კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „მიაჩმორა“ გორბაჩოვი „პერესტროიკის“ დროს და რატომ გაიყარნენ ახალდაქორწინებულები ქორწილის შემდეგ



დაჩმორებული პერესტროიკა“

მოსკოვში ვსწავლობ, კინოაკადემიაში. „სოიუზში“ გაგანია „პერესტროიკაა“. მიშა გორბაჩოვი ტელევიზორის ეკრანიდან გვატერორებს: შეეშვით სმას და „შარაფებსო“. ჩამოვდივარ არდადეგებზე და პირველივე დღეს ვეხუტები ბახუსს. მეგობრებთან ერთად იმ ფაზაში ვარ, სუფრიდან სუფრაზე რომ უნდა გადავინაცვლო. ვამბობ: ახლა ყველანი ჩემთან მივდივართ-მეთქი. ეს ყველა – სულ სამი კაცი ვართ, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, გოგო და ერთი ბიჭი. უხმოდ მემორჩილებიან. ვდგებით სუფრიდან, თან მიგვაქვს ერთი ბოთლი შამპანური და „ღიღინით მივყვებით ჩვენს შარაგზას“. გვგონია, რომ ვღიღინებთ, სინამდვილეში კი, ვღრიალებთ: „მე რომ ვლოთობ, შენს რას გიშლი, ძმობილო!“ გვიახლოვდება „ჩორნი ვარონა“ და შიგ გვყრიან. მივყავართ მილიციის სამორიგეოში. კანონის დარღვევის ნივთმტკიცებას – შამპანურებს გვართმევენ. ჩემი ამფსონები წყნარად არიან, მე კი „ვბუინობ“, „ზაკონის“ დამცველთა მისამართით ვამბობ ერთი სახალხო მთქმელის „მარგალიტს“, ოღონდ, მის გვარს ჩემით ვანაცვლებ:

„ქეიფობს კოლხიდაშვილი,

მეორ-მესამე დღე არი,

ზაკონ ვერ მასდრეკს ვაჟკაცებს,

ზაკონ რა ჩემი ... არი“.

იმ ორს უშვებენ. მე კი ლოთობასთან ერთად თავხედობისთვის მამწყვდევენ კამერაში. დილამდე იქ უნდა დავრჩე. ჩემს კამერაში ვიღაც ქურთი „შიპიზლიაკია“, ნეკა თითების განზე გაწევით და „ვაიმე, ბიჭოს“ წამდაუწუმ გამეორებით „კლიენტი“ ბოლთას სცემს და უცებ მეუბნება: „დაგიჭირეს, არა, მაგ ბოზებმა, სესტრაჯან?“ „ყეენს არ ვაძლევ სალამს“, ის ქურთის ბიჭუნა კი თანამიგრძნობს, ალბათ, ქვეყნის დამქცევი ვგონივარ. „კლეტკებს“ მიღმა 150-კილოიანი მცველი ყვინთავს, ძილ-ბურანშია. ჩემი „ციხის ძმაკაცი“ კიდევ, იმას აგინებს, რაც ძალი და ღონე აქვს. ჩვენს „სელაპს“ ერთ ლუკმად არ ეყოფა ქურთის ბიჭი, მაგრამ, რა ქნას, ეზარება გამოფხიზლება და გამოპასუხება.... გამთენიისას მოვიდნენ ჩემი ოჯახის წევრები. დედაჩემს ახსნა-განმარტების ბარათი ჩამოართვეს და ისე გამიშვეს. „აბოლებდნენ“, გადავცემთ ამ ამბავს მოსკოვში და აკადემიიდან გამორიცხავენო. ჩემი პასპორტი მილიციის უფროსისთვის გადაუციათ. პირველ საათზე მივადექი მილიციის უფროსს და ჩემი პარალელურკლასელი არ შემრჩა ხელში?! „რა ქარმა გადმოგაგდო, ლალი, ხომ მშვიდობაა?“ – თბილად მომიკითხა. ვუთხარი, რომ ჩემი პასპორტია თქვენთან და უნდა წავიღო, თორემ თბილისში ჩავრჩი-მეთქი. გაუკვირდა, შენს პასპორტს ჩემთან რა უნდაო? ბორჯომი შემომთავაზა, კონიაკი მომართვა და ყავა მომიდუღა. პასპორტში ელენე მქვია და სახელმა დააბნია. მითხრა, ახლა ნახავ შენ ცირკსო. დაუძახა ჩემს დამტუსაღებლებს და ჩემი „იქ“ მოხვედრის ხელახალი ახსნა-განმარტება მოსთხოვა. მხვრინავი „სელაპი“ და ის „კლიენტი“, ვინც შამპანური „დაგვაწერა“, გინებას და ცემას მაბრალებდნენ. თანაც ისეთი დამაჯერებლობით, კინაღამ ეჭვი შემეპარა ჩემს საქციელში. 150-კილოიანი მცველი კახელი აღმოჩნდა, გვარად ქიბროწაშვილი. მილიციის უფროსმა უთხრა, ამხელა ბეჰემოთებს თუ ერთმა წრიპა გოგომ გაგინათ და გირტყათ, რაღა მილიციონერები ხართ, ახლავე დაწერეთ გათავისუფლებაზე განცხადებები და უკანმოუხედავად „აახვიეთო“. დიახ, პატივცემულოო, ჩაღუნეს თავები და გაიძურწნენ.

მე ვუთხარი, თუ ძმა ხარ, მაგათ ცოლ-შვილის ცოდვას ნუ ამკიდებ, ისე „გაუხურე“-მეთქი ხანდახან. დამთანხმდა და დაიმედებული გამომიშვა. ქიბროწაშვილსა და მის „საძმოს“ „ვაჟნად“ ჩავუარე. უკან გამომყვენენ. მივუბრუნდი და ვეკითხები, ახლა რაღა გნებავთ-მეთქი. მისტერ ქიბროწაშვილმა – „შენი კარგად ყოფნაო“, მომისვა კუდი და შემეხვეწა, არ დაგვღუპო, ერთი-ორი სიტყვა შეგვაწიე უფროსთანო და, არ ვიცი, რის თქმას აპირებდა, მაგრამ სიტყვა შევაწყვეტინე. მაგ საქმეს ერთი შემწვარი გოჭი, მოხარშული ინდაური და ოცი ლიტრა ღვინო დასჭირდება-მეთქი. არ არის „ბაზარი“, სად მოგაკითხოთო? ცხადია, „ვეკაიფებოდი“, მაგრამ მაინც მივეცი ჩემი სახლის მისამართი, ეს განკარგულება 2 საათზე გავეცი, საღამოს 9 საათისთვის კი უკვე ქრთამი მოაგელვა. კარგი „მოშნი“ სუფრა გავშალე და კიდევ ერთხელ „მივაჩმორეთ“ მე და ჩემმა მეგობრებმა გორბაჩოვი თავის „პერესტროიკა-ზაკონებიანად“.

ქვრივის ქორწილი

ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი ცოლის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა, დიდხანს გაუგრძელდა ეს დეპრესია, რომლის დაძლევაშიც შესაძლებლობისდაგვარად ვეხმარებოდი. ამ კაცს ერთ მშვენიერ დღეს აზრი მოუვიდა, რომელიც მეც გამიმხილა: ლალი, შენც მარტო ცხოვრობ და მეც, მოდი, დავქორწინდეთო. მეც ვუთხარი, მოდი-მეთქი. ვაფრინე დეპეშები ზღვაზე წასულ დებთან ჩამოდით, ვთხოვდები-მეთქი. ახლობლები შემოვიკრიბე და საქმრო გავაცანი. არჩევანი ყველამ მომიწონა. გავშალეთ საქორწილო სუფრა ორმოცდაათ კაცზე. მშვენიერი ქორწილი გადავიხადეთ, თამადად ვახუშტი კოტეტიშვილი დავნიშნეთ. სტუმრების მისვლა-მოსვლა კიდევ ოთხ დღეს გაგრძელდა. გვლოცავდნენ: „გამრავლდით, ვითარცა ზღვაში თევზნი და ცაში ვარსკვლავნიო“. როგორც იქნა, განვმარტოვდით და უცებ მივხვდი, რომ ჩემი რჩეული არ მიყვარდა. ვუთხარი, მოდი, მე ჩემს გზაზე წავალ და ისევ „ძმები“ ვიყოთ-მეთქი. მერე, ხალხი რას იტყვისო? – ამის თქმაღა მოახერხა გაფითრებულმა სიძემ. ვისაც რა გაუხარდება, ისა თქვას, მთავარია, ჩვენ ვიყოთ ბედნიერები-მეთქი, – დავამშვიდე სიყრმის მეგობარი და შევუდექი ჩემი ბარგის ჩალაგებას. ქორწილის საჩუქრებიც ძმურად გავიყავით, ერთმანეთს კარგი ბედ-იღბალი ვუსურვეთ და წავედი ჩემს გზაზე. „განქორწინებიდან“ ორ თვეში ჩემს ამჟამინდელ ქმარს, ჭაბუკა ლომსაძეს გავყევი ცოლად. ერთხელ ნაცნობ მაღაზიაში შევედი და გამყიდველმა მითხრა: 80 ლარი ვალი გაქვთ ჩემიო. გამიკვირდა, რა ვალი-მეთქი? თქვენმა მეუღლემ ნამცხვარი და ტკბილეული წამოიღო ქორწილის დღეებშიო. მეუღლეში, რა თქმა უნდა, ბავშვობის ძმაკაცს გულისხმობდა. ვალი პატიოსნად გადავიხადე და წავედი სახლში. ამ ამბის შემდეგ ორი წელი გავიდა. იმ ტიპთან მირეკვ-მორეკვა არ შემიწყვეტია. ერთხელაც მე და ჭაბუკას ფული შემოგვაკლდა და თავში გენიალურმა აზრმა გამირბინა: ქმარს ვუთხარი, მოვალესთან გამომყევი-მეთქი. გამომყვა. რა იცოდა, სად მოდიოდა. დავრეკე ზარი „ყოფილ ოჯახში“. ვიგრძენი, ჩემს მასპინძელს თავზარი დაეცა ჩემს გამოჩენაზე, მაგრამ არ შეიმჩნია და ზრდილობიანად შეგვიპატიჟა. ეს ჩემი ქმარია-მეთქი, წარვუდგინე ძმაკაცს ჭაბუკა. იმანაც მოუბოდიშა, არ ვიცი თქვენი ანგარიშები, მაგრამ ამ დროს მარტოს ვერ გამოვუშვებდი, მაპატიეთო. დატრიალდა მასპინძელი, რომ იტყვიან, გაუჩინარი გაგვიჩინა. მე კი უტიფრად მოვახსენე, ჩემი 80 ლარი გმართებს და დღესვე უნდა დამიბრუნო-მეთქი. ვერ მიხვდა, რა ვალზე ველაპარაკებოდი. ქორწილის დღეს ამა და ამ მაღაზიიდან ნამცხვრები რომ წამოგიღია, ის ვალი მე გადავიხადე-მეთქი. ჭაბუკა აზრზე არ არის, ვის ქორწილზეა ლაპარაკი. ჩვენ ორივეს კი ცრემლები გვცვივა სიცილისგან. დაბნეული ჭაბუკა ხან ერთს შემოგვხედავს, ხან – მეორეს, ამ წუთას სამოცზე მეტი არ მაქვსო, დაიწუწუნა ჩემმა მოვალემ. არა უშავს, იმ ოცზე სხვა დროს გამოვივლი-მეთქი. მიხვდა, არ ვიყავი უკან დამხევი. გავიდა მეზობელთან და ასლარიანი ისესხა.

ლალი კოლხიდაშვილის ნაამბობის მიხედვით მოამზადა

გიგა დანელიამ


скачать dle 11.3