კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

17 წლის შემდეგ მარიკა ვერულაშვილმა ქალიშვილს დედისერთობის სტატუსი შეუცვალა და ძმა აჩუქა

მარიკა ვერულაშვილმა 17 წლის შემდეგ თავის ქალიშვილს დედისერთას სტატუსი შეუცვალა და მას ძმა აჩუქა. ამ ამბავმა სალომე ძალიან გაახარა, პატარა გიორგის იგი მთელი ცხრა თვე მოუთმენლად ელოდა. მის სანახავად ის ლონდონიდან სამი დღით ჩამოვიდა. უმცროსმა ძამიკომ სალომე უბედნიერეს ადამიანად აქცია. პატარა გიო 10.10.2010-ში დაიბადა და ამ ინფორმაციას „თბილისელების” მკითხველი პირველი შეიტყობს. ჩვენ კი ვულოცავთ მარიკა ვერულაშვილსა და მის ოჯახს პატარა გიორგის დაბადებას და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ!

სალომე ცნობილაძე: მართალია, როცა ჩემი ძამიკო დაიბადა, მე საქართველოში არ ვიყავი, მაგრამ, მარიკას მშობიარობა რომ მოახლოვდა ძალიან ვნერვიულობდი და ამის გამო რამდენიმე ღამე არ მეძინა. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა.

– ვინ შეგატყობინა ეს სასიხარულო ამბავი?

– როგორც კი გიო დაიბადა, დედაჩემმა მაშინვე დამირეკა – სალო, ძამიკო შეგეძინა, ყველაფერი კარგად არის და არ ინერვიულოო. ძალიან ბედნიერი ვიყავი, ეს ამბავი რომ გავიგე.

– როდის დაიბადა?

– საოცარი თარიღია. წარმოიდგინეთ, 10.10.2010, თან – 10 საათზე. მარიკამ ჩაჩავაში იმშობიარა. მართალია, ექიმებში ვერ ვერკვევი და ზუსტად არ ვიცი, ვინ ამშობიარა, მაგრამ, ვიცი, რომ მარიკა ძალიან კმაყოფილია და კარგად გადაიტანა ყველაფერი. გიო 3,400 კილოგრამი დაიბადა, ხოლო სიგრძეში – 53 სანტიმეტრი. მამას ჰგავს ძალიან, მე მგავს ნიკაპით და ტუჩებით, მარიკას კი საერთოდ არ ჰგავს.

– მახსოვს, სახელზე ბევრს ფიქრობდით. საბოლოოდ, ვისი ინიციატივით დაარქვით გიორგი?

– პატარას სახელი უწმიდესმა დაარქვა, რაც ორმაგად კარგი შეგრძნებაა.

– პირველი შეხვედრა როგორი იყო შენს ძამიკოსთან?

– რამდენიმე საათი, რაც ინგლისიდან საქართველოში ჩამოსვლას მოვანდომე, გული ისე მიფეთქავდა, მეგონა, გამისკდებოდა. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი. რომ დავინახე ასეთი პატარა, ლამაზი არსება, კინაღამ გავგიჟდი. ასეთი გრძნობა არასდროს განმიცდია. გიო რომ ვნახე, უკვე 10 დღის იყო, მასთან სამი დღე გავატარე და ახლა ძალიან მიჭირს განშორება. სამი დღე, რაც თბილისში ვიყავი, სახლიდან საერთოდ არ გამოვდიოდი, არავინ მინახავს და არც არავისთან მილაპარაკია. მინდოდა, ეს სამი დღე სულ გიორგისთან ვყოფილიყავი.

– პატარა გიომ, ფაქტობრივად, შენი სტატუსი შეცვალა – აღარ ხარ დედისერთა.

– მართალია, დედისერთა აღარ ვარ და ამით ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. უზომოდ მიხარია, ძმა რომ მყავს. არაჩვეულებრივი ბავშვია, ხმას საერთოდ არ იღებს. მთელ დღეს ძილსა და ჭამაში ატარებს.

– 17 წლის შემდეგ როგორი იყო მარიკასთვის დედობის ხელმეორედ გამოცდა?

– თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. რაც ჩამოვედი, მეც სულ მის გვერდით ვარ და ვეხმარები. მოკლედ, ეს პატარა, ოხერი ბავშვი ყველას თავის ნებაზე გვატრიალებს. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ, როცა წავალ, მარიკა მარტო არ იქნება, მის გვერდით ყოველთვის არის სოსო. სანამ ჩამოვიდოდი, მარიკას დღეში უამრავჯერ ვურეკავდი, ვთხოვდი, პატარას სურათი გამოეგზავნა, ან მისი ხმა გაეგონებინა ჩემთვის. ისეთი წყნარია, მისი ხმა მართლა არ მქონდა გაგონილი, სანამ პირადად არ ვნახე.

– დღეს ლონდონში ბრუნდები (ინტერვიუ ჩაწერილია 27 ოქტომბერს, – ავტორი), უკან დაბრუნებას როდის გეგმავ?

– თბილისში დეკემბერში უნდა ჩამოვიდე, მაგრამ, ძალიან ცოტა ხნით, რადგან 10 იანვრიდან გამოცდები მეწყება. საახალწლოდ მაინც ჩამოვალ და ჩემს პატარა გოჭს ვნახავ. ის ჩემთვის ძმაც არის, წამალიც და სათამაშოც. ძალიან, ძალიან მიყვარს.


скачать dle 11.3