კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვიქტორია ბექჰემს სისხლით ემუქრებიან

გარდა ამისა, რომ დევიდ ბექჰემის ცოლია, ვიქტორია ბექჰემი დიზაინერობს კიდეც. პრინციპში, ვიკამ რომ კუტურიეობა დაიწყო, ბევრს ეგონა, ქალი თავის ჭიას ახარებდა და ამ საქმეს მალე შეეშვებოდა. მაგრამ, ბექჰემის მეორე ნახევარს გრძელი ჭია აღმოაჩნდა და აგერ უკვე მესამე წელია, ვიკას თავისი ნაწარმი თითქმის ყველა ცნობილ ჩვენებაზე დააქვს თუ გააქვს. მორიგი ჩვენება მას ლონდონში ელის და მუქარის წერილებიც არ აკლია. ცხოველთა დამცველები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვიქტორია ბექჰემი თავის კოლექციებში ბუნებრივი ტყავის გამოყენებას არ შეწყვეტს, პირდაპირ სცენაზე აუვარდებიან და ერთ „ვედრო“ ცხოველების სისხლს გადაასხამენ.

„არ მესმის, რას მერჩიან ცხოველთა დამცველები. მე ყველა ნორმას ვიცავ, არ ვყიდულობ შავ ბაზარზე არსებულ საქონელს და ყველაფერს ოფიციალურად ვაფორმებ. ძალიან მინდა, ჩემი ნაწარმი უმაღლესი ხარისხის იყოს და ამიტომ, ნატურალური ტყავი აუცილებელია. ბოდიში, ცხოველთა დამცველებთან, მაგრამ ამ მუქარის გამო მე შიშით კანკალს არ ვაპირებ“, – განაცხადა ვიქტორიამ.

ვერ გეტყვით, შიშის ბრალია თუ სხვა რამის, მაგრამ როცა ვიკა მადლობის სათქმელად ლონდონის პოდიუმზე გაივლის, მას თან ოთხი მცველი გააცილებს. ანუ, მიახლოება და სისხლიანი „ვედროს“ თავზე დამხობა, პრაქტიკულად, გამორიცხული იქნება.


скачать dle 11.3