კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან ჩნდება ჩიყვი და რა როლს ასრულებს მის წარმოქმნაში ფარისებრი ჯირკვალი

ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს კისერზე, ტრაქეისა და ხორხის ხრტილების მიდამოში. ის სასიცოცხლო გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედებაზე. მისი ნორმალური ფუნქციონირების დროს, ადამიანი თავს ჯანმრთელად და მხნედ გრძნობს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას შეიგრძნობა სწრაფი დაღლა, კანი მოშვებულია, ადამიანი მოდუნებული და აპათიურია, აღინიშნება შეშუპება, თმა იწყებს ცვენას. ასევე, აღინიშნება გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, შენელებული რეაქციები.

სუსტად განვითარებული ფარისებრი ჯირკვალი უარყოფითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლებზე, იწვევს ინტერესის დაკარგვას სქესობრივი ცხოვრებისადმი.

ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის იმ ჰორმონის უკმარისობისას, რომელიც იოდს შეიცავს, ადამიანს უჩნდება ჩიყვი. ამ ჯირკვლის ამოკვეთას ან მის ფუნქციურ უკმარისობას, შეუძლია, გამოიწვიოს სიმპტომური დაბერება უმოკლეს დროში.

ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულაციისთვის აუცილებელია იოდი. ორგანიზმში უნდა იყოს იოდის ნორმალური შემცველობა, რომ შენარჩუნდეს სისხლში თიროქსინის მარაგი. ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინები, ასევე, C ვიტამინი და ამინომჟავა თიროზინი, რომელიც მონაწილეობს ცილების აგებაში.

იოდს დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის პროდუქტები და წყალმცენარეები, თევზის ქონი, პომიდორი, ჭარხალი, ბოლოკი, ავოკადო. ვიტამინი C კი, დიდი რაოდენობით არის: შავ მოცხარში, ლიმონში, ფორთოხალში, პომიდორში, კომბოსტოსა და წითელი წიწაკაში.


скачать dle 11.3