კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ადგილი დაიკავა ყველაზე უშნო ვარსკვლავების რეიტინგში შერიმ და რატომ მიაჩნიათ ბისექსუალი მუსიკოსი – პიტ ბერნსი ჰომოსექსუალად

ინგლისის პლასტიკური ქირურგების ასოციაციამ საკუთარ ვებგვერდზე საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა. ვებგვერდის სტუმრებს უნდა გამოერკვიათ ყველაზე უშნო, ნაკლებად მიმზიდველი და არასიმპათიური ვარსკვლავი. გამოკითხვაში 1 300-მდე რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა და რეიტინგში – „ყველაზე უშნო ვარსკვლავი“ ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა.

პირველი ადგილი და შესაბამისად, ყველაზე უშნო ვარსკვლავის ტიტული ბრიტანელ როკერს – 63 წლის იგი პოპს ხვდა წილად. იგი „ცოცხალი ლეგენდის“ და პანკ-როკის ნათლიმამის სტატუსს ატარებს და დღემდე სცენაზე ნახევრად შიშველი გამოდის. იყო პერიოდი, როდესაც იგი სცენაზე გატეხილი ბოთლებით სხეულს ისერავდა და ამით შოკში აგდებდა მსმენელს. ცნობილია, რომ იგი პლასტიკური ქირურგიის კატეგორიული წინააღმდეგია და მისი ნაოჭებიანი სახე და სხეული ამჟამად ნაკლებად მიმზიდველაია, მიუხედავად იმისა, რომ „ზი სთუგის“ ყოფილი სოლისტის ვოკალი დღესაც აღაფრთოვანებს მილიონობით მსმენელს.

მეორე ადგილზე, ერთ დროს მომხიბვლელი ტოპ-მოდელი და „ფლეიბოის“ მოდელი – 31 წლის ჯოდი მარში გავიდა. ბრიტანელი გლამურული მოდელი – ჯოდი ისე გაერთო სილამაზის დევნაში, რომ დღესდღეობით მისი სილიკონიანი სხეული უფრო ზიზღს იწვევს, ვიდრე – მოწონებას. იდეალურ სექსუალურობაზე მეოცნებე მარში ერთ დროს ბრიტანეთის ყველაზე სასურველ ლამაზმანად ითვლებოდა. თუმცა, 2007 წელს მისმა მორიგმა ბოიფრენდმა, ბრენტვუდელმა დიჯეიმ – დევიდ დოილმა ის ალკოჰოლიზმსა და პირადი ჰიგიენის დაუცველობაში დაადანაშაულა. მას შემდეგ მარშის სექსუალურობის მითი დაიმსხვრა.

დიადი ჯანი ვერსაჩეს უმცროსმა დამ, ასევე, დიზაინერმა და სახელოვანი ძმის საქმის გამგრძელებელმა, დონატელა ვერსაჩემ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. მინიატურული აღნაგობის (162 სმ) დონატელას უამრავი პლასტიკური ოპერაცია აქვს გადატანილი, რათა 55 წლის ასაკში ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს. თუმცა, მის შემთხვევაში ყველა ერთხმად აღიარებს, რომ დონატელას მეტისმეტი მოსდის, რაც მის გარეგნობას უფრო აუშნოებს, ვიდრე ალამაზებს. ერთ დროს ჯანი ვერსაჩეს მუზა და საუკეთესო მრჩეველი დონატელა მსოფლიოში განთქმულ დიზაინერებს შორის სიუშნოვით გამოირჩევა.

მეოთხე ადგილზე გასული ამერიკელი პრომოუტერი და მაღალი წრის საზოგადოებაში ცნობილი დევიდ გესტი, მსოფლიოში ლაიზა მინელის მეოთხე ქმრის სტატუსით გახდა ცნობილი. მანამდე იგი ნაკლებად ცნობილი მუსიკალური პროდიუსერი იყო, რომელიც „ჯეკსონ 5-თან“ თანამშრომლობით იწონებდა თავს. ლაიზა მინელისთან ერთწლიანი თანაცხოვრება გესტისთვის წარუმატებელი გამოდგა, პოპულარობასთან ერთად მან მინელის ქონების ნაწილის მისაკუთრებაც მოინდომა და ცოლი ალკოჰოლიზმსა და ძალადობაში დაადანაშაულა, თუმცა სასამართლომ გესტის ბრალდებები უსაფუძვლოდ სცნო. გესტი იმით არის ცნობილი, რომ მას რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული სახეზე და არაერთხელ აქვს ის შეცვლილი. გესტის ახალგაზრდობის ფოტოებს ვინც იხილავს, ვერავინ იფიქრებს, რომ ახლანდელი გესტი და მაშინდელი ერთი და იგივე ადამიანია.

მეხუთე ადგილზე გასული შერილინ სარქისიანი, ანუ უბრალოდ შერი, რეიტინგის ყველაზე ტიტულოვანი წევრია. მისი ჯილდოების კოლექციაშია – „ოსკარი“, „გრემი“, „ემი“ და სხვა უამრავი. 64 წლის შერის სასცენო კარიერა თითქმის 50 წელია, გრძელდება და სწორედ ახალგაზრდული იმიჯის შენარჩუნების მიზნით, მას გადატანილი აქვს ათობით პლასტიკური ოპერაცია. თავისი არაორდინალური და საკმაოდ თამამი ჩაცმის სტილით, შერი სხეულის პიკანტური ადგილების ჩვენებასაც არ ერიდება კამერების წინ. საინტერესოა, რომ შერის 41 წლის ქალიშვილი – ჩესტიტი, პლასტიკური ქირურგის ხშირი სტუმარია, ოღონდ სულ სხვა კუთხით. 2010 წელს ჩესტიტიმ სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და ოფიციალურად გახდა მამაკაცი.

მეექვსე პოზიციის მფლობელი, ბისექსუალი პიტ ბერნსი – ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ცნობილი 1985 წელს გახდა სინგლით „იუ სფინ მი რაუნდ“. არსებობდა მოსაზრება, რომ პიტი ცისფერია, თუმცა მოგვიანებით, მან თავისი მეუღლე – ლინ კორლეტი გამოაჩინა. სინამდვილეში, პიტი ბისექსუალია. თუმცა, მას რომ შეხედოთ, ნამდვილი ქალია. ბოლო პერიოდში პიტი მუსიკის ნაცვლად სასამართლოებში სირბილით არის დაკავებული. მუსიკოსი ბრიტანელ რინოპლასტიკის ქირურგებს უჩივის, რომლებმაც პიტის ტუჩების გადიდებისას, ზომები ვერ გათვალეს და მუსიკოსს საუბარი და საკვების მიღება უჭირს. სიმღერაზე საუბარიც კი ზედმეტია.

80-იანი წლების სუპერვარსკვლავმა და სექს-სიმბოლომ, ერთ დროს მილიონობით ქალის სასურველმა მამაკაცმა – მიკი რურკმა მეშვიდე პოზიცია დაიკავა. სკანდალური „ცხრა-ნახევარი კვირის“ გამოსვლის შემდეგ, რურკი ჰოლივუდის სექსსიმბოლოდ ითვლებოდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურ ცხოვრებაში მისი იმიჯი ნაკლებად შეესაბამებოდა სექსუალურს. მისი პარტნიორი – კიმ ბესინჯერი გადაღებების დროს რურკს მეტსახელს – „საფერფლეს“ ეძახდა, რადგან ის არანორმალურად ბევრს ეწეოდა და ნაკლებად იცავდა პირად ჰიგიენას. ცნობილი ფაქტია, მიკი რურკს პრესისთვის ნათქვამიც კი აქვს, რომ ერთხელ სამი თვის განმავლობაში არ მიუღია შხაპი. 90-იან წლებში მიკი კრივმა გაიტაცა და პროფესიულ რინგზე რამდენიმე წარმატებული ბრძოლა მოიგო. თუმცა, მისმა სახემ რადიკალური ცვლილება განიცადა, – გატეხილი ჰქონდა თითქმის ყველა ძვალი სახეზე, რამაც გამოიწვია კიდეც მისი სექსუალური იმიჯის დამსხვრევა.

ჟაკლინ – „ჯეკი“ სტალონე, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოში იმით არის ცნობილი, რომ მძაფსიუჟეტიანი ფილმების ვარსკვლავის, სილვესტერ სტალონეს დედაა. უკვე შემდეგ ახსენდებათ, რომ იგი არის ცნობილი ასტროლოგი, რომელსაც შედგენილი აქვს ასტროპროგნოზები მრავალი მსახიობისთვის ჰოლივუდში. ჯეკი 88 წლისაა და იგი რამდენჯერმე იყო გათხოვილი. უკანასკნელად 1998 წელს იქორწინა. ახალგაზრდობაში ჯეკი საცირკო მსახიობი იყო და ტრაპეციაზეც ცეკვავდა. ჯეკის, ათობით პლასტიკური ოპერაცია აქვს გადატანილი. ახლანდელი სახის შემხედვარე კი, უფრო იმის დაჯერებაა იოლი, რომ ის სილვესტერის არა დედა, არამედ მე-მეცხრამეტე საუკუნიდან მოვლენილი დიდი ბებიაა.

მეცხრე ადგილის მფლობელი 55 წლის ჯენის დიკინსონი საკუთარ თავს პირველ სუპერმოდელს უწოდებს. 70-80-იან წლებში იგი არანორმალური პოპულარობით სარგებლობდა მამაკაცებში და მასთან ინტიმური კავშირი ჰქონდა თითქმის ნახევარ ჰოლივუდს: უორენ ბიტს, ჯეკ ნიკოლსონს, ლაიამ ნისონს, რომან პოლანსკის, დოლფ ლუნდგრენს, ბრიუს უილისს, ჯონ კიუსაკს, მიკ ჯაგერს და სილვესტერ სტალონეს, რომელიც 1993 წელს დაქორწინდა კიდეც ჯენისზე. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჯენისის შვილი, რომლის მამადაც სტალონე ითვლებოდა, სხვა მამაკაცის აღმოჩნდა, სტალონე მასთან განქორწინდა. ახლახან ჯენისმა მორიგი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და სახის ნაკვთები კიდევ ერთხელ შეიცვალა. თუმცა, ის სილამაზე, რომელიც იზიდავდა მამაკაცებს წლების წინ, უკვე დაკარგულია, ხოლო ახლანდელ ფოტოებზე რის შემჩნევაც ყველაზე იოლია, ეს არის ჯენისის უზარმაზარი, სილიკონით გაბერილი ტუჩები და მკერდი.

ანტონიო ბანდერასის მეუღლეს და ერთ დროს ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ მსახიობს – მელანი გრიფიტს საპატიო მეათე ადგილი უკავია ყველაზე უშნოების რეიტინგში. გაუთავებელმა ექსპერიმენტებმა საკუთარ თავზე და ათობით პლასტიკურმა ოპერაციამ თავისი დაღი დაასვა მელანის სილამაზეს. ბოლო პერიოდია, იგი ნაკლებად ჩნდება საზოგადოებაში და დროის უმეტეს ნაწილს ქირურგებთან და სხვადასხვა დარგის ექიმებთან ატარებს, რომლებიც ცდილობენ, 53 წლის მელანის ის მომხიბვლელობა დაუბრუნონ რაც მას, თუნდაც, 15 წლის წინ ჰქონდა.


скачать dle 11.3