კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მხატვარი შევიდა თბილისის ზოოპარკში მშიერ ძუ ვეფხვთან და როგორ მოუგო მან თოთხმეტი სასამართლო პროცესი ქართველ ფსიქიატრებსა და ონკოლოგებს

„თბილისელების“ დღევანდელი სტუმარია პარაფსიქოლოგი და მუსიკოსი ნანა კენჭაძე, რომლის ოჯახურ მატიანესაც ლეგენდად ქცეული ამბები უკავშირდება. ქალბატონ ნანას მშობლები, პროფესიით მხატვრები, გიორგი და ნანული კენჭაძეები, ექსტრასენსობის უნიკალურმა უნარმა დააკავშირა ერთმანეთს. გიორგი კენჭაძეზე მის სიცოცხლეშივე ყვებოდნენ ლეგენდებს. ქართველი სკეპტიკოსებისთვის კი, ერთ-ერთი შოკის მომგვრელი ექსპერიმენტი ბატონმა გიორგიმ მეტად სახიფათო ვითარებაში ჩაატარა: უამრავი ადამიანის თვალწინ შევიდა თბილისის ზოოპარკის გალიაში, დამშეულ ძუ ვეფხვთან. გამძვინვარებული მტაცებელი ჯერ ღრენით გაექანა მისკენ, მაგრამ, როგორც კი ექსტრასენსმა თვალი თვალში გაუყარა, ნადირი დამშვიდდა და მორჩილი ფისოსავით, იქით მიდიოდა, საითაც გიორგი კენჭაძე უთითებდა. ჩვენი რესპონდენტი ზემგრძნობიარე ქალბატონია და დიდ საიდუმლო ცოდნას ფლობს ეზოთერიკაში. მას მიაჩნია, რომ მუსიკა ყველა დაავადებისთვის უებარი წამალია. ამიტომაც, თითოეულ პაციენტში ის პოლიფონია „შეჰყავს“, რომელიც მის გამოჯანმრთელებას სჭირდება. ბიბლიური მითის მიხედვით, არფაზე დაკვრით დავითმა ისრაელის მეფე საულს სიმხნევე დაუბრუნა. ჰომეროსის „ილიადაშიც“ აქილევსი თავის დამშვიდებასა და სულიერი სიმხნევის მოპოვებას ამავე ინსტრუმენტით ახერხებდა.



– ქალბატონო ნანა, სანამ თქვენს ექსტრასენსურ თუ პარაფსიქოლოგიურ შესაძლებლობებზე გვიამბობთ, მოგვიყევით თქვენი მამის – ბატონი გიორგის განსაცვიფრებელ ნიჭზე.

– მამაჩემი, გიორგი კენჭაძე, ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული ეზოთერიკით, რადგან ის საკუთარ წიაღში ხედავდა უნიკალურ შესაძლებლობებს. მას უსიტყვოდ შეეძლო, ნებისმიერი ადამიანისთვის ის გაეკეთებინა, რასაც მოისურვებდა, მაგრამ ამ უნარს მხოლოდ სასიკეთოდ იყენებდა. მამა ტელეპათიურად იღებდა ყველა ადამიანისგან ნებისმიერ ინფორმაციას და ასევე ტელეპათიურად (უსიტყვოდ) გადაეცემოდა მისგანაც აზრის ძალა, რომელსაც განხორციელება მოჰყვებოდა ყოველთვის. მამაჩემი იმ დროს გამოვიდა ექსტრასენს-პარაფსიქოლოგიის ასპარეზზე, როცა ეს ტერმინებიც კი უცნობი იყო ხალხისთვის. მამასთვის არ არსებობდა დაუმარცხებელი დაავადება, ამიტომ, მისი სამუშაო პრაქტიკის დროს ჩვენი სახლის ეზო ისე იყო ყოფილი საბჭოთა კავშირიდან თუ უცხოეთიდან ჩამოსული პაციენტებით გადაჭედილი, ნემსი არ ჩავარდებოდა (ასევე, მას იწვევდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში). მამას შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, აღიზიანებდა ხელმოცარულ ექიმებსა თუ ფსიქიატრებს. მას ზუსტად თოთხმეტჯერ უჩივლეს სამედიცინო წრეებიდან (განსაკუთრებით ფსიქიატრიის წარმომადგენლები ებრძოდნენ), მაგრამ მამამ თოთხმეტივე პროცესი წარმატებით მოიგო, რადგან ღია პროცესს ესწრებოდნენ მისი პაციენტები სამედიცინო დასკვნებით – გიორგისთან მოსვლამდე და მასთან მკურნალობის შემდეგ. მამაჩემს ჰქონდა უამრავი შემთხვევა, საკუთარი ენერგიით განეკურნა ის პათოლოგიები, რომლებსაც კლასიკური მედიცინა ვერ უმკლავდებოდა. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მამას მწერალი ჭაბუა ამირეჯიბიც გამოესარჩლა, რადგან მან საკუთარ თავზე გამოსცადა მისი მკურნალობის ძალა. ჩიქოვანის ქუჩაზე ვცხოვრობდით, მწერალთა სახლში. ჩვენ ზემოთ ცხოვრობდა ელგუჯა მაღრაძის ოჯახი. პატარა დათოს ცხვირიდან სისხლდენა აუტყდა, ექიმებმა ვერაფერი შეძლეს. ჩამოვიდა თურმე ბატონი ელგუჯა ჩვენთან. მამას ხელის შეხება და სისხლდენის შეჩერება ერთი იყო. სხვათა შორის, მამაჩემს ძირითადად აკითხავდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ექიმები მოიარეს და ვერაფერი უშველეს. ალბათ, გაგიგიათ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, სწორედ ასეთ „ხავსად“ მიაჩნდათ მამაც, მაგრამ, შეხვედრისთანავე რწმუნდებოდნენ, რომ მასში ღვთის ხელი ერია და, თუ აქამდე ხავსად მიიჩნევდნენ, პირველივე სეანსის შემდეგ უზარმაზარ საყრდენად ესახებოდათ, რომელსაც მათი გამოჯანმრთელება შეეძლო. იმავე უნარს ფლობდა დედაც, მაგრამ, რადგან მამაჩემმა მთელი ძალით იწვნია „ქართული შურის“ ძალა, დედას აუკრძალა პაციენტებთან მუშაობა, თუმცა დარწმუნებული იყო მის ძალაშიც. დედა მხოლოდ მაშინ იღებდა გაჭირვებულ პაციენტებს, როცა მამა უცხოეთში იყო მიწვეული სამუშაოდ.



– იმ მეთოდების სწავლება თუ შეიძლება, რომლითაც მამა მკურნალობდა?

– მე, მაგალითად, ბევრი რამ ვისწავლე მშობლებისგან, ბევრსაც ეზოთერული ლიტერატურით გავეცანი, რაც იმ დროს ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იყო, მაგრამ ექსტრასენსისთვის მთავარი არა მხოლოდ ინტელექტუალური ცოდნაა, არამედ შინაგანი ძალაც, რასაც მამაჩემი ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ხედავდა საკუთარ თავში. ვერანაირი მსახიობური თავის მოჩვენება მასთან ვერაფერს გახდებოდა. იგი ადამიანის ფიქრს უცებ ამოიცნობდა.

– როგორ გარისკა გიორგი კენჭაძემ ამ მეტად საშიში ექსპერიმენტის ჩატარება – გაუწვრთნელ და დამშეულ ვეფხვთან პირისპირ შეყრა?

– მე მაშინ 7-8 წლის ვიქნებოდი. გაზაფხულზე თბილისში ჩამოსული იყო მსახიობი ნატალია კრუდოვა. არ მახსოვს, ვინ შეახვედრა ის მამაჩემს. მამა იმ პერიოდში კინოსტუდიაში მუშაობდა მულტიპლიკაციური ფილმების განყოფილებაში მხატვრად, მაგრამ უკვე იცნობდნენ თავისი უნიკალური უნარის წყალობით. ამიტომაც მიმართა ლენინგრადელმა მსახიობმა თხოვნით, მისთვის ცხოველების დაჰიპნოზება ესწავლებინა, რაზეც მამამ შემდეგი პირობით უპასუხა: ცხოველთა ჰიპნოზს გასწავლი, თუ თბილისის ზოოპარკში ვეფხვთან ვოლიერში შესვლის ნებართვას მოაცემინებო. როგორც ჩანს, იყო მოლაპარაკებები ზოოპარკის ადმინისტრაციასთან და მამაჩემს ხელწერილი დააწერინეს, რომ პასუხს არ აგებინებდნენ სავალალო შედეგებზე. მთელმა ოჯახმა ვიცოდით მამას შესაძლებლობები, მაგრამ მაინც შიშით ვკანკალებდით. დედას უნდოდა, არ დავსწრებოდი ამ საშინელ სცენას, მაგრამ მამამ კიდევ ერთხელ დაამშვიდა დედა: ნუ გეშინია, საკუთარი თავის რომ არ მჯეროდეს, არ გავრისკავდიო. დედა გადაერთო მედიტაციურ ვარჯიშებზე და პოზიტიური აზრ-ფორმებით აჯერებდა თავს, რომ ვეფხვი გოგის ვერ მოერეოდა. ზოოპარკში რომ მივედი, აურაცხელ ხალხს მოეყარა თავი წარმოუდგენელ სანახაობაზე დასასწრებად. მით უფრო სარისკო იყო დამშეულ ვეფხვთან შესვლა, რომ ამ ექსპერიმენტამდე ორი დღით ადრე „დიდმა კატამ“ მომვლელს ფეხი მოაჭამა. იქვე იდგნენ სახანძრო მანქანები და შეიარაღებული ადამიანები. როგორც იქ ითქვა, ვეფხვი, რომელთან შესვლაც მამამ ისურვა, ყველაზე აგრესიული იყო, რაც მერე დადასტურდა კიდეც. ექსპერიმენტი რომ დაიწყო, მამამ ცოტა ხანს დაჟინებით უყურა ვეფხვს, მერე კარი გააღეს და შიგნით შევიდა. მას ხელში მხოლოდ ჯოხი ეჭირა. ვოლიერში შიგნით კიდევ იყო პატარა ვოლიერი, საიდანაც ღრიალით გამოვარდა ვეფხვი. თავიდან ის გაავებული ღრენით შეხვდა „უცხო სტუმარს“, მამა კი ცდილობდა, თვალი არ მოეშორებინა გამძვინვარებული ნადირისთვის. რამდენიმე წამის შემდეგ ვეფხვი მოდუნდა და ღრენა შეწყვიტა, რის შემდეგაც მამამ ჯოხის აქნევით ქვაფენილზე აიყვანა ვეფხვი. ცოტა ხანს ჰყავდა ასე, დისტანციაზე დაჰიპნოზებული, შემდეგ ნელ-ნელა მიუახლოვდა, თავზე ხელი გადაუსვა და ლოყაც მიადო. ყველანი გაშტერებულები შევყურებდით ჩვენ თვალწინ მომხდარ სასწაულს, რომელიც დაახლოებით 8-10 წუთს გაგრძელდა. რაღაც პერიოდში ვეფხვი გაუძალიანდა და მამას დაეძგერა, გადაუხტა კიდეც, მაგრამ მან კვლავ შეძლო ვეფხვის მოდუნება და იქით წაყვანა, საითაც ჯოხით უჩვენებდა.

– მამას სხვა ექსპერიმენტებსაც კიდევ ხომ ვერ გაიხსენებთ?

– მახსოვს, ერთი უცხოელი ქალბატონი იყო მოსული. მამა მეორე ოთახში იჯდა მეგობრებთან ერთად. ერთ-ერთმა მამაჩემს უთხრა, თუ მაგარი ხარ, ამ ქალმა ახლავე გაიხადოს ჟაკეტიო. არადა, ციოდა და ძალიან უცნაური იქნებოდა, რომ ქალს რამე გაეხადა. მაგრამ მამაჩემმა არ გააწბილა ექსპერიმენტის მსურველები და ქალმაც იმწამსვე გაიხადა ჟაკეტი. უამრავი ასეთი შემთხვევა მახსოვს. მამაჩემს შეეძლო, მარიონეტებივით ემართა ადამიანები, მაგრამ ამას არასდროს აკეთებდა. იშვიათად იყენებდა ამ ნიჭს სახალისოდ – თუ საშინელი სკეპტიკოსები ჰყავდა გვერდით და მისი არ სჯეროდათ. საკუთარ ძალასა და ნიჭს მხოლოდ მკურნალობისთვის ხარჯავდა.

– თქვენი ოჯახის სამხატვრო გალერეაში ვნახე დახატული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. ვინ იყო ამის თვითმხილველი?

– ამოსთან შეხვედრის შემთხვევა დედასაც ჰქონია და მამასაც, ოღონდ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში. დედამ ზედაზენზე ნახა „მფრინავი თეფში“. სადაც ამო გამოჩნდა, იმ ადგილას და იმწუთში წაქცეულან ასწლოვანი ხეები. დედამ ეს ეპიზოდი და ემოცია ტილოზე გადაიტანა და ამ ნახატს არაერთ გამოფენაზე ხვდა წილად წარმატება და ჯილდოები.

– ახლა კი საკუთარი თავის შესახებ გვიამბეთ – მშობლების უნიკალური ნიჭი რა შესაძლებლობებით გადმოგეცათ?

– მამაჩემს ბევრი ადამიანი სთხოვდა, ესწავლებინა მკურნალობის მეთოდები. ის არავის უშლიდა სეანსების ყურებას, მაგრამ ვერ სწავლობდნენ, რადგან სეანსის ჩატარებასა და მკურნალობას დიდი შინაგანი პოტენციალი სჭირდება, რაც პირადად მე, მემკვიდრეობით მივიღე მშობლებისგან. მამა ჩემზეც ატარებდა ექსპერიმენტებს და ჩემს ბავშვობაშივე დარწმუნდა, რომ ჩემი სახით მკურნალი მემკვიდრე ეზრდებოდა. გარდა ამისა, ბებიასგან მაქვს ნასწავლი უნიკალური რეცეპტები და მალამოები, რასაც პერიოდულად ვრთავ ჩემს სამკურნალო პრაქტიკაში და რასაც თავის დროზე დიდი წარმატებით იყენებდა ჯერ ბებია, ხოლო შემდეგ – დედა. მე, როგორც მუსიკოსი, ჩემს სამკურნალო პრაქტიკაში მუსიკასაც ვიყენებ – ტელეპათიურად გადავცემ პაციენტს იმ პოლიფონიას, რომელიც მის მდგომარეობას სჭირდება და ის შინაგანი ძალით იკურნება. მკურნალობის ფორმა კომპლექსურია – ერთდროულად იკურნება ყველა ის დაავადება, რაც პაციენტს გამოხატულად თუ ფარულად აწუხებს.

ყველა დაავადებას „ჰყავს“ შესაბამისი მკურნალი მუსიკა. მეცნიერებამ დიდი ხანია, დაადგინა, რომელი კომპოზიტორის რომელი ნაწარმოები რა პათოლოგიის განკურნებას ემსახურება. მუსიკაზე რეაგირებენ ცხოველებიც და მცენარეებიც და მათი განკურნებაც შეიძლება.


скачать dle 11.3