კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ქათმის“ როლში

ქვემოდან გამომძვრალები





ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, „მთავრობა სამედიცინო სფეროში ინტერესთა შეუთავსებლობის რეგულაციას იწყებს“. ყოველ შემთხვევაში, ასე ბრძანებს საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ბ-ნი ხუროშვილი. მოსალოდნელი რეგულაციის ეგიდით, ექიმებს აეკრძალებათ ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგება, რა თქმა უნდა, კომერციული მიზნებით; შესაბამისად, რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის ბლანკის ან სხვა რამე ელემენტის გამოყენებაც. უფრო მეტიც, ექიმებს დაავალდებულებენ, რომ პაციენტებს მედიკამენტთა ფართო არჩევანი შესთავაზონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უშუალოდ ექიმს ან, სულაც, სამედიცინო დაწესებულებას, 1 000-ლარიანი ჯარიმა ელის. განმეორებითი ურჩობის შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება. რაკი ეს კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს გასული კვირის სხდომაზე იყო ინიცირებული, ეჭვია, რომ მის განხილვას ჩვენი კანონშემოქმედები უახლოეს სასესიო კვირას დაიწყებენ.

ბუნებრივია, მისასალმებელია, თუკი სახელმწიფო არაკეთილსინდისიერი ექიმებისგან მოახერხებს მომხმარებლის დაცვას, თუმცა, მეორე მხრივ, სრულიად გაუგებარია, რატომ არ უნდა დადგეს ფარმაცევტული კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი (არ მგონია, ამა თუ იმ ფარმაცევტული კომპანიის ბლანკს ან რომელიმე აქსესუარს თავად ექიმები ამზადებდნენ) ან რატომ დუმს კანონპროექტი იმ ფაქტის შესახებ, რომ ამა თუ იმ აფთიაქში დატრენინგებული ფარმაცევტები ჯიუტად აიძულებენ მომხმარებელს, რომ მაინცდამაინც მათი წარმოების პრეპარატი შეიძინონ (ფრაზა სტანდარტულია: იგივეა, ოღონდ, უფრო მაღალი ხარისხის და დაბალფასიანიო).

მეორე მხრივ, კანონშემოქმედები ასეთსავე გულგრილობას ამჟღავნებენ ორი ფარმაცევტული კომპანიის მიერ ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიზების მიმართაც. აქედან გამომდინარე კი, ჩნდება ეჭვი, რომ „არაკეთილსინდისიერ ექიმებს“ ზემოხსენებული კანონპროექტის მიღების შემდეგ „წასაკლავი ქათმის“ როლიც ექნებათ შესასრულებელი.


скачать dle 11.3