თავდაცვის მექანიზმი...
არცთუ იშვიათად, საკუთარ თავს გარემოებათა მსხვერპლად მივიჩნევთ. გვეჩვენება, რომ ბოროტად სარგებლობენ ჩვენი მოთმინებით, ჩვენი სიკეთით, ჩვენი სიჩუმით თუ გრძნობებით. თუ ფიქრობთ, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებს, ნუ მისცემთ მას ამის საშუალებას. თანაც, თუკი თქვენს რომელიმე მეგობარს, ან ახლობელს პრობლემები აქვს, თქვენ კი, თავს ბედნიერად გრძნობთ, ამის გამო სინდისი ნუ შეგაწუხებთ. ყველა თავად არის საკუთარი ბედის მჭედელი.
პასუხისმგებლობის და მოვალეობის გრძნობა საუკეთესო თვისებაა. მაგრამ ზომიერება აქაც აუცილებელია. მთავარია, იცოდეთ, სად გადის ზღვარი, რომ მოვალეობის გრძნობის ტყვედ არ იქცეთ. ძალიან კარგია, სურვილი რომ გაქვთ ყველას უანგაროდ დაეხმაროთ, ოღონდ, ნუ დაგავიწყდებათ, „თავდაცვის მექანიზმიც” მუდმივად ჩართული გქონდეთ.
შეცდომას უშვებს ყველა, არანაირი ურთიერთობა არ იქნება დაზღვეული პატარა გაუგებრობისა და უსიამოვნებისგან. რატომ უნდა გადააქციოთ ტრაგედიად ის, რაც წარმავალია და რისი გამოსწორებაც შეიძლება. რაღაც ისე ვერ თქვით, რაღაც ისე არ გამოგივიდათ – არ არის პრობლემა. არავინ გთხოვთ, მუხლებზე დაჩოქილმა ითხოვოთ პატიება. თუკი ამას თქვენგან ვინმე ითხოვს, ის თქვენი ახლობელი არ არის. ყოველ შემთხვევაში, მეგობრობა და სიყვარული ასეთ კატეგორიებს არ „ითვალისწინებს”. შერიგებისთვის და უსიამოვნო გაუგებრობის გასაფანტავად, გულითადი ღიმილიც საკმარისია. მით უფრო, როცა მას უბრალოდ ნათქვამი ფრაზა მოყვება: „ცუდად მოვიქეცი.” იუმორის ნიჭი საუკეთესო მექანიზმია თავდაცვისთვის, ხოლო თუ იმის უნარიც გაქვთ, ეს ნიჭი სხვასაც „გადასდოთ,” ამას არაფერი ჯობია.
განსაკუთრებულ წარმატებას პარტნიორთან ურთიერთობაში იუმორის გრძნობა მოგიტანთ. დაელოდეთ და როცა წყენის ქარიშხალი გადაივლის, აამუშავეთ თქვენი „მექანიზმი” და ისე ჩააქრეთ „ვნების ქარიშხალი,” თქვენ ნაკლებად დაზარალდეთ