კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიბრძნე მინიატურებში

ბაყაყები

ერთხელ ოკეანიდან მოსულმა ბაყაყმა ისკუპა და ჭაში ჩახტა. აქ მას შეხვდა ბაყაყი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ამ ჭაში გაატარა. ჭის ბაყაყმა ოკეანიდან მისულს ჰკითხა:

– საინტერესოა, საიდან მოხვედი?

– ოკეანიდან.

ჭის ბაყაყი დაინტერესდა:

– ოკეანე ამ ჭაზე დიდია?

მის თვალებში უნდობლობას, ხოლო გონებაში ეჭვს დაესადგურებინა: როგორ შეიძლება რამე ამ ჭაზე დიდი იყოს, რომელშიც მე ვცხოვრობო?

ოკეანის ბაყაყმა გაიცინა და უპასუხა:

– ძალიან ძნელია ამის თქმა, რადგან იქ რაიმე საზომი არ არსებობს.

ჭის ბაყაყმა უთხრა:

– მაშინ მის გაზომვას მე გასწავლი. მან ჭის მეოთხედამდე ჩაყვინთა და ჰკითხა:

– საკმარისია?

ოკეანის ბაყაყს გაეცინა და უთხრა:

– არა!

მაშინ მან ჭის ნახევრამდე ჩაყვინთა და ჰკითხა:

– საკმარისია?

– ოკეანის ბაყაყმა გაუმეორა:

– არა!

მაშინ ჭის ბაყაყმა ფსკერამდე ჩაყვინთა და საზეიმო დამაჯერებლობით თქვა:

– ახლა შენ ნამდვილად ვეღარ იტყვი „არას“!

ოკეანის ბაყაყმა მიუგო:

– შეიძლება, გეწყინოს და უზრდელობაში ჩამომართვა, მაგრამ ჩემი პასუხი ისევ ისეთია: არა!!!

მაშინ ჭის ბაყაყმა უთხრა:

– ახლავე აქედან მოუსვი, შე მატყუარა! შეუძლებელია, რამე ამ ჭაზე დიდი იყოს!

მე ვირჩევ ნეტარებას

ოსტატი ბახაუდინისთვის ცხოვრება ბედნიერება იყო. მის სახეს არასოდეს შორდებოდა ღიმილი. მთელი მისი სიცოცხლე დღესასწაულის არომატით იყო გაჟღენთილი! კვდებოდა და მაინც მხიარულად იცინოდა. თითქოს სიკვდილთან შეხვედრასაც ნეტარებით ელოდა. მოწაფეები ირგვლივ შემოსხდომოდნენ. ერთმა ჰკითხა:

– რატომ იცინით? მთელი ცხოვრება იცინოდით და ვერასოდეს ვბედავდით გვეკითხა. ამას როგორ ახერხებდით? და, აი, ახლაც, სიცოცხლის ბოლო წუთებში იცინით! რა არის აქ სასაცილო?

მოხუცმა ოსტატმა უპასუხა:

– დიდი ხნის წინათ ახალგაზრდა მოვედი ჩემს ოსტატთან. მაშინ ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტის ვიყავი, მაგრამ უკვე ღრმად უბედური და გაწამებული. ოსტატი კი სამოცდაათის იყო. იღიმებოდა და იცინოდა ისე, უბრალოდ, ყოველგვარი ცხადი მიზეზის გარეშე. მე მას ვკითხე, როგორ ახერხებდა ამას. მან მიპასუხა: „შინაგანად თავისუფალი ვარ. არჩევანი ჩემზეა. უბრალოდ, ასეთია ჩემი ნება. ყოველ დილით, როდესაც თვალს ვახელ, საკუთარ თავს ვეკითხები. დღეს რა ავირჩიო – ტანჯვა თუ ნეტარება და თავისთავად ისე ხდება, რომ ნეტარებას ვირჩევ. ეს ხომ ასე ბუნებრივია!“


скачать dle 11.3