კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიმედო დასაყრდენი

ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ საუკეთესო დასაყრდენი, ცხოვრებაში მამაკაცის ძლიერი მხარია. ეს ასეც არის, მაგრამ რა იქნებოდა ჩვენი ყოფა, მეგობრების გარეშე. თუ რომელიმე დაქალმა იმედი გაგიცრუათ, ამაში მხოლოდ ის არის დამნაშავე და არა, ყველა ერთად. ქალს ძალიან კარგი თანაგრძნობა და მხარდაჭერა შეუძლია, გაცილებით ეფექტურიც. მამაკაცს შესაძლოა ძალიანაც უნდოდეს განუგეშოთ, მაგრამ ქალზე უკეთესად არ გამოუვა. ქალის ტკივილს, მის სადარდებელსა და სევდას, ქალი, მით უმეტეს მეგობარი, ყველაზე უკეთ მიხვდება. რჩევასაც ისეთს მოგცემთ, რეალურად რომ გამოგადგებათ – პრაქტიკულს და აუცილებელს. თბილი სიტყვა, გამხნევება და „შეძახილიც,” რომ ხვალ, შენ ყველაფერი გამოგივა, მარტო ქალს შეუძლია. მამაკაცისგან ასეთი ემოციურობა ცოტათი უხერხულია. თანაც, რაც მეტ სიყვარულს, სითბოს, თანადგომას მიიღებთ დაქალებისგან, მით ნაკლებად იქნებით დამოკიდებული ემოციურად მამაკაცზე. იმას კი არ გირჩევთ, რომ მამაკაცის იმედი არ უნდა გქონდეთ, სხვანაირად, მასთან ვერც იცხოვრებთ, მაგრამ ჭეშმარიტი ქალური მეგობრობა, რწმენისა და საკუთარ ძალებში დარწმუნების საუკეთესო საშუალებაა. არასოდეს იფიქროთ, რომ პარტნიორი, როგორი იდეალური ურთიერთობაც არ უნდა გქონდეთ მასთან და ძლიერი სიყვარულიც არ უნდა გაკავშირებდეთ, ყველას შეგიცვლით. ის ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რომელიც მეგობრების „შესავსებია.” ამიტომ, ეძებეთ საიმედო დასაყრდენი მეგობრებს შორის და იყავით მშვიდად. გეცოდინებათ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, ის თქვენს გვერდით იქნება.


скачать dle 11.3