კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ქართველი მხატვრით დაინტერესდნენ ფლორენციაში „ბიენალეზე“ გამართულ საკონკურსო გამოფენაზე

ხელოვნება სინამდვილის მხატვრული ასახვაა, გამომდინარე იქიდან, რომ მხატვრობა ხელოვნების ერთ-ერთი დარგია, ის სწორედ რომ იდეალურად ასახავს რეალობას. ნებისმიერ ტილოში გამოიკვეთება არა მარტო პროფესიული ხელწერა და ტექნიკა, არამედ მხატვრის სულიერი სიღრმეები, ფანტაზია, შინაგანი სამყარო.

მხატვარს ტილოზე გადმოაქვს ისეთი ცხოვრებისეული დეტალები, რომელთა აღქმა და გადმოცემაც საუბრით შეუძლებელია.

საქართველოში ბევრი წარმატებული მხატვარია. ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარი, გიორგი ხუხუნაშვილი, ერთ-ერთი მათგანია. რომელიც ინტერვიუში საინტერესოდ გვესაუბრა თავისი შემოქმედების შესახებ.

– მხატვრობა ბავშვობიდან მიტაცებდა, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩამებარებინა სამხატვრო აკადემიაში, რომლის დამთავრების შემდეგ ინტენსიურად ვიღებდი მონაწილეობას გამოფენებში: პირველი პერსონალური გამოფენა 1999 წელს მქონდა „ქარვასლაში“. 2003 წლამდე აქტიურად ვმუშაობდი სხვადასხვა პროექტში. საერთოდ, აქტიური ადამიანი ვარ, თუმცა, სამწუხაროდ, მქონდა რამდენიმეწლიანი შემოქმედებითი პაუზა, რასაც ძალიან ვნანობ და, ვეცდები, ამჟამინდელი აქტიურობით ავინაზღაურო ის დაკარგული დრო (იცინის).

2003 წელს ფლორენციიდან მომივიდა მოწვევა „ბიენალეზე“, სადაც ჩემი ნამუშევრები უნდა გამეგზავნა. მრავალფეროვანი თემატიკის ნახატები შევარჩიე, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. იქვე დაიბეჭდა კატალოგი, რომელშიც შესული იყო გამოფენის კონკურსანტთა საუკეთესო ნიმუშები და მათ შორის აღმოჩნდა ჩემი ერთი ნახატი. ამას მოჰყვა სათანადო შეფასებები ადგილზე, პრესასა და ტელევიზიაში, გადმომეცა სპეციალური დიპლომი. გამოფენაზე ბევრი ნიჭიერი მხატვარი იღებდა მონაწილეობას. ჩემთვის დიდი სტიმულის მომცემი იყო ის ფაქტი, როცა კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ძალიან საინტერესო ნამუშევრები იყო წარმოდგენილი საქართველოდან.

– რაც შეეხება თქვენს ახალ გამოფენას?

– გამოფენა 4 ნოემბერს გაიმართება, 7 საათზე, გალერეა „ვერნისაჟში“, რომელიც ძმები ზუბალაშვილების ქუჩა, ¹7-ში მდებარეობს. გამოფენაზე მისვლა შეეძლება ყველას, ვისაც აქვს სურვილი, გაეცნოს ჩემს ნამუშევრებს, მით უფრო, რომ ჟანრობრივად მრავალფეროვანი ნახატები მექნება წარმოდგენილი. სულ 5 პერსონალური გამოფენა მაქვს გაკეთებული, ეს რიგით მეექვსეა.

მოწვეულ სტუმრებს შორის ბევრი ცნობილი მხატვარი იქნება, ასევე, პრესისა და ტელევიზიის წარმომადგენლები.

ჩემთვის საზოგადოებრივი აზრია მთავარი, რადგან მე ვქმნი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ყველასთვის. მხატვარი უფრო სხვაგვარად აღიქვამს ყველა მოვლენასა და სიტუაციას, თუმცა, ვცდილობ, ჩემს ნამუშევრებში მხოლოდ დადებითი ენერგია ჩავდო, რომ მნახველმა იგივე მიიღოს. მაქსიმალურად ვცდილობ, გავათავისუფლო ნამუშევრები დრამატულობისა და ტკივილისგან. ვიზუალური ეფექტის დროს, მინდა, მათგან მხოლოდ სუფთა ემოცია გადაეცეს მნახველს...

– რა ჟანრის ნახატები იქნება წარმოდგენილი გალერეა „ვერნისაჟში“?

– ჩემს ნამუშევრებში არ იქნება მხოლოდ ერთი ჟანრის ნახატი, მექნება აბსტრაქციები, წარმოსახვითი ყვავილები, ყვავილები ნატურიდან, პორტრეტები, მაქვს რამდენიმე ნახატი ომის თემაზეც და ასე შემდეგ. ასევე, იქნება ორი ნახატი ფლორენციაში, „ბიენალეზე“ წარმოდგენილი ნამუშევრებიდან.

– სამომავლოდ თუ გაქვთ გეგმები პროფესიული კუთხით?

– სამომავლოდ, ვაპირებ, მეტი ვიმუშაო, რადგან მხატვრობა დიდ შრომას მოითხოვს, თან, აღარ მინდა, მქონდეს შემოქმედებითი პაუზები... დავესესხები ბეთჰოვენს, რომელიც ამბობდა: „ჭეშმარიტი შემოქმედი, რომელსაც ხელოვნება ყველაზე მეტად უყვარს, ყოველთვის უკმაყოფილოა და მუდამ ცდილობს, უფრო შორს წავიდეს“...

სოფი ლორია


скачать dle 11.3