კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონები

ვერ გეტყვით, ეს ოცდამეერთე საუკუნისა და მაღალი ტექნოლოგიების ბრალია თუ სხვა რამის, მაგრამ სპორტის სახეობები აშკარად აჩქარდა და რაც მთავარია, გაახალგაზრდავდა. თუ ადრე 17 წლის ჩემპიონები იშვიათობა იყო, ახლა ძირითადად ამ ასაკში აღწევენ საერთაშორისო წარმატებებს და ეს არავის უკვირს. უფრო მეტიც, გასულ ოლიმპიადაზე ჩინეთის ქალ ტანმოვარჯიშეთა ნაკრების რამდენიმე წევრი მას შემდეგ „დაბრაკეს“, რაც გამოკვლევა ჩაუტარეს და დაადგინეს, რომ გოგონები 17-ის კი არა, 15 წლისანი გახლდნენ. ამ ასაკში კი დიდების ოლიმპიადაზე არაფერი ესაქმებათ.

მეორე მხრივ, ახალგაზრდა ჩემპონებისთვის ოქროს მედლებს უარყოფითი მხარეც აქვს. ისინი ადრეულ ასაკში კარგავენ მოტივაციას და ამ მიზეზით არაერთ დიდ სპორტსმენს კარიერა ნაადრევად დაუსრულებია. ყველაზე თვალნათელი მაგალითი მაიკლ ფელპსია, რომელმაც გასულ ოლიმპიადაზე ათზე მეტი ოქროს მედალი მოიგო და 19 წლის მოცურავემ გამოაცხადა, კარიერა უნდა დავასრულოო. მართალია, შემდეგ მას ეს გადააფიქრებინეს, მაგრამ ყველა აღიარებს, რომ ფელპსი აღარც ისეთი მონდომებით ვარჯიშობს და საერთოდ, ნაკლებად ფიქრობს რაიმე შედეგებზეო. როგორი საქმეა, სახლში რომ ათზე მეტი ოლიმპიური მედალი გექნება, რეკორდსმენი იქნები და რეკლამებიდან მილიონობით დოლარი შემოდის, წადი აუზზე და დღეში ექვსი საათი ივარჯიშე!

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს მსოფლიოს ყველა დროის ახალგაზრდა ჩემპიონები მოეჩხრიკათ და, რა თქმა უნდა, სპორტის პოპულარული სახეობები აირჩიეს. შედეგად, ათი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონის სია აშკარად საინტერესო გამოვიდა.

1. ედსონ არანტეს დო ნასიმენტუ (ფეხბურთი) – ანუ, უბრალოდ, პელე ბრაზილიურ „სანტოსში“ 15 წლის ასაკში გამოჩნდა და ყველა დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. პელე 16 წლის იყო, როცა პირველად ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, ხოლო 17 წლის ასაკში 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანეს. მაშინ, ალბათ, ცოტა თუ იფიქრებდა, რომ იმ ჩემპიონატის გმირი სწორედ პელე გახდებოდა და გოლს ფინალშიც გაიტანდა. სწორედ მაშინ იხილა მსოფლიომ მომავალი ფეხბურთის მეფის დაბადება და მართალია, იმ მუნდიალიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, პელე დღემდე რჩება ფეხბურთის მეფედ და დღემდე ამბობს, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი მისთვის სწორედ ის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო.

2. ბორის ბეკერი (ჩოგბურთი) – როცა გერმანელი ჩოგბურთელი დიდებში გადავიდა, ბევრი ამბობდა, რომ ავადმყოფური ფერის ბავშვი ვერაფერს მიაღწევდა. 17 წლის ასაკში კი, როცა უიმბლდონზე, „დიდი მუზარადის“ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, ხმამაღლა დასცინეს. პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ, დაცინვამ იმატა, რადგან ყველა ამბობდა, ამ ბავშვს ვინმე კორტზე მოკლავსო, მაგრამ... ბეკერმა ფინალამდე იარა, იქაც იმარჯვა და 1985 წლის უიმბლდონის მთავარი სენსაციის შემოქმედი შეიქმნა.

3. „მანჩესტერელი“ ბავშვები (ფეხბურთი) – 1995-1996 წლების სეზონში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველი შეხვედრა „ასტონ ვილასთან“ 1:3 წააგო. გუნდის თავკაც ალექს ფერგიუსონს მაშინ კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს – აქაოდა, შოტლანდიელს რა ჰგონია, გუნდი ბავშვებით რომ გაავსოო. მართლაც, იმ წელს ფერგიუსონმა ახალგაზრდული გუნდიდან – რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი, ნიკი ბათი, გარი ნევილი და პოლ სქოულზი გადაიყვანა დიდების გუნდში. სეზონის ბოლოს ამ ბავშვებზე აღარავინ იცინოდა – ისინი ინგლისის ჩემპიონები გახდნენ და მერეც არაერთი ტიტული მოუტანეს საკუთარ გუნდს. დღემდე ასეთი ახალგაზრდული შემადგენლობა ინგლისის ჩემპიონი არ გამხდარა.

4. რონი ოსალივანი (ბილიარდი) – როცა ინგლისში საუბარი დაიწყეს 10 წლის ბიჭზე, რომელიც ბილიარდის კიას კარგად ხმარობდა, ბევრს გაეცინა. რონი ოსალივანი აშკარად არ ჰგავდა მომავალ ლეგენდას, მაგრამ 15 წლის ასაკში მან ჯერ სამოყვარულო ლიგა მოიგო, მერე კი ინგლისის ჩემპიონი გახდა და დღემდე მასზე ახალგაზრდას ინგლისის ჩემპიონატი არ მოუგია.

5. მაიკ ტაისონი (კრივი) – როცა მაიკი კრივში გამოჩნდა, მასზე ხმამაღლა თქვეს, რომ დიდი მომავალი ექნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ დაღვინდებოდა და ნებისმიერ მეტოქეს პირველივე რაუნდში მთელ ძალებს არ შეალევდა. ტაისონმა სხვის რჩევებს ყური არ უგდო და 19 წლის ასაკში პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც დღემდე რეკორდად ითვლება.

6. ლუის ჰამილტონი („ფორმულა 1“) – თვით ლეგენდარულ მიხაელ შუმახერსაც კი არ მოუგია სამეფო რბოლები 23 წლის ასაკში. ბრიტანელმა ჰამილტონმა კი ეს მოახერხა და ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა, ყველაზე პრესტიჟულ რბოლებში გამარჯვებული. ეს მოგება მას სათანადოდ დაუფასდა – მანამდე ხელფასის სახით წლიურად ორ მილიონს იღებდა, ახლა კი მისი ჯამაგირი 15 მილიონ დოლარს აჭარბებს.

7. მარტინა ჰინგისი (ჩოგბურთი) – შვეიცარიელი გოგონას სახელი ლეგენდარული ჩოგბურთელის, მარტინა ნავრატილოვას პატივსაცემად დაარქვეს, მაგრამ მაშინ, რას იფიქრებდნენ, რომ ჰინგისი ყველა სავარაუდო ტიტულს მოიხვეჭდა. მან მოგება 12 წლის ასაკიდან დაიწყო და პარიზის იუნიორთა ტურნირზე გაიმარჯვა. ამ მოგებით ის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომელმაც ერთეულთა თანრიგში რაღაც მოიგო. 16 წლისა და 3 თვის მარტინამ კი უიმბლდონზე იმარჯვა და ესეც დღემდე ხელუხლებელი მიღწევაა.

8. იაჰანგირ ჰანი (ჩოგბურთი) – თანამედროვე ჩოგბურთელებიდან არაერთი გამორჩეულია, მაგრამ გვეეჭვება, იაჰანგირ ჰანთან ვინმე ახლოს მივიდეს. გარდა იმისა, რომ მან თავისი დიდი ტურნირი 17 წლის ასაკში მოიგო, მთავარი ეს მაინც არ არის, ჰანმა კარიერის განმავლობაში 555 მატჩი მოიგო მიყოლებით. ანუ, იგი წლების განმავლობაში არ აგებდა და დღემდე ეს რეკორდი არავის მოუხსნია.

9. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) – როგორც წესი, გოლფს დაღვინებული კაცები თამაშობენ და როცა მათ სამყაროში მოულოდნელად პატარა ბიჭი შეიჭრა, აითვალწუნეს. ამერიკის ღია პირველობაზე მისულ ვუდსს ყველა დასცინოდა, თუმცა 21 წლის ტაიგერმა სასწაული მოახდინა და ტურნირი მოიგო. ეს მიღწევა დღემდე არ დაძლეულა.

10. შონ ედვარდსი (რაგბი) – შონი არა მარტო ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეა, რომელსაც ჩელენჯ ქაფის ფინალში უთამაშია, არამედ ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია, რომელსაც კი ინგლისის ჩემპიონატი მოუგია. როცა მან ქვეყნის ოქროს მედლები მოიპოვა, სულ რაღაც 21 წლის იყო და ყველა აღიარებდა, რომ გუნდში ლიდერის თვისებებით ყველაზე გამორჩეული ის გახლდათ. სწორედ ამ თვისებებით შეკრა ედვარდსმა ის გუნდი, რომელმაც მერე ოქრო მოიგო.


скачать dle 11.3