კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისი დახმარებით დაიკავა მინისტრის თანამდებობა სექსუალურმა მარა კარფანიამ და ვინ ითვლება ყველაზე სექსუალურ პოლიტიკოს ქალად ევროპაში

ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვანი ჟურნალ-გაზეთები თავის ფურცლებზე ყველაზე სექსუალური და მომხიბვლელი პოლიტიკოსების რეიტინგებს აქვეყნებს. უმეტეს შემთხვევაში, რეიტინგის შემადგენლობა ცვალებადია, იმის მიხედვით, თუ რომელი ქვეყნის ჟურნალისტების შედგენილია რეიტინგი. ამჯერად, ყველაზე სექსუალური ევროპელი ქალი პოლიტიკოსებისგან შემდგარი რეიტინგი ჩეხურმა ტაბლოიდმა „იენპრომუზემ“ გამოაქვეყნა, რომლის გადმოქართულებულ ვერსიას ჟურნალი „თბილისელების“ ამ ნომერში გთავაზობთ.

მარა კარფანია – იტალია

საიდუმლო არავისთვისაა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი არაორდინარული ქცევებით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, არ იყო გასაკვირი, როდესაც ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მან ყოფილი მოდელი და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ლამაზმანი, მარა კარფანია დანიშნა.

მარას, 1997 წლის „მის იტალიის“ მონაწილეს, ეროტიკული ფილმების რეჟისორისგან, ტინტო ბრასისგან არაერთხელ მიუღია მიწვევა ფილმში მონაწილეობისთვის. მარა მონაწილეობდა არაერთ გულახდილ ფოტოსესიაში, სადაც ახდენდა თავისი უნაკლო სხეულის დემონსტრირებას. საინტერესოა, რომ მარას თანასწორი შესაძლებლობების დეპარტამენტის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის დროს, ბერლუსკონი ლამაზმანის იურიდიული განათლებით ხელმძღვანელობდა და არა მისი სელებრითული წარსულით. მარა კარფანია თამამად ითვლება ყველაზე ლამაზ და სექსუალურ მინისტრად მსოფლიოში.

ალინა კაბაევა – რუსეთი

მსოფლიოში ალინა კაბაევას იცნობენ, როგორც წარმატებულ და ტიტულოვან ტანმოვარჯიშეს, რომლის რეკორდები დღემდე მიუღწეველია და მის ანგარიშზეა მსოფლიოს ჩემპიონატების – 18, ევროპის – 25, ხოლო ოლიმპიური თამაშების 2 მედალი. 2007 წელს ალინამ სპორტიდან წასვლის განცხადება გააკეთა და პოლიტიკით დაინტერესდა. ის რუსეთის ფედერაციის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ წევრი გახდა და დუმის დეპუტატის მანდატსაც გამოჰკრა ხელი. რუსეთში და არა მარტო იქ, აქტიურად საუბრობენ ალინას და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის რომანზე. საუბრობენ, რომ პუტინი კაბაევაზე დაქორწინებას გეგმავს, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტების წარდგენას ჯერჯერობით ვერავინ ახერხებს.

იანა პარიჟკოვა – ჩეხეთი

მომხიბვლელი იანა მართალია, მინისტრი არაა, თუმცა იგი პარლამენტში მუშაობს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად ითვლება, ასევე სოციალურ პოლიტიკასაც კურირებს. ყველაფერთან ერთად კი, იანა მოდელობასაც ითავსებს და რამდენიმე წლის წინ, მან მონაწილეობა მიიღო გადასაშლელი ეროტიკული კალენდრისთვის გადაღებულ ფოტო-სესიაში და გამომწვევი იმიჯით პოზირებდა ფოტოგრაფის წინაშე. ჩეხეთში იანას ხშირად ადარებენ პოპ-მომღერალ ავრილ ლავინს.

ანა-მარია გალოიანი – ესტონეთი

თავის სამშობლოში, ანა-მარია აღიარებული იყო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად. მიუხედავად იმისა, რომ ანას ჯერ 30 წელიც არ შესრულებია, იგი დიდი ხანია კაშკაშებს ესტონურ პოლიტიკაში. უკანასკნელი 7 წელი იგი რეფორმების პარტიის წევრი იყო და მნიშვნელოვანი გავლენით სარგებლობდა შიდა პოლიტიკაში. ერთხანს ანას სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაში ადანაშაულებდნენ, რის საპასუხოდაც სკანდალურმა პოლიტიკოსმა ჟურნალ „ფლეიბოის“ სკანდალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გახდა პირველი მოქმედი პოლიტიკოსი მსოფლიოში, რომელმაც „ფლეიბოისთვის“ გაიხადა.

ვერა ლიშკა – ავსტრია

ავსტრიელი ვერა ლიშკა, დიდ დისტანციებზე ცურვაში ოლიმპიური ნაკრების წევრი იყო და ევროპის ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად სულ ცოტა დააკლდა. უნდა ითქვას, რომ ვერა ბრწყინვალე მოცურავეა, სპორტიდან წასვლის შემდეგ კი მან საზოგადოების თვალწინ მოახერხა, ყოფილი მოცურავე ცნობილი სახე გამხდარიყო ჯერ ტელევიზიაში მოღვაწეობის ხარჯზე, შემდეგ კი პოლიტიკურმა დინებამ იგი ავსტრიის პარლამენტში მიიყვანა. ვერა რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის წევრია და სპორტის, გარემოს დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტების მუშაობას კურირებს.

ემა კიერნანი – ირლანდია

ემა კიერნანი ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ინტერნეტით გავრცელდა მისი საკმაოდ პიკანტური ფოტო. ეს ფაქტი, რომ ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოში მომხდარიყო, შეიძლება, არც არავის მიექცია ემას პერსონისთვის ასეთი ყურადღება. თუმცა, 6,2-მილიონიან ირლანდიაში, სადაც პოლიტიკური სკანდალები დიდი იშვიათობაა, ერთმა ფოტომ მთლიანად შეცვალა ჩვეულებრივი გოგონას ცხოვრება, ის შეიყვარეს და საპარლამენტო არჩევნების დროს ხმების საკმარისი რაოდენობა მისცეს, რომ დეპუტატის მანდატი აეღო.

ბარბარა სტიმანი – ბელგია

საკმარისია, თვალი გადაავლოთ ბარბარა სტიმანის ფოტოებს, რომ დარწმუნდეთ, რატომ ითვლება ის ევროპის ყველაზე სექსუალურ პოლიტიკოს ქალად. ქერათმიანი ლამაზმანი ბარბარა ბელგიის ერთ-ერთი რეგიონის დეპარტამენტის თანამშრომელია, სადაც სოციალური პოლიტიკის კურსის გატარება ევალება. ამასთან ერთად, ბარბარა 2005 წლის „მის ბელგიის“ გამარჯვებულია. მისმა ეროტიკულმა ფოტოებმა კი, თავის დროზე ხმაურიანი სკანდალი ააგორა წყნარ და კონსერვატულ ბენელუქსის ქვეყანაში.


скачать dle 11.3