კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბლოკბასტერების მოლოდინში



მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინათ, როდესაც ერთმა დანიანმა ყაჩაღმა (შეწყალების აქტით შეწყალებულმა) ერთი პოლიციელი მოკლა, ორი კი დაჭრა, საქართველოს პრეზიდენტმა მომენტი შეარჩია, შეწყალებისთვის ხელის მოჭერაზეც ისაუბრა და ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე გამოფენილი პოლიციის მიერ დახოცილი „კრიმინალებიც“ გაიხსენა (და მერე რა, რომ მისი ნათქვამი რეალობისგან, რბილად რომ ვთქვათ, შორსაა?!). აი, ის კი აღარ გახსენებია, რომ პოლიციელები კრიმინალებთან საბრძოლველად ისე მაინც უნდა მოამზადო, რომ სამი ერთს, თუნდაც, დანიანს მოერიოს. ამის შემდეგ მოვლენები არანაკლებ დრამატულად განვითარდა: ხალხის რჩეულმა ლორთქიფანიძემ აღმოაჩინა, რომ ზემოხსენებული ყაჩაღი პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუწყალებია (იმიტომ რომ შეწყალების სიაში მისი გვარი არც ყოფილა). ბუნებრივია, ამ აღმოჩენას არც პირველი პირის და არც საპარლამენტო უმრავლესობის გონება არ აუმღვრევია, ვერც აამღვრევდა: ისინი კვლავაც დამაჯერებლად გვიმტკიცებენ, შეწყალებულთა სიები მკაცრად უნდა გადამოწმდესო (თითქოს სიის შედგენის პროცესს ოკუპანტი რუსები აკონტროლებენ)! თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული ოთხეული უკვე შეწყალებულია, ზედაც, საპარლამენტო უმრავლესობის გააფთრებას დავამატებთ: მკვლელებს ნუ უწოდებთო (როგორც ჩანს, სახელისუფლო ლოგიკით, ამ ოთხეულზე უთქვამთ: „გიკეთდათ“ მარჯვენაო), აშკარაა, რომ, ჯერ ერთი, საყოველთაო შეწყალებამ აზრი თითქმის დაკარგა, ყოველ შემთხვევაში, სახელისუფლო ელიტისთვის და, რაც მთავარია, პოლიციაც ძველებური შემართებით მოაწყობს ბლოკბასტერებს საქართველოს ქუჩებსა და შუკებში.

მაგრამ, რატომ მხოლოდ ბლოკბასტერებს?! მაგალითად, გასულ კვირას, ყირგიზეთის ნაციონალური უსაფრთხოების სახკომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაცია, აღდგეს სიკვდილით დასჯა, თანაც, სასურველია, დამნაშავეები სიკვდილით საჯაროდ დაისაჯონ! ჰოდა, თუკი ჩვენი პოლიტელიტის ყველაფერ აღმოსავლურისკენ (დუბაი, სინგაპური, „ჩვენში ყაზახური სისხლი ჩუხჩუხებს“) მიდრეკილებას გავიხსენებთ, ზედაც დავამატებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის დარი მმართველი ამ ქვეყანას ბოლო რამდენიმე საუკუნეა, არ ჰყოლია, წესით, დანაშაულთან ეფექტურად ბრძოლის მიზნით, ყველანი პირდაპირ რუსთაველის გამზირზე უნდა გავსვათ ძელზე (ან ოთხში ამოვიღოთ, გააჩნია გემოვნებას).


скачать dle 11.3