კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 21 წლის. მარჯვენა საკვერცხესა და საშვილოსნოს შორის უკვე ერთი წელია, ყრუ ტკივილები მაქვს, თან მომცრო გამობერილობასაც ვამჩნევ. ხან ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს იმ ადგილას გაზები მიგროვდება. ექოსკოპიურმა გამოკვლევამ საშვილოსნოს დანამატების ანთება აჩვენა. შეიძლება, გამობერვა ანთების ბრალი იყოს? იქნებ ნაწლავია? მაქვს დისბაქტერიოზი.

პასუხი: ყრუ ტკივილი საკვერცხის არეში დანამატების ანთებისთვის დამახასიათებელი სიმპტომია. რაც შეეხება გამობერილობას, შესაძლოა, ანთების ფონზე მუცლის ღრუს ამ უბანში შეხორცებები იყოს განვითარებული და ამ პროცესში ნაწლავებიც იყოს ჩართული. ზუსტი დიაგნოზისთვის გირჩევთ, გასტროენტეროლოგს მიმართოთ. შესაძლოა, დაგჭირდეთ კონტრასტული რენტგენოგრაფიული გამოკვლევა.

კითხვა: როგორ შეიძლება, ვუმკურნალოთ ანემიასა და სოკო კანდიდას საშვილოსნოში?

პასუხი: ანემიის დროს ძალზე ეფექტურია ჭინჭრის ნაყენი, ბროწეულისა და ჭარხლის წვენები. მაინც აჯობებს სისხლის საერთო ანალიზის პასუხი თერაპევტს აჩვენოთ და დააზუსტოთ, რა სახის ანემია გაქვთ. შესაძლოა, რკინასთან ერთად ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავაც გაკლდეთ. ასეთ შემთხვევაში, ამ ვიტამინური პრეპარატების დანიშვნაცაა აუცილებელი. რაც შეეხება კანდიდოზს, მის თვითმკურნალობას არ გირჩევთ. ასეთ დროს საჭიროა, კომპლექსური თერაპია, რომლის დანიშვნაც მხოლოდ გინეკოლოგს შეუძლია.

კითხვა: საზიანო ხომ არ არის 24 წლის ქალიშვილისთვის დიანე 35-ის მიღება წელიწადში 3-4 თვის განმავლობაში, სახეზე გამონაყარის გაქრობის მიზნით? მენსტრუალური ციკლი 32-დღიანია.

პასუხი: დიანე 35 ჰორმონული პრეპარატია და მისი თვითნებური გამოყენება არაფრით არ შეიძლება. მაგრამ, თუ ის გინეკოლოგმა საჭიროების შესაბამისად დაგინიშნათ, მაშინ საშიში არაფერია. ის მხოლოდ მოაწესრიგებს დარღვეულ ჰორმონულ ბალანსს.

კითხვა: ვარ 50 წლის ქალი. სახესა და ხელებზე გამიჩნდა ყავისფერი ლაქები. ლოყაზე ლაქა თავიდან პატარა იყო. ახლა კი თანდათან ფართოვდება. ხან ძლიერად მექავება. გთხოვთ მითხრათ, ხომ არ იქნება ეს ლაქები შინაგან ორგანოთა დაავადების ბრალი და შეიძლება თუ არა მათი მოშორება რაიმე ხალხური საშუალებით?

პასუხი: შინაგანი ორგანოების ზოგიერთ პათოლოგიას მართლაც ახასიათებს კანზე პიგმენტური წარმონაქმნების გაჩენა, მაგრამ რაკი ლაქები გექავებათ კიდევაც, უნდა ვიფიქროთ, რომ საქმე დერმატოლოგიურ პათოლოგიასთან გვაქვს. გირჩევთ, კონსულტაციისთვის დერმატოლოგს მიმართოთ.

კითხვა: მამაჩემს სათესლე ჯირკვლის წყალმანკი აღმოაჩნდა. დიდი ხანია, აწუხებს გული. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მისთვის ნარკოზი?

პასუხი: სათესლე ჯირკვლის წყალმანკის ოპერაცია მოცულობითა და ხანგრძლივობით არ არის რთული და მისი გაკეთება ზოგადი ანესთეზიის გარეშეც შეიძლება. ნარკოზმა კი, გულის ზოგიერთი დაავადების დროს შეიძლება სერიოზული გართულება გამოიწვიოს. ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ექიმ-ანესთეზიოლოგს, რომელიც პაციენტისთვის გაუტკივარების ოპტიმალურ ხერხს შეარჩევს.

კითხვა: ჩემს 13 წლის შვილს მუხლის ქვემოთ აქვს წანაზარდი. ბავშვი სპორტსმენია. თანაც ცაცია, ამიტომ წანაზარდი მარცხენა ფეხზე უფრო მკვეთრად არის გამოხატული. ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისას ტკივილიც იმატებს, მოსვენებისას კი არ სტკივა. არის ეს თუ არა ასაკობრივი და მოითხოვს თუ არა სერიოზულ გამოკვლევას?

პასუხი: მუხლს ქვემოთ ძვლოვანი წანაზარდი, მით უმეტეს, მტკივნეული, არავითარი ასაკობრივი თავისებურება არ არის. გირჩევთ, ბავშვი ორთოპედს გაასინჯოთ.

კითხვა: ვარ 43 წლის მამაკაცი. მაქვს კუჭ-ნაწლავის ქრონიკული ანთება, კოლიტი, სანაღვლე გზების ქრონიკული დაავადება, გამუდმებით მაწუხებს ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ. ჩავიტარე გემოკვლევა, ვიმკურნალე, მაგრამ უშედეგდოდ. ვარ ჰეპატიტით ინფიცირებულიც. გთხოვთ მირჩიოთ, ვის მივმართო, როგორი მკურნალობა იქნება ეფექტური ჩემთვის?

პასუხი: კოლიტი ხშირად თან სდევს სანაღვლე გზების ქრონიკულ პათოლოგიებს. სანაღვლე გზების დაავადება კი, თავის მხრივ შეიძლება, ქრონიკული ჰეპატიტის ბრალი იყოს. გამუდმებული ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, სავარაუდოდ, სწორედ ღვიძლის ანთებით არის გამოწვეული. კომპეტენტური მკურნალობისთვის გირჩევთ ჰეპატოლოგს მიმართოთ.


скачать dle 11.3