კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან არის ნინო ცქიტიშვილი 24-საათიანი შეხების რეჟიმში და რატომ არ აღიარებს ის საქმეში მეგობრობას

თბილისის ერთ-ერთი ლამაზი ქალბატონი, ნინო ცქიტიშვილი თავისი გარეგნობითა და ოჯახით ყოველთვის იქცევს ხალხის ყურადღებას. მას ცნობენ როგორც ნინო ცქიტიშვილს, როგორც ვატო ნაცვლიშვილის ცოლს და როგორც ნიკა ცქიტიშვილის დას. ჩვენი რესპონდენტი ბოლო დროს უფრო საქმიანია და მისი ცხოვრების რიტმიც საგრძნობლად აქტიური გახდა. რით არის დაკავებული და რას საქმიანობს, ამას უკვე თავად მოგითხრობთ ინტერვიუში.



ნინო ცქიტიშვილი: „ფეშენ-ვიქით“ ვიყავი დაკავებული, მისი ქასთინგ-მენეჯერი გახლდით, ანუ ყველაფერი, რაც შეეხება გოგონებს, მათ შერჩევას, დიზაინერებთან დაჯგუფებას, განაწილებას და მასტერ-კლასებს – ეს ყველაფერი მე მებარა.

– შენ თუ მიიღე მონაწილეობა მოდის კვირეულში მოდელის სტატუსით?

– დიახ. ძალიან რთულია თან მონაწილეც იყო და ორგანიზებაც გაუწიო, მაგრამ წინა „ფეშენ-ვიქზეც“ ამ ყველაფერს ერთად კარგად გავართვი თავი.

– მომთხოვნი და მკაცრი ხარ საქმეში?

– ამბობენ, რომ – კი. საქმეში კოლეგიალურობა და მეგობრობა ნაკლებად დასაშვებია. გართობა და მეგობრობა საქმის გარეთ. მკაცრი რომ არ ვიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს ვერც გავართმევ სათანადოდ.

– ბოლო დროს ძალიან გააქტიურდა შენი ცხოვრების რიტმი. აქედან გამომდინარე, შენს პიროვნებაში თუ შეიცვალა რამე?

– ძირითადად არაფერი შეცვლილა. ცუდის მხრივ ერთი ის ვიგრძენი, რომ ბოლო დროს საქმიანობიდან გამომდინარე, ბავშვებს ჩემი ყურადღება მოაკლდათ. მაგრამ, მაინც მაქსიმალურად ვცდილობ, ასე არ იყოს. ყველას უკვირს, როგორ ვასწრებ ყველაფერს. კიდევ ის შეიცვალა, რომ ფიზიკურად ისე ვიღლები, როგორც არასდროს დავღლილვარ. რომ გითხრათ, ეს დაღლა არ მომწონს-მეთქი, მოგატყუებთ. ძალიანაც მომწონს.

– ვატომ (ნინოს მეუღლე) პოლიტიკაში გადაინაცვლა, რაც შესაბამისად, დიდ დროს მოითხოვს. ალბათ, ერთმანეთისთვის ბევრი დრო აღარ გრჩებათ.

– ვატო ადრეც სულ დაკავებული იყო. რომ გითხრათ, ამჟამად უფრო დატვირთულია, ვიდრე კალათბურთის თამაშის დროს-მეთქი, არა. მაშინ სპორტულ შეკრებებსა და თამაშებზე ხშირად დადიოდა და ქვეყნიდან იყო გასული.

– ერთმანეთს სახლში უფრო ხშირად ხვდებით თუ გარეთ?

– სახლში, რადგან შუა დღისთვის მაინც ვცდილობთ, შინ შევიკრიბოთ და ერთად ვისადილოთ.

– შენს ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლეა, ცოტა ხნის წინ მამიდა გახდი.

– ყოველთვის მაინტერესებდა როგორი იყო ძმისშვილი. რაღაც სხვანაირი განცდაა, ჩემს შვილებზეც არ მქონია ასეთი რამ. პატარა ლიზი რომ დაიბადა, სიხარულისა და აღელვების განცდა ერთად მქონდა. ვერ მივხვდი, უნდა მეტირა თუ მეცინა. თან, რომ იცი, შენი სისხლი და ხორცი დაიბადა, სასიამოვნოა.

– სამი დედმამიშვილი ხართ და ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგ სიტუაციაში შენი უმცროსი ძმაა, რადგან მას დისშვილებიც ჰყავს და ძმისშვილიც.

– სანამ გიო არ დაოჯახდება, მაგ პრივილეგიით სარგებლობს, მერე კი ნიკაც ასე იქნება.

– როგორც ვიცი, ნიკა არ დასწრებია საკუთარი შვილის დაბადებას, რადგან ქვეყანაში არ იყო.

– სოფომ რომ იმშობიარა, ნიკა აქ არ იყო. მერე სამი დღით ჩამოვიდა და ისევ ესპანეთში გაემგზავრა. ბავშვი ცოტა რომ წამოიზრდება, მერე სოფო და ლიზიც წავლენ.

– ალბათ, ნიკას ძალიან უჭირს პატარას გარეშე ყოფნა.

– ძალიან. ნიკა ესპანეთში რომ წავიდა, თან ლიზის წინდები წაიღო, მისი სუნი გამყვებაო.

– სამი შვილის მშობლები ხართ შენ და ვატო. რომელი უფრო მკაცრი ხართ მათ მიმართ?

– ალბათ, უფრო მე. მართალია, ვატო ბავშვებს ათამამებს, მაგრამ სამივემ იცის, რომ გაბრაზებამდე არ უნდა მიიყვანონ მამა. მისგან განსხვავებით, მე უფრო მკაცრი და მომთხოვნი ვარ. ალბათ, იმიტომ რომ მათთან 24-საათიანი შეხება მაქვს.

– ალბათ, ბევრისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, წარმოუდგენელია, რომ ნინო ცქიტიშვილი შეიძლება, გაბრაზდეს.

– ასეა, მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ბრაზიანი ვარ. ხომ იცი, ცხვარი ცხვარია, მაგრამ თუ გაბრაზდა ცხარიაო. მთავარია, გაბრაზებამდე არ მიმიყვანონ, თორემ თუ გავბრაზდი, მერე უკვე ყველანაირ კონტროლს ვკარგავ და ძალიან მოუთოკავი ვხდები.

– სამი შვილის დედა ყოველთვის ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებ? თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, სულ რომ არანაირი მაკიაჟი არ გაიკეთო, მაინც ლამაზად გამოიყურები. არც არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ გაქვს გაკეთებული. თუ შეჰპარვია ვინმეს ეჭვი, შენს ბუნებრივ სილამაზეში?

– როცა ახალი რძალი ვიყავი, ყველას აინტერესებდა ჩემი ნახვა. ჩემს დედამთილს სურათი ჰქონდა მიტანილი სამსახურში და რომ ნახეს, ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რა ლამაზი გოგოა, ტუჩებიც რა ლამაზად აქვს გაკეთებულიო. რატომ დაუშვა იმ ქალმა, რომ ტუჩი გაკეთებული მქონდა, დღემდე არ ვიცი, რადგან დიდი ტუჩები მართლა არ მაქვს. საბედნიეროდ, დღემდე არანაირი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება არ დამჭირვებია. ეს, ალბათ, ღვთის დიდი საჩუქარია. თუმცა, რომ დამჭირვებოდა, გავიკეთებდი. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

– ნინო, შენს უფროს ქალიშვილს ძალიან კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, მოდელობის სურვილი არ აქვს?

– არა, თაკო მოდელობის კატეგორიული წინააღმდეგია. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან არ მოსწონს ეს სფერო. საერთოდ, არ უყვარს პრანჭვა, ძალიან სერიოზული ბავშვია. მამის გენმა სძლია და სპორტი უფრო აინტერესებს. უკვე დიდი ხანია, ჩოგბურთს თამაშობს. პატარა უფრო ხელოვნებისკენ არის, მაგრამ თაკო – არა. რაც შეეხება გუგას, თავისთავად კალათბურთზე შევიყვანთ, ჯერ ადრეა.

– თუ გავითვალისწინებთ, რომ ნიკამ კალათბურთის თამაში 14 წლის ასაკში დაიწყო და წარმატებული ძალიან სწრაფად გახდა, ალბათ, გუგასთვის ჯერ ძალიან ადრეა.

– ნიკა მოცეკვავე იყო, მაგრამ 210 სანტიმეტრი რომ გახდა, მერე მისი სცენაზე დგომა ძალიან უხერხული იყო. ამიტომ, სპონტანურად გადაწყვიტა კალათბურთის თამაში. მწვერვალების დასაპყრობად არ დაუწყია ვარჯიში, უბრალოდ გამოუვიდა. ორ წელიწადში ისეთი მწვერვალები დაიპყრო, არავინ მოელოდა. ყველაფერი ბედია.

– შენ თუ გწყალობს ბედი?

– ჩემს ცხოვრებას თუ გადავხედავ, ბედი ნამდვილად მწყალობს. ალბათ, იღბლიანი ვარ.

– არ არსებობს, ქუჩაში გაიარო და ხალხის ყურადღება არ მიიპყრო. როგორ ფიქრობ, ხალხი გცნობს როგორც ნინო ცქიტიშვილს თუ როგორც ლამაზ ქალს?

– მცნობენ როგორც ნინო ცქიტიშვილს, როგორც ვატო ნაცვლიშვილის ცოლს და როგორც ნიკა ცქიტიშვილის დას, პლუს ამას, ალბათ, როგორც ცნობილ ქალბატონსაც. ამათ წრეში რომ ტრიალებ, სულ რომ არ იყო ცნობილი, ძალაუნებურად, ცნობილი ხდები.

– ყურადღება თუ გზღუდავს?

– არა, ყურადღებას შეჩვეული ვარ და ამით არანაირად არ ვიზღუდები. ამიტომ, ყოველთვის ისეთი ვარ, როგორიც ვარ, მეტი არაფერი.

– მახსოვს ადრე ამბობდი, მოდელობა საქართველოში წარმატებულ პროფესიად არ ითვლებაო. ბოლო დროს მოვლენები იცვლება და ეს სფეროც გააქტიურდა. თუ შეგეცვალა აზრი?

– კი, მართალია „ფეშენ-ვიქმა“ გარკვეული ცვლილებები შეიტანა ქართულ სამოდელო ბიზნესში და წინსვლა შეიმჩნევა, მაგრამ სამოდელო სააგენტოს გახსნის სურვილი რომ გამიჩნდეს, არა. მართალია, ძალიან მინდა, მაგრამ ჯერ პერსპექტივას ვერ ვხედავ ამის გასაკეთებლად.

– ბევრი ლამაზი გოგონაა თბილისში, მაგრამ სამოდელო ბიზნესი წარუმატებელია. რატომ?

– მართალია, ბევრი ლამაზი გოგოა, მაგრამ მაინც ვერ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებს და პარამეტრებს, რაც დღეს საერთაშორისო მოდის სფეროშია.

– მიუხედავად იმისა, რომ სამი შვილის დედა ხარ, შენ თუ ჯდები იდეალურ პარამეტრებში?

– შეიძლება არ მეტყობა, მაგრამ იდეალურ პარამეტრებში უკვე ვეღარ ვჯდები, ჩემი თეძო დიდი ხანია, გადაცდა 90-ს. არ მეტყობა და ეს ერთის მხრივ კარგია. დღეს ძალიან მაღალი გოგონები მოდის სამყაროში აღარ არიან აქტუალური და საერთაშორისო პარამეტრებით მაქსიმუმია 89-90-სანტიმეტრი თეძოს ზომა, ამის მერე უკვე მსუქნად ითვლება.

– ხშირ შემთხვევაში, ტანმაღალ გოგონებს მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე დადგომის კომპლექსი აქვთ, რასაც შენზე ვერ ვიტყვი.

– ამის კომპლექსი არანაირად არ მაქვს. რატომ არ უნდა ჩაიცვას სასიამოვნო გარეგნობის მაღალმა გოგომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი? 5-6-სანტიმეტრიანი ქუსლით ხშირად დავდივარ, ხოლო თუ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად რომელიმე თავშეყრის ადგილზე მივდივარ, სადაც ბევრი კალათბურთელია, მაშინ არც 12-სანტიმეტრიან ქუსლზე ვამბობ უარს. მაინც მათზე დაბალი ვარ.

– რამდენი სანტიმეტრი ხარ?

– 185.

– თქვენს ოჯახში ყველაზე დაბალი ვინ არის?

– ჩვენს ოჯახში ყველაზე დაბალი დედაა, რომელიც 178 სანტიმეტრია. ნიკა ყველაზე მაღალია – 215.

– სამომავლოდ რას გეგმავ?

– შობის შემდეგ მე და ვატო მოგზაურობას ვგეგმავთ პარიზში.


скачать dle 11.3