კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თეთრი განტვირთვის“ ორი დღე

ხაჭო ის პროდუქტია, რომელიც ყოველთვის და ყველა ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოცაა და სასიამოვნოდ მისართმევიც. მასში შემავალ ცილებს ორგანიზმი ადვილად ითვისებს და, ამიტომ, თუ კვირაში ორ დღეს ამ უნიკალურ პროდუქტს დაუთმობთ, არც მშიერი დარჩებით და დაგროვილ-ჩაკირული ცხიმებიც სწრაფად და ადვილად დაიწყებს „დნობას“. ამაში რომ დარწმუნდეთ, გთავაზობთ ხაჭოს მოკლე დახასიათებას:

ხაჭოს შემადგენლობაში არსებული ცილები შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს – მეთიონინს, ტრიპტოფანს, ლიზინსა და ქოლინს, რომლებიც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისა და კუჭ-ნაწლავის მოქმედებისთვის. ეს ამინომჟავები ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნას და წინააღმდეგობას უწევს ათეროსკლეროზის განვითარებას.

ხაჭოში შემავალი მინერალური ნივთიერებებიდან უმთავრესი – ფოსფორი და კალციუმი, არა მარტო ძვლებსა და კბილებს ამაგრებს, არამედ გულის კუნთსაც. B ჯგუფის ვიტამინები კი ხელს უწყობს სისხლში ჰემოგლობინის დონის რეგულირებას და, გარდა ამისა, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, რითაც ხელს უშლის შეშუპებას.

და, მივადექით მთავარს: ხაჭოს ენერგეტიკული ღირებულება, მისი ცხიმიანობიდან გამომდინარე, შეიძლება, იყოს სხვადასხვაგვარი. დიეტოლოგები ხშირად უნიშნავენ გახდომის მსურველ პაციენტებს უცხიმო ხაჭოს და არც ცდებიან. არც იშიმშილებთ და ქონებიც ადვილად დაიწვება, რადგან 100 გრამი ხაჭო მხოლოდ 86 კილოკალორიას შეიცავს.

ოღონდ, გახსოვდეთ: ხაჭოს შენახვა (ცხადია, მაცივარში, და თანაც, მინის ჭურჭელში) დასაშვებია მხოლოდ ორი დღე-ღამის განმავლობაში.

რაც შეეხება განტვირთვის დღეებს, რეჟიმი შეგიძლიათ, თავად შეადგინოთ, იმის გათვალისწინებით, რომ კვება უნდა მოხდეს საათში ერთხელ და დილით 8-9 საათიდან საღამოს 6 (18) საათამდე უნდა მიიღოთ 600-700 გრამი ხაჭო – თუ სხვა პროდუქტებს არ შეურევთ; ან, 300-400 გრამი – თუ შეურევთ ხილს ან თაფლს.

ცხადია, უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ სუფთა ხაჭოს მიირთმევთ, მაგრამ, თუ ძალიან გაგიჭირდათ, ერთ-ერთ ჯერზე, შეგიძლიათ, თავს პატარა სიამოვნების უფლებაც მისცეთ და გემრიელი დესერტი მოიმზადოთ: აიღეთ 100 გრამი ხაჭო, შეურიეთ 2 სადილის კოვზი გაზგასული მინერალური წყალი, 1 სადილის კოვზი თაფლი და კარგად ათქვიფეთ. მოათავსეთ განიერპირიან ფუჟერში და მოაყარეთ თქვენი საყვარელი ხილის რამდენიმე ნაჭერი.

ხაჭოს განტვირთვის დღეები მოაწყვეთ კვირაში ორჯერ, დანარჩენ დროს კი მიირთვით ყველაფერი, ოღონდ, შეზღუდული რაოდენობით. კატეგორიულად გამორიცხეთ 18 საათის შემდეგ საკვების მიღება.

და, არ დაგავიწყდეთ: დღეში 2 ლიტრი წყალი – თქვენი გახდომისა და ახალგაზრდობის გარანტია.


скачать dle 11.3