კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიგლოტები

"მამამან ჩვენმან უსათნოესმან და უკეთილესმან…“



მოგეხსენებათ, სრულიად საქართველო ინგლისურის დაუფლების ფერხულშია ჩაბმული: ზოგი თავისთვის ჯახირობს, ზოგსაც ისე გაუმართლა, რომ „პოსტრევოლუციური საქართველოს ყივჩაღებად“ მონათლული ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლები ჰყავს სახლში, თუმცა, სულ ახლახან გაირკვა, რომ საქმე მთლად ასე მარტივადაც ვერ იქნება. გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი ფრანკოფონიის სამიტს დაესწრო (ის იქ დამკვირვებლის სტატუსით იყო მიწვეული), მეტიც, სამახსოვრო ფოტოც გადაიღო და, როგორც მინისტრის მოადგილემ, ქ-ნმა კალანდაძემ მოგვახსენა: ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი კამერუნისა და დომინიკის სახელმწიფოების მეთაურებს, აგრეთვე, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. ჩვენთვის უცნობია ამ შეხვედრების დეტალები, სამაგიეროდ, ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში ფრანგული ენის უფრო ინტენსიური სწავლების ინიციატივით გამოვიდა (იმავე ქ-ნმა კალანდაძემ არ დაგვიმალა, რომ „სიტყვით გამოსვლისას ფრანგულენოვანი ქვეყნების მიმართ ქართული მხარის კეთილგანწყობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა“). აქედან გამომდინარე კი, უდავოა, რომ ფრანგულისაც (ფრანგული ენის შესწავლა მაქვს მხედველობაში) არ აგვცდება.

ერთი სიტყვით, „ხოლო მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელი არს არქიფო…“

– მიუმატეთ მაგას: ექვთიმე, მელენტი, პოლიევქტი, დომენტი, აბესალომ, ტიხონ და კალენიკე და დაუმატეთ კიდევ, ძველად რომ იყო, ისე: „იცოცხლოს მარადჟამს!“

„…მე რომ ჩამოვთვალე, ის სახელები ნიშნავს: გულკეთილს, მზრუნველს, დიდად სასურველს, დამწყნარებელს, მამას მშვიდობისას, ბედნიერების მომტანს და ბრწყინვალედ გამარჯვებულს. გაიგეთ?

– მასე ვისწავლით, კაკო ბატონო, ქართულია ეგ და უფრო გვეხერხება ჩვენ.

– არ გამაგონოთ! ლაპარაკი, ახლა! ისე უნდა ისწავლოთ, როგორც გითხარით!“


скачать dle 11.3