კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კარგად ნაცნობი “ახალი„ რადიო

1 ნოემბრიდან განახლებული რადიო „აფხაზეთის ხმა“ უკვე ეთერში გადის. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რადიო განახლების სტადიაში იყო – იცვლებოდა ფორმატი, გადაცემები, წამყვანები, ამის შესახებ სისტემატურად გაწვდიდით. რამდენიმე სავარაუდო ვარსკვლავ-წამყვანის ვინაობაც უკვე ცნობილია თქვენთვის. სხვადასხვა, ერთმანეთისგან სპეციფიკით აბსოლუტურად განსხვავებულ გადაცემას, წაიყვანენ თიკა ჯამბურია, დუეტი „ჯორჯია“, დათო არჩვაძე, ნინო ჩხეიძე, სალომე გოგიაშვილი, ნიკა ხაჩიძე და სხვები. მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ვარსკვლავთან. სავარაუდოდ, რადიოს კიდევ ოთხი ახალი პროექტი დაემატება, თავის ცნობილ სახეებთან ერთად. რაც შეეხება მუსიკას, რადიოს განახლებული სპეციფიკის მიხედვით, უკვე შეცვლილ სიხშირეზე – 98.9 მოისმენთ ოქროს ჰიტებსა და იმ სიმღერებს, რომლებიც უკვე პოტენციურად ჰიტებია. მუსიკა ყველა ასაკის მსმენელზეა გათვლილი. ერთი სიტყვით, 1 ნოემბრიდან ყველას, ვინც საჭესთან იქნება, ვინც სახლში მყუდროდ თავის რადიომიმღებთან მოკალათდება, შეუძლია, მოისმინოს კარგი მუსიკა, გაერთოს და ეკონტაქტოს თავის საყვარელ ვარსკვლავს.


скачать dle 11.3