომობილის სიჩქარე, მიუხედავად ძრავის სიმძლავრისა. ამიტომ, თუ განიერ საბურავზე ლამაზი ალუმინის დისკები გვიყენია და, ავტომობილს აგრესიულ, მიმზიდველ იერს ვაძლევთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ავტომობილის ხასიათსაც იგივე განწყობა ექნება. თუ ახალი საბურავი ქარხნულთან შედარებით განიერია, ეს უკვე პრობლემაა. თუ საბურავი ოდნავ დაშვებულია – ნორმაზე ოდნავ დაბლაა, ეს იმას ნიშნავს, რომ მის დასატრიალებლად გაცილებით მეტი ენერგია სჭირდება ძრავას. თუ გვინდა, ვინმეს შევეჯიბროთ, ამისთვის, მინიმუმ, საბურავები ზედმეტად უნდა დავბეროთ. ვთქვათ, თუ საბურავი 2.0-ზე გვქონდა დაბერილი, რატომ არის ეს ნორმა მიღებული ჩემთვის მაინც გაუგებარია, შეგიძლიათ, 3.0-ზე დაბეროთ. თუ ავტომობილი წინა წამყვანია, მაშინ უკანა საბურავი, რომელიც მოდებაში ნაკლებადაა 3.5-ზეც კი შეიძლება დაიბეროს და – პირიქით. ნაკლებია ხახუნი, ძრავასაც ნაკლები ენერგია სჭირდება მის დასატრიალებლად, ბუნებრივად იგორებს და გაცილებით ჩქარა ივლით. მსუბუქი, ვიწრო და გადაბერილი საბურავი, მსუბუქი დისკი – ჩვენს ავტომობილს მხოლოდ და მხოლოდ დაძვრა გაუჭირდება, ისიც იმ შემთხვევაში თუ ძლიერძრავიანია. თუმცა, გაცილებით სწრაფად აკრეფს სიჩქარეს და გაცილებით ცოტა საწვავს მოიხმარს. ანუ, გადაბერილი“ საბურავი ეკონომიასაც ნიშნავს, მიუხედავად იმისა, სისწრაფე გვჭირდება თუ არა. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დამუხრუჭებისთვის მეტი მანძილი დაგჭირდებათ და ამაზე უნდა იზრუნოთ.


скачать dle 11.3