კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: რა შემთხვევაშია აუცილებელი თმის კონდიციონერის გამოყენება?

პასუხი: თუ გაქვთ ჯანმრთელი და ხშირი თმა და არასდროს შეგიღებავთ, მაშინ აბსოლუტურად საკმარისია შამპუნი, მაგრამ, თუ თმას სისტემატურად იღებავთ, აუცილებელია, გამოიყენოთ არა მარტო კონდიციონერი, არამედ გაიკეთოთ მკვებავი ნიღბებიც.

კითხვა: უკვე რამდენიმე თვეა, ალერგია მაქვს წამწამების შავ ტუშზე. რა შეიძლება მის მაგივრად გამოვიყენო?

პასუხი: უპირველეს ყოვლისა, მოსინჯეთ სხვა ფირმის და ფერის ტუში (მაგალითად, ლურჯი, იისფერი ან ყავისფერი). თუ ამანაც არ გაამართლა, მაშინ უნდა შეასვენოთ თვალები და ალერგოლოგთან მიხვიდეთ.

კითხვა: როგორ მოვუარო პრობლემურ სახის კანს?

პასუხი: პრობლემური სახის კანის მოვლა უნდა დაიწყოთ გაწმენდით. ამ საქმეში მთავარი დამხმარეებია გელი და ლოსიონი. საუკეთესო ვარიანტი კი, ანთებითი პროცესის დროს, ის კოსმეტიკური საშუალებებია, რომლის შემადგენლობაში შედის ავოკადოსა და ყურძნის წიპწების ზეთი.

კითხვა: მაქვს ფერისმჭამელები და აკნე. რას მირჩევთ, როგორ მოვიწესრიგო კანი?

პასუხი: საერთოდ, გაღიზიანებული და გამონაყარით დაფარული კანი უნდა ნახოს გამოცდილმა კოსმეტოლოგ-დერმატოლოგმა. მხოლოდ ის შეძლებს დაგინიშნოთ სწორი მკურნალობა. ზეპირად, ანუ კანის უნახავად, რჩევის მიცემა არაკომპეტენტურად მიგვაჩნია. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, გადაწყვეტით გირჩიოთ, არ დაიწყოთ თვითნებურად კანის გაწმენდა, შეიძინეთ სპეციალურად ფერისმჭამელებისა და აკნესთვის განკუთვნილი კრემი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოიყენეთ.

კითხვა: ყველაზე ძვირფასი კრემის წასმის დროსაც კი, სახეზე ხშირად ისეთი გამონაყარი მიჩნდება, მოზარდებს რომ აქვთ. რა უნდა იყოს იმის მიზეზი და როგორი კრემების ყიდვას მირჩევთ?

პასუხი: თქვენი კანი, როგორც ჩანს, მიდრეკილია აკნესკენ. არც ალერგიულობაა გამორიცხული. ამიტომ, უმჯობესია, გამოიყენოთ გამწმენდი კრემები დამამშვიდებელი ეფექტით.

კითხვა: მაქვს რამდენიმე შეკითხვა თმასთან დაკავშირებით და, თუ შეიძლება, მიპასუხეთ:

1. მართალია თუ არა, რომ ქერა თმა ყოველთვის უფრო თხელია მუქ თმასთან შედარებით?

2. შეიძლება თუ არა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს თმის ტიპი?

3. მართალია თუ არა, რომ თავის გადაპარსვის შემდეგ უფრო სქელი თმა ამოდის?

პასუხი: 1. არ არის მართალი. ეს მხოლოდ ვიზუალური ეფექტია. თმის სიხშირე არ არის დამოკიდებული მის ბუნებრივ ფერზე.

2. გარემო პირობებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შეიცვალოს თავის კანის სტრუქტურა და, შესაბამისად – თმის ტიპიც.

3. გადაპარსვის შედეგად არ იზრდება თმის ძირების რაოდენობა. აქედან გამომდინარე, არ შეიცვლება თმის სიხშირე.

კითხვა: ვისთვის არ არის მიზანშეწონილი არომაზეთების გამოყენება და მართალია თუ არა, რომ ისინი ალერგიას იწვევს?

პასუხი: ალერგიას არომაზეთები იწვევს ძირითადად მაშინ, როცა მას სუფთა სახით წაისვამთ კანზე ან ზედმეტად ხშირად გამოიყენებთ. მათი მოხმარება კი, არ შეიძლება ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მათთვის, ვისაც ასთმა აწუხებს.

კითხვა: მაქვს თხელი და ცხიმიანი თმა. ამიტომ, თითქმის ყოველდღე მიწევს დაბანა. ამ ბოლო დროს კი ვამჩნევ, რომ თმის ცვენა გამიძლიერდა. მითხრეს, ეს ხშირი დაბანის შედეგიაო. მართალია თუ არა ეს?

პასუხი: თმის ცვენა არ შეიძლება იყოს ხშირი დაბანის შედეგი. არც დაბანის სიხშირის რეჟიმი არსებობს. თავი უნდა დაიბანოთ მაშინ, როცა ამას თქვენი თმა მოითხოვს. რაც შეეხება ცვენის მომატებას, მიზეზი, შესაძლოა იყოს: სტრესი, გადაღლილობა, არასწორი კვება, არასწორად შერჩეული შამპუნი, ძილის უკმარისობა და ასე შემდეგ.


скачать dle 11.3