კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ქეთი ორჯონიკიძისთვის სტიმულის მიმცემი და რა ანიჭებს მას ყველაზე დიდ სიამოვნებას

მომღერალი ქეთი ორჯონიკიძე თავისი არაორდინარული და განსხვავებული იმიჯით გამოირჩევა. თუმცა, ცხოვრებაში ისეთივე არ ყოფილა, როგორიც ეკრანზე ჩანს. რა თვისებები იმალება აქტიური და ენერგიული ქეთის მიღმა და ცხოვრების როგორი სტილი აქვს მას, ამაზე თავად გვესაუბრება მშვენიერი მომღერალი.



– რა ხდება ამ ეტაპზე შენს ცხოვრებაში. რაიმე სიახლე თუ გაქვს?

– ჯერჯერობით არაფერი ახალი არ ხდება ჩემს ცხოვრებაში. განვაგრძობ ლექსების წერას. უკვე მესამე კრებულის დაკაბადონება მიმდინარეობს. ვწერ სიმღერებს, მაგრამ ჯერჯერობით მარტო ჩემთვის. ასევე ვგეგმავ კლიპის გადაღებას, თუმცა დროებით შეჩერდა, რადგან გარკვეული პრობლემები შეიქმნა. შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედებითი პაუზა მაქვს.

– კარიერის გაგრძელებას უცხოეთში ხომ არ აპირებ?

– კი, ძალიან მინდა წასვლა და იმედი მაქვს, გამომივა. ინგლისში ან ამერიკაში მინდა სწავლის გაგრძელება. ვფიქრობ, უცხოეთში უფრო მეტი პერსპექტივაა, აიწყო კარიერა, ვიდრე აქ. ამას უფრო დიდი ასპარეზი სჭირდება. საქართველოში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, მე უკვე გავაკეთე.

– შენ თავს როგორ დაახასიათებ, როგორი ადამიანი ხარ?

– საერთოდ, წყნარი ვარ, მაგრამ ალაგ-ალაგ – ნერვიულიც. არ მიყვარს სხვის საქმეში ჩარევა. არასდროს ვყოფ ცხვირს იქ, სადაც საჭირო არ არის. როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, ვარ ძალიან ერთგული. საერთოდ, ძნელია საკუთარ თავზე ლაპარაკი.

– წყნარი ადამიანი ვარო, აღნიშნე, ეკრანიდან ასე რომ არ ჩანს?

– ჰო, მაგრამ ცხოვრებაშიც ისეთი ხომ არ ვიქნები, როგორიც სცენაზე. თუმცა, ხანდახან ასეთიც ვარ, მაგრამ იმ ენერგიას, რასაც სცენაზე ვხარჯავ, ცხოვრებაში კომპენსაციას ვუკეთებ. საერთოდ, თავისუფალი ადამიანი ვარ, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ასეთი ვიყო. ჯერჯერობით არაფრის კომპლექსი არ აღმომიჩენია საკუთარ თავში.

– როგორ ფიქრობ, რით მოხიბლე მსმენელი?

– ალბათ, იმით, რომ არ ვტყუი სიმღერის დროს. ვცდილობ, ყოველთვის გულწრფელი ვიყო, როგორც სცენაზე, ისე ცხოვრებაში. ალბათ, ეს დაინახა ჩემმა მსმენელმა. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო, რათა შედეგით მეც კმაყოფილი დავრჩე და ჩემი გულშემატკივარიც.

– მიუხედავად ხალხის სიყვარულისა, შენზე ბოროტი ჭორები თუ გსმენია?

– მსმენია, თანაც ძალიან ბევრი, მაგრამ, მართალი რომ გითხრათ, ეს დიდად არ მაღიზიანებს. ყველას თავისი აზრი აქვს, რაც მე ნაკლებად მაღელვებს. ხშირად ამბობენ, თითქოს, მე თავში ამივარდა, მაგრამ რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ყურადღებას არ ვაქცევ. მართალია, ხანდახან ისეთ ჭორს გაიგებ, ძნელია გული არ გეტკინოს, მაგრამ ვიღაცეების გამო ნერვები არ უნდა მოიშალოს ადამიანმა. თან, დიდად რომ მაინტერესებდეს სხვისი აზრი, ალბათ, უფრო მორიდებულ და შეუმჩნეველ ჟანრს შევასრულებდი.

– სხვის აზრს არასდროს ითვალისწინებ?

– გააჩნია ვინ მეუბნება და რა აზრია. ისეც არ შეიძლება, არავის დაუჯერო და ყოველთვის დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება. ეგეთი ბრძენიც არავინაა. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ.

– სხვებისგან განსხვავებული სტილი გაქვს, როგორც სიმღერის, ასევე ჩაცმის. საერთოდ, განსხვავებული ადამიანი ხარ, თუ ეს მხოლოდ შენი გარეგნული შენიღბვაა?

– ბავშვობიდან ყველა იმას ამბობდა, რომ სხვებისგან განსხვავებული ვიყავი. სკოლაში მასწავლებლებიც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ მე არასდროს ჩამითვლია, რომ რაღაცით ვინმეზე მეტი ვარ. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი განსხვავებულია, მეტ-ნაკლებად. აბა, ყველა ერთნაირი ხომ არ იქნება.

– შენი ახლანდელი იმიჯი მოგწონს?

– აბა, რომ არ მომწონდეს არც ასე ჩავიცვამდი და არც ამ ჟანრში ვიმღერებდი. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც სიამოვნებას მიანიჭებს.

– მაგრამ მე სხვანაირი ქეთი მახსოვს, „ვარსკვლავების აკადემიამდე“.

– ქეთი იმდენნაირი იყო „აკადემიამდე“, რომ მეც ამერია, მგონი, სათვალავი. (იცინის). ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ ძალიან მიყვარს ექსპერიმენტები. ამიტომ, ხან რას ვცვლიდი ჩემს გარეგნობაში, ხან – რას. ახლაც ვატარებ ხოლმე ექსპერიმენტებს, უბრალოდ, ძირითად იმიჯს არ ვღალატობ. მიყვარს ჩაცმის სტილის, ვარცხნილობის ხშირი ცვლა. ყველაფერი ადვილად მბეზრდება, მაგრამ საქმე მარტო ეს არ არის. უბრალოდ, მინდება, ხანდახან რაღაც სხვა გავაკეთო. გარკვეული დროის შემდეგ კი, ისევ ვუბრუნდები ჩვეულ სტილს.

– გაიხსენე თვისება, რომელიც შენ თვითონ არ მოგწონს საკუთარ თავში?

– ალბათ, რამდენიმე ასეთი თვისება მაქვს. მაგალითად ის, რომ ფეთქებადი ვარ და ხანდახან უაზროდ გამოვდივარ ხოლმე წყობიდან. საერთოდ, ადამიანში ყველა თვისება დევს, უბრალოდ, მეტ-ნაკლებად არის განვითარებული. ჩემში მეტია ფეთქებადობა. შეიძლება, მეჩიჩხინო, მეჩიჩხინო და ვერაფერს მიაღწიო, მაგრამ უცებ, არაფრის გამო, გამოვიდე წყობიდან. ამას ვერ განსაზღვრავ.

– როგორ ფიქრობ, რთული პიროვნება ხარ?

– კი, ნამდვილად რთული ხასიათი მაქვს, მაგრამ ვცდილობ, დიდად არავინ შევაწუხო ამით. ვცდილობ, ეს მარტო ჩემთან დარჩეს. თუმცა, ხან გამომდის, ხან – არა. ძალიან ცვალებადი ხასიათი მაქვს და ეს ართულებს სიტუაციას. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, ვბდღვნი და ვგლეჯავ. (იცინის). ამ ბოლო დროს მგონი ნევროზიც გამიჩნდა, მაგრამ არ ვიმჩნევ (იცინის).

– როგორია შეყვარებული ქეთი?

– ადრე რომანტიკული ვიყავი. ახლა იმდენად – აღარ. აქაც ჩემი ცვალებადი ხასიათი იჩენს თავს. ხან ტკბილი ვარ, ხან – ცივი. მოკლედ, არ მოგწყინდება, მრავალფეროვანი ადამიანი ვარ (იცინის).

– ახლა თუ ხარ შეყვარებული?

– არა. ჩემი გული თავისუფალია, მაგრამ მე მაინც სულ ვიღაც მიყვარს, ისე, აბსტრაქტულად.

– შენი გულის მოგება ადვილია?

– ჩემი გული შეიძლება, წამში მოიგო თუ ზუსტ ადგილს გაარტყამ და შეიძლება, საუკუნე ეცადო და არაფერი გამოვიდეს.

– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, შენი ყურადღება რომ დაიმსახუროს?

– უპირველესად, უნდა იყოს ჩამოყალიბებული პიროვნება, ჰქონდეს თავისი მსოფლმხედველობა, გამოკვეთილი აზრი და წარმატებული იყოს თავის საქმეში. ანუ, არ უნდა იყოს ვიღაც. ცხოვრებაში თავისი სიტყვა უნდა ეთქმოდეს.

– დავუშვათ, ბიჭი ძალიან მოგეწონა, მან კი ყურადღება არ მოგაქცია. როგორ ეცდები მის დაინტერესებას?

– მსგავსი შემთხვევა არ მქონია. ალბათ, იმიტომ, რომ მე არასოდეს მომწონებია პირველს. მაგრამ, თუ მექნება, ალბათ, ფლირტის დონეზე ვაგრძნობინებ, რომ მომეწონა.

– როგორ ფიქრობ, ბიჭებს შენში რა მოსწონთ?

– ალბათ ის, რომ არ ვარ ისტერიკიანი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეჭვიანი ვარ, თუ საფუძველი არ მაქვს, ტყუილად მითებს არ ვქმნი და მერე ჩემივე გამოგონილს არ ვიჯერებ. თავისუფალი ადამიანი ვარ და არც სხვას ვზღუდავ არაფერში. მაქსიმალურად ვცდილობ, დიდი სითბო გამოვამჟღავნო საყვარელი ადამიანის მიმართ.

– რას ვერ აპატიებ ადამიანს ვერასდროს?

– თუ მიყვარს, ერთხელ ყველაფერს ვაპატიებ. მთავარია, ჩვევაში არ გადაუვიდეს. არ მიყვარს უპატივცემულობა. ეს ისეთი თვისებაა, რომელსაც ვერასდროს ავიტან. მთავარია, ადამიანი მიხვდეს თავის შეცდომას და სინანულის გრძნობა ჰქონდეს.

– სარკესთან დგომა თუ გიყვარს და გაპრანჭვა?

– კი, თან ძალიან და ჩემი ეს ჩვევა ყველას კლავს, ვინც კი მიცნობს. როდესაც სადღაც ვზივარ და იქვე ახლო-მახლო სარკეა, ჩათვალეთ, რომ შეიძლება, არც კი ვესაუბრო გვერდით მჯდომს. სახლიდან გასვლის წინ, საათ-ნახევარი ვდგავარ სარკის წინ. ოღონდ არა მაკიაჟის გაკეთების მიზნით, უბრალოდ, ვდგავარ (იცინის).

– ყველაზე დიდ კომფორტს რა განიჭებს?

– ძილი (იცინის). ძალიან მიყვარს და ამის გამო, ცხოვრებაში ბევრი რამ დამიკარგავს. ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა სეირნობა. ვგიჟდები მასაჟზე – როცა წვები და სხვები გივლიან. სრული განტვირთვაა.

– ამბობენ, ქალის ბედნიერებისთვის აუცილებელია, გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავდესო – ისეთი, ვინც ცხოვრებაში წინსვლის სტიმულს მისცემს. ამაზე რას ფიქრობ?

– მე ვფიქრობ, რომ სტიმულის მომცემი შეიძლება იყოს დედაც, მამაც, შვილიც და შეყვარებულიც. როდესაც შეყვარებული არ მყავს, სტიმულის გარეშე ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. მთავარია, მიღება შეგეძლოს, თორემ სტიმული ყველაფერმა შეიძლება, მოგცეს.


скачать dle 11.3