რომელ დაავადებებს იწვევს დეპრესია
ხშირ შემთხვევაში ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზი მხოლოდ ფსიქოლოგიური პრობლემებია. ვისაც ხანგრძლივი სტრესი აქვს, უვითარდება ფობია, შინაგანი ორგანოები უავადდება და ეს ავადმყოფობა საკმაოდ დიდხანს გრძელდება.
დეპრესია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, მაღალი წნევითა და ინფარქტითაც კი ინიღბება. მან, შესაძლოა, კუჭის წყლული და შარდვის პრობლემების პროვოცირებაც მოახდინოს.
ნერვების მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი ბევრი დაავადებისგან იკურნება.
დეპრესიის დროს ადამიანს ეუფლება ცუდი გუნება-განწყობა, ორგანიზმი დუნდება, კარგავს კონცენტრაციას, გაღვიძებისას თავს სუსტად გრძნობს, თავში ცუდი აზრები უტრიალებს, ადვილად ღიზიანდება. შესაძლოა, დეპრესიის მიზეზი რეალურად სულაც არ არსებობს, მაგრამ ადამიანი მაინც ავადდება. თუ ღამით უძილობა გაწუხებთ, დილით კი ძილი გინდათ, ამას თან ერთვის ტკივილის შეგრძნება, ესე იგი, საქმე სერიოზულადაა. თუ კონფლიქტის დროს კუჭი გტკივდებათ, ესეც დეპრესიის მიზეზია.
დაფარული დეპრესიის მკურნალობა საკმაოდ რთულია. შენიღბული დეპრესიის დროს ძალიან ძნელია ადამიანის აზრების კონტროლი. ამ დროს ანტიდეპრესანტებიც ვერ გიშველით. აუცილებელია კომპლექსური მიდგომა, მაგალითად, ფსიქოთერაპია და ინდივიდუალურად შერჩეული პრეპარატების მიღება.
დეპრესიის დროს კარგია სპორტული ცხოვრება, სეირნობა, სრულყოფილი ძილი, გართობა, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა. დეპრესიის დროს აუცილებელია, ადამიანმა მიიღოს B და C ჯგუფის ვიტამინები და დროულად დაძლიოს ეს მავნე დაავადება.