კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის ქალის უპირველესი მოვალეობა და როგორი ქალები ეზიზღება ქეთათოს

მუსიკოს ქეთათო ჩარკვიანს ძირითადად სცენაზე ვხედავთ, და მხოლოდ ამ კუთხით ვაფასებთ. ბუნებრივია, ბევრმა არ იცის, როგორია იგი სცენის მიღმა, ეხერხება თუ არა დიასახლისობა და როგორ ართმევს თავს საოჯახო საქმეებს. ამჯერად თავისი დიასახლისობის გამოცდილებას სწორედ ქეთათო გაგვიზიარებს.



– ცდება, ვისაც ჰგონია, თითქოს ქალის უპირველესი საქმე დიასახლისობა იყოს. ამგვარი აზროვნება ქვის ხანაში გვაბრუნებს. რას ჰქვია, უპირველესი მოვალეობა დიასახლისობაა?! ქალი უნდა იყოს მიზანდასახული, ჰქონდეს თავისი ინდივიდუალური საქმე და, თუ ამ ყველაფერთან ერთად კიდევ დიასახლისობასაც მოასწრებს, ძალიან კარგი იქნება. მხოლოდ დიასახლისი ქალი არც ერთ ნორმალურ მამაკაცს არ სჭირდება. ქალის უპირველესი მოვალეობა ისაა, რომ იყოს ქალი, კარგად გამოიყურებოდეს, იყოს იმპულსური, შეეძლოს ურთიერთობები და, პლუს, ხალხზე ზემოქმედების მოხდენა. გააჩნია, დიასახლისობაში ვინ რას გულისხმობს. მთავარი ისაა, რომ ხელიდან არ უნდა უვარდებოდეს ტაფა ან თეფში, არაა აუცილებელი, მთელი დღე გაზქურასთან იდგეს. მეზიზღებიან ასეთი ქალები.

– რატომ, თუ მათ დიდი ოჯახი აქვთ და საჭიროება მოითხოვს გაზქურასთან დგომას, რა უნდა ქნან?

– როგორ შეიძლება, სულ საჭმელს აკეთებდე და გაზქურასთან იდგე! ამას იმიტომ აკეთებ, რომ სხვა საქმე, ალბათ, არ გაქვს, სხვა მოთხოვნილება არ გაწუხებს. როცა კარგი რესტორნის შეფ-მზარეული მთელ დღეს გაზქურასთან ატარებს და ეს მისი სამუშაოა, გასაგებია, ამაში უხდიან ფულს, სხვა შემთხვევაში კი, მთელი დღე სამზარეულოში რომ ატარებ დროს, ნორმალური ხარ? გამაგებინეთ ერთი! ქალს როცა გინდა, რაღაც კერძი გააკეთო და ამით საყვარელ ადამიანს ასიამოვნო, ამას მივესალმები, ოღონდ, ზეიმის სახე უნდა ჰქონდეს. ამავდროულად, ქალმა თავისი მადლი უნდა ჩააქსოვოს კონკრეტულ კერძში. ეს საზეიმოდ, რამე ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით უნდა ხდებოდეს და არა ყოველდღე.

– საკუთარ თავზე რა შეგიძლიათ თქვათ, როგორი დიასახლისი ხართ?

– რომ გითხრათ, კერძების მომზადება და სამზარეულოში ფუსფუსი მიყვარს-მეთქი, მოგატყუებთ. ძაან იშვიათად შეიძლება მომინდეს კონკრეტული რამის გაკეთება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარტო ვცხოვრობ და საკუთარი თავისთვის მეზარება კერძების გაკეთება.

– ანუ, სახლში საჭმელს არ აკეთებთ და ნახევარფაბრიკატების იმედად რჩებით?

– არა, ნახევარფაბრიკატებით არ ვიკვებები. ძირითადად, ბოსტნეულით ვიკვებები – სალათებს ვაკეთებ, რომელიც ნაკლებკალორიულია. მოხარშული ხორცი და თევზი ჯობია შემწვარს – ჯანმრთელობისთვის ასეა საჭირო. მის მომზადებას კი სამზარეულოში დიდხანს დგომა არ სჭირდება. პირველ ყოვლისა, ისეთ საკვებს მივირთმევ, რომელიც ორგანიზმისთვისაა სასარგებლო.

– მარტო სალათებს რატომ იმზადებთ, ვეგეტარიანელი ხომ არ ხართ?

– არა. ნამდვილად არ ვარ ვეგეტარიანელი, უბრალოდ, მიყვარს ბოსტნეული და მწვანე სალათა.

– რომელიმე სალათის რეცეპტს ხომ არ ჩაგვაწერინებთ?

– მე ყოველდღე სხვადასხვა რაღაცას ვაკეთებ, კონკრეტული რეცეპტები არ მაქვს. არ მომწონს ისეთი კატეგორიის ქალები, რომლებიც წიგნებში იქექებიან და იმის მიხედვით აკეთებენ კერძებს. ადგილზე, ინდივიდუალურად ვიღებ გადაწყვეტილებას, როგორი სალათა მოვამზადო. თავისუფალი ადამიანი ვარ და თავს არაფრით ვიზღუდავ. უბრალოდ, მენანება, ჩემი დრო და ენერგია იმაზე ფიქრით დავიტვირთო, თუ რა კერძი მოვამზადო. მიყვარს კარგი, ეგზოტიკური სუნელებით გაზავება, რომელიც აბსოლუტურად ცვლის კერძის გემოს.

– ისე, რას ამბობენ, ქეთათოს გემრიელი ხელი აქვსო?

– დიახ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან გემრიელი გამომდის. ვისაც ჩემი გაკეთებული სალათა გაუსინჯავს, ამაში დამეთანხმება, რაც მთავარია, მე თვითონ მომწონს და, როცა მაქებენ, ამას აღფრთოვანებით არ ვხვდები. როცა გადავწყვეტ ჩემი რეცეპტების გამომზეურებას, საკუთარ წიგნს გამოვცემ და ამისთვის ჰონორარსაც მივიღებ (იცინის).

– ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით...

– რატომ გგონიათ, რომ ვხუმრობ? წინასწარ არავინ ვიცით, რა მოგვინდება. იქნება, ერთ დღეს კულინარიული წიგნის გამოშვებაც მომინდეს? არაფერია გამორიცხული.

– ტკბილეულობაზე როგორ ხართ?

– ნამცხვრები და ტორტები არ მიყვარს, ვერ ვჭამდი ვერანაირ შოკოლადს. ბავშვობაში ჩემი თანატოლები სიამოვნებით მიირთმევდნენ „დათუნია“ შოკოლადსა და ნუგას, მაგრამ, მე არ ვჭამდი, რადგან მეზიზღებოდა.

– კალორიულ საჭმელს იმიტომ ხომ არ ერიდებით, რომ წონაში არ მოიმატოთ?

– არ მიყვარს ტკბილეული და, რა ვქნა? რაც შეეხება წონას, ამის პრობლემა ყველა ადამიანს ექნება, თუ გაღორდება. ეს ძაან ადვილია – გაღორდები და კუჭი გაგიდიდდება.

– უთოობა თუ გიყვართ?

– ძაან სასაცილოა, მაგრამ, უთო სახლში არასოდეს მქონია. რამდენიმე წლის წინ ვიყიდე და მხოლოდ ორჯერ ვიხმარე.

– კი მაგრამ, ტანსაცმელს დაუთოება არ სჭირდება?

– არ მაქვს ასეთი ტანსაცმელი, რომ უთო დასჭირდეს.

– გამოდის, სპეციალურად ისეთი ქსოვილის ტანსაცმელს არჩევთ, რომ უთო არ დასჭირდეს?

– არც მაგაზე ვხარჯავ დროს, ავდგე და ვიფიქრო, ამას დასჭირდება უთო თუ არა. თუ ისე მოხდა, რომ ტანსაცმელს დაუთოება დასჭირდა, ავდგები, ჩავიცვამ და მერე ტანზე სწორდება.

– ვინ გეხმარებათ საოჯახო საქმეებში, დამხმარე ქალი გყავთ?

– სახლში მყავს ძაღლი და კატა, ამიტომ მეტად უნდა მათ ყურადღების მიქცევა. დამხმარე ქალი დღეში ერთხელ ალაგებს, ამიტომ, მარტო მის იმედად ვერ ვრჩები. შენც უნდა მიაქციო სახლს ყურადღება, რომ ნაგავში არ იცხოვრო. ამას ვახერხებ. ძაღლს ბეწვი სცვივა და ამიტომ სულ მტვერსასრუტი მიჭირავს ხელში.

– ძაღლის ბეწვისგან ნოხის გასუფთავებას როგორ ახერხებთ?

– მე მტვერზე ვარ ალერგიული და ნოხი ამიტომაც არ მიყვარს – ის მტვრის ბუდეა, რაც უნდა მოუარო. მტვერსასრუტით ვიღებ მტვერს, რომ არ შემაწუხოს.

– იატაკს მტვერსასრუტით გვით თუ ცოცხითა და აქანდაზით?

– მშვენიერი აქანდაზი და ცოცხი მაქვს სახლში, უთოც მაქვს, ხომ გითხარით უკვე.

– დიახ, უკვე მითხარით, გაქვთ, მაგრამ არ იყენებთ. რაც შეეხება ავეჯიდან მტვრის გადაწმენდას, მის მოვლას როგორ ახერხებთ?

– მე ვალდებული არავისთან არ ვარ, როცა მინდა, დავალაგებ სახლს, ან – პირიქით. მე მტვერზე ალერგია მაქვს, ამიტომ ჩემს სახლში მტვერს ვერ ნახავთ.

– ფანჯრების გაწმენდა ხშირად გიწევთ?

– ხშირად კი არა, აქამდე არ გამიწმენდია ფანჯრები. ისე, ვიცი, რაღაც სითხეა და ფანჯრები იმით პრიალდება.

– ოჯახური საქმეებიდან რისი გაკეთება არ გეზარებათ?

– მეხალისება ყავისა და ჩაის მომზადება, რასაც ყველაზე ხშირად ვაკეთებ, ისე ხშირად, რომ ვეღარ ვითვლი ხოლმე.

– როცა სტუმრები მოგდიან სახლში, გეხალისებათ სუფრის გაშლა და სტუმრების მომსახურება?

– მე სუფრას არასდროს ვშლი. ჩემთან ვინც მოდის, ჩაითა და ყავით ვუმასპინძლდები და ამით კმაყოფილდებიან. თუ ისეთ დროს მოვიდნენ, როცა ვსადილობ, მაშინ შევთავაზებ, თორემ, სპეციალურად რომ მოვამზადო რამე, ასე არ ხდება.

– ქეთათო, ირაკლის თუ უმზადებდით კერძებს?

– ირაკლის გამორჩეულად უყვარდა ჩემ მიერ გაკეთებული საჭმელი. როცა გვერდით გყავს ისეთი ადამიანი, რომელიც გიყვარს, შენ თვითონ გსიამოვნებს, რომ რამე მოუმზადო და ამით ასიამოვნო. ასევე იყო ირაკლიც. მას კარგი ხელი ჰქონდა, სულ უნდოდა, ჩემთვის სიურპრიზი გაეკეთებინა და ისეთი გემრიელი საჭმელი მოუმზადებია, რომ მაღალი დონის რესტორანშიც ვერ შეჭამდი მსგავსს.

– ჭურჭლის რეცხვაზე რას იტყვით?

– მინდა, გავიხსენო აგვისტოს ომი: იმ დროს ისეთი ნევროზი დამემართა, რომ, მეგობრებთან ყოფნის დროს, გარეცხილი ჭურჭლის ხელმეორედ რეცხვა დავიწყე იმის გამო, რომ თვითმფრინავები დაბლა დაფრინავდნენ და უსიამოვნო ხმები ისმოდა. მაშინ დიდ სტრესში ვიყავი, ალბათ, ამიტომაც მსიამოვნებდა ჭურჭლის რეცხვა. ღმერთმა დამიფაროს, ისევ ისე ვიყო და ჭურჭლის რეცხვა მსიამოვნებდეს. რა სასიამოვნოა, ნეტავ?! მილიონი ხელთათმანი მიკეთია მაგ დროს ხელზე, რომ ხელის კანს მოვუფრთხილდე. როცა ქალს უხეში და დაკოჟრილი ხელები აქვს, ამაზე მეტი საშინელება არაფერია, ქალს უნდა ეტყობოდეს, რომ ქალია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არაფერი აკეთოს, პირიქით, მაგრამ თავსაც უნდა მოუფრთხილდეს. ქალი იქნება თუ კაცი, მნიშვნელობა არა აქვს, თუ მას მოუვლელი ხელები აქვს, მისთვის ხმის გაცემაც არ მინდა.

– ტაფიდან ნამწვს როგორ იღებთ?

– ამას წინათ საჭმელს ვამზადებდი და დამავიწყდა. დამწვრის საშინელი სუნი დადგა, ვიფიქრე, ხანძარია-მეთქი, სახლი გავანიავე. კარგა ხანი დასჭირდა სუნის გასვლას. მერე თავიდან დავიწყე კეთება, მაგრამ, მეორედაც დამეწვა, მესამე ჯერზე, როგორც იქნა, მოვამზადე საჭმელი. ის ტაფა, რა თქმა უნდა, გადავაგდე – მის გამოსწორებას აზრი აღარ ჰქონდა.

– გაზქურას როგორ წმენდთ?

– გაზქურას სპეციალური რაღაც ფხვნილითა და ტილოთი ვასუფთავებ, აბა, ვაფურთხებ-მეთქი, რომ გითხრათ, დამიჯერებთ? (იცინის).

– სააბაზანოს როგორ უვლით?

– არაფერი მოვლა არ უნდა სააბაზანოს. ჩემს „ვანას“ ლაქები არა აქვს და, როცა საჭიროა, იწმინდება. მე არ ვიცი, როგორ, რა სითხით წმენდს „ვანას“ დამხმარე ქალი.

– ტანსაცმლის ლაქას როგორ უმკლავდებით?

– ეს საქმე მე არ მეხება, ჩემი შვილის ნათლიაა გენიალური ადამიანი და ისაა ლაქების მტერი. ისეთი ლაქა შეიძლება, ამოიყვანოს, გაგიკვირდებათ. ძირითადად, ბავშვის ტანსაცმელი ლაქავდება. თუ გამიჭუჭყიანდა ტანსაცმელი, სარეცხის მანქანაში ირეცხება. თუ ვერ ამოვიდა ლაქა, ასეთ ტანსაცმელს ვაგდებ.


скачать dle 11.3