კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გართულებებს იწვევს შემოდგომის წვიმა და ცივი ამინდი ძაღლის ჯანმრთელობაზე და რას უნდა მოვარიდოთ ის

შემოდგომის დადგომასთან ერთად იცვლება ამინდებიც, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე. ცივ და წვიმიან ამინდებში თავს იჩენს და მწვავდება მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები. მაგალითად, ისეთი, როგორიცაა ართრიტები და სხვა სახის რევმატიული სნეულებანი. ასევე, სხვა პრობლემებიც.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგვითხრობს.

– სასურველია თუ არა შემოდგომის წვიმიან ამინდში ძაღლის გასეირნება? წელიწადის ამ დროს ხშირია წვიმები, მაგრამ ცხოველსაც ხომ უნდა სუფთა ჰაერზე გასეირნება? როგორ უნდა მოვიქცეთ?

– ცივ, წვიმიან ამინდში ცხოველის გასეირნებას უნდა მოვერიდოთ. დასველების შედეგად შეიძლება ის გაცივდეს და გაურთულდეს ბრონქიტით, პნევმონიებით, ართრიტებით და მიოზიტებით. თუ ცხოველი ეზოს პირობებში იმყოფება ამ პერიოდისთვის აუცილებელია, მოუწყოთ ისეთი მყუდრო ადგილი, სადაც არ წვიმს და ცივ ამინდში შეაფარებს თავს. ამით ის დაცული იქნება ამინდის მავნე ზემოქმედებისგან.

თუ შემოდგომის წვიმიან ამინდში მაინც გადაწყვეტთ ძაღლის გარეთ გაყვანას, სეირნობისას აუცილებელია, ცხოველს სპეციალური სამოსი ჩააცვათ, რომელიც დაიცავს მას დასველებისგან. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ძაღლს თავიდან ააცილებთ მთელ რიგ გართულებებს. თუ არ გაქვთ აღნიშნული სახის სამოსი თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის, ამ შემთხვევაში, სასურველია, საერთოდ თავი აარიდოთ წვიმიან ამინდში მის გასეირნებას.

– განსაკუთრებით რომელი ძაღლების გაყვანა არ არის სასურველი წვიმიან ამინდში?

– წვიმიან ამინდში განსაკუთრებით ისეთი ჯიშების გაყვანა არ არის რეკომენდებული გარეთ, რომლებიც შემოსილი არიან გრძელი ბეწვით.

– რატომ?

– გრძელი ბეწვის დასველება ცივ ამინდში ძალიან ცუდად მოქმედებს ცხოველზე. ამ დროს ცხოველის ორგანიზმიდან ხდება დიდი რაოდენობით სითბოს გაცემა, ორგანიზმის გადაციების შედეგად კი თავს იჩენს მთელი რიგი დაავადებები. მაგალითად, ესენია: ბრონქიტები, სხვადასხვა სახის პნევმონიები, ართრიტები და ასე შემდეგ.

– რა მახასიათებლები აქვს ამ დაავადებებს?

– ამ შემთხვევაში ცხოველი მოწყენილია, ნაკლებად მოძრაობს, არ იღებს საკვებს, კანკალებს, ზოგადი ტემპერატურა მომატებულია, აღენიშნება ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი, ხველა. ხველის შედეგად კი შეიძლება ამოიღის ქაფისებრი თეთრი მასა. აღნიშნული ნიშნების გამოვლენის დროს, აუცილებელია, ცხოველი სასწრაფოდ მიიყვანოთ ვეტერინართან, რათა თავიდან აიცილოთ გართულებები. ვეტერინარი გასინჯავს ცხოველს, ჩაუტარებს ზოგად და სპეციალურ გამოკვლევებს და დაუნიშნავს სათანადო მკურნალობას.

– ხშირად მსმენია, რომ პნევმონია საკმაოდ საშიშია ცხოველისთვის. რა განსაკუთრებული კლინიკური ნიშნებით გამოირჩევა?

– პნევმონიების დროს კლინიკური ნიშნები თითქმის იგივეა, რაზეც უკვე გესაუბრეთ. მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ ამ დროს პროცესები უფრო მწვავედ მიმდინარეობს. აუცილებელია, მკურნალობა ჩატარდეს კვალიფიციურად და გულისხმიერად, რადგან თავიდან ავიცილოთ პროცესების ქრონიკულ მდგომარეობაში გადასვლა.

გაციებისას შეიძლება, თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმაც, როგორიცაა: ართრიტები, რისი ძირითადი მიზეზიც ცივი სახსრის მკვეთრი მოძრაობებია. ეს კი ხელს უწყობს სახსრის ანატომიური შენების მიკროსკოპიულ დაზიანებებს, რაც შემდეგ ანთებით პროცესებში გადადის. აღნიშნული დაავადება ცხოველებში მწვავედ მიმდინარეობს. დაავადებულ ცხოველს აღენიშნება მოწყენილობა, უმადობა, კოჭლობს. დაზიანებული სახსრის მიდამო შეშუპებულია, ტემპერატურა მომატებული. ამ შემთხვევაში, ასევე აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ ვეტერინარს, რათა პროცესები არ გაღრმავდეს და არ გართულდეს. ვეტერინარი შეაფასებს ცხოველის მდგომარეობის, ანთებითი პროცესების სიმძიმეს, ზოგადი და სპეციალური გამოკვლევებით და დანიშნავს მკურნალობას. აუცილებელია, ართრიტების გულდასმით მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი სახის გართულებები, როგორებიცაა: ართროზები, რაც უკვე შეუქცევადი პროცესია და მისგან სრული გამოჯანმრთელების ძალიან დაბალი შანსია.

გაითვალისწინეთ, რომ ცივ ამინდში, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს ხშირია მიოზიტები. რაც არანაკლებ პრობლემურია ცხოველებში. ამ დროს ცხოველი მოწყენილია, კანკალებს, უჭირს მოძრაობა. კუნთები შეშუპებულია და ადგილობრივი ტემპერატურა მომატებული. შესაძლებელია, კუნთების მასიური დაზიანებისას, ზოგადმა ტემპერატურამაც მოიმატოს. ამ დროს საჭიროა, ცხოველს ჩაუტაროთ დროულად სათანადო და კვალიფიციური ვეტერინარული დახმარება, რაც შეამცირებს დაავადების ხანგრძლივობას და აგვაცილებს მთელ რიგ გართულებებს. აღნიშნული პროცესების გახანგრძლივებამ შეიძლება, მიიღოს ქრონიკული რევმატიული ხასიათი, რაც მეტად რთულად აისახება ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებზე და იწვევს სხვადასხვა სისტემებისა და ორგანოების სერიოზულ დაზიანებას.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის თავიდან ასაცილებლად და გართულებების მინიმალიზაციისთვის, საჭიროა, მოვარიდოთ ცხოველები შემოდგომის ცივ, წვიმიან ამინდში გარეთ გასეირნებას და დასველებას. იმ ცხოველებისთვის კი, რომლებიც ეზოს პირობებში იმყოფებიან, უზრუნველვყოთ ნორმალური მოვლა-შენახვის პირობები და დაავადების ნიშნების გამოვლენისთანავე დროულად მივიყვანოთ ცხოველი ვეტერინარულ კლინიკაში, სადაც მას კვალიფიციურ დახმარებას აღმოუჩენენ და სათანადო მკურნალობას ჩაუტარებენ.


скачать dle 11.3