კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დატოვა ნინო ჯოხაძის გულისთვის ამერიკაში წარმატებული კარიერა მისმა მომავალმა მეუღლემ და როდის იყვნენ ისინი გაგიჟების ზღვარზე

„სუხიშვილების” მშვენიერმა მოცეკვავემ, ნინო ჯოხაძემ და მისმა მეუღლემ, რეპერმა გიორგი თოხაძემ, ერთმანეთს რამდენიმე ხნის წინ დაუკავშირეს ცხოვრება, დაქორწინდნენ და ეგვიპტეში თაფლობის თვე გაატარეს. ნინოს და გიორგის წყვილი გამორჩეულია – ორივე ძალიან საყვარელი და კარგი ადამიანია. მე მათ კიდევ ერთხელ ვულოცავ გაბედნიერებას.

ნინო: ახლახან მოვაწერეთ ხელი და კლიპი გადავიღეთ. ძალიან დავიღალეთ. ჯერ ბოტანიკურ ბაღში ვიყავით, ჩანჩქერზე, ბუნებაში გადავიღეთ, მერე კი – ლისის ტბაზე კატერზე. გიორგი ბოტანიკურში ხელში აყვანილს დამატარებდა, თან საქორწინო კაბა მეცვა და ბოლოები სულ ტალახიანი, შავი იყო, გადასაგდებია. „ბომბორაზე“ უნდა მოგვეწერა ხელი და დედაჩემი მეუბნებოდა, ისეთ დღეში ხარ, არ შეგიშვებენო. ისეთი სასწაულები ჩავიდინეთ, ბავშვები შემოგვეხვივნენ. ერთი ამბობდა, დედა, ნახე, რა დღეშია პატარძალიო.

– გიორგი, როგორც ვიცი, ამერიკაში ცხოვრობდი.

გიორგი: 9 წელი ვცხოვრობდი ამერიკაში, იქ დავამთავრე სკოლა. ოჯახთან ერთად გავემგზავრე, მაგრამ მერე მარტო გადავედი საცხოვრებლად. ვცხოვრობდი ჯერსი-სიტიში, მანჰეტენთან ძალიან ახლოს. ისეთ უბანში გავიზარდე, ყველა შავკანიანი იყო. ერთადერთი მე ვიყავი თეთრი. ერთხელ შევესწარი როგორ წერდნენ სტუდიაში სიმღერას, ვუთხარი, მეც მაქვს რაღაც დაწერილი-მეთქი. მძიმე რეპი იყო, ჩემებმა რომ მოუსმინეს, გაგიჟდნენ, გამორთე, მეორედ აღარ ჩართოო. ამიტომ გავალაითე, ჰიპ-ჰოპის სტილში გადავიყვანე, აზრიანი გავაკეთე და მერე უკვე დავიწყე სტუდიაში ჩაწერა.

– ზანგებთან ერთად რეპავდი? ალბათ, არ არის ადვილი, თეთრკანიანი შავკანიანებმა თავიანთ წრეში მიგიღონ და თან, შენთან ერთად გარეპონ.

– ჩვენ ჯგუფი გვქონდა, ბევრნი ვიყავით, დაახლოებით 30 კაცი. ძალიან რთულია მათ წრეში მოხვდე. ბევრი პრობლემაც იყო. ზანგები, არ ვიცი როგორ, მაგრამ მაშინვე ხვდებიან – ადამიანი მათთან როგორ არის, რატომ არის. მაგრამ, თუ მიგიღებენ, ბოლომდე შენ გვერდით არიან და კანის ფერს აღარ აქცევენ ყურადღებას. მე მიმიღეს და მეუბნებოდნენ, შენ ჩვენიანი ხარ, უბრალოდ, თეთრი ფერი გაქვსო.

– კონცერტებსაც თუ ატარებდით?

– კლუბებში გამოვდიოდით, „ანდერგრაუნდებს“ ვაკეთებდით უფრო ხშირად. თინეიჯერებმა უცებ აიტაცეს ჩვენი მუსიკა, ძალიან მოსწონდათ. იქაური რეპი აქაურისგან ძალიან განსხვავდება.

– ცნობილ რეპერებთან ერთად თუ რეპავდი?

– ძალიან ცნობილი რეპერია არა მარტო ამერიკაში, არამედ ყველგან – „ეი ქამ“ და ტიტო გვრემს. მათთან ვიყავი ძალიან ახლოს, დუეტებიც გვაქვს ერთად ჩაწერილი. ერთხელ სამსახურიდან მივდიოდი, ისინი მანქანასთან იდგნენ და „აფრისტაილებდნენ“. გავჩერდი და ვუსმენდი, ტიტო როგორ „ფრისტაილობდა“. ტიტო გაჩერდა და თქვა, ვინმემ უნდა დაიწყოსო. ვუთხარი – მე დავიწყებ, ოღონდ პირისპირ არ გვინდა-მეთქი. პირისპირ რომ დაგვეწყო, შეიძლება, პრობლემები შეგვქმნოდა. პირისპირ რომ „გააფრისტაილო“, თან ქუჩაში, შეიძლება, რაღაც ისეთი უთხრა, რომ ყველა ვარიანტში ჩხუბში გადაიზარდოს. ამიტომ, სპეციალური ადგილებია, სადაც მივდიოდით. იქ დაცვაც იდგა და თუ რამე დაიწყებოდა, აშველებდნენ. ტიტომ მითხრა, – კარგი, მაშინ რაზეც გინდა, იმაზე „გააფრისტაილეო“ და მეც მივყევი. ამის შემდეგ ძალიან დავახლოვდით. ხშირად მოდიოდნენ ნიუ-იორკიდან, ჩვენც გადავდიოდით. მე ვიყავი ერთი თეთრკანიანი. ხალხი მეუბნება, რომ ძალიან სწრაფად ვლაპარაკობ, მაგრამ უფრო სწრაფად ვრეპავ. ერთხელ ვიღაც იტალიელი მოიყვანეს, დაიწყო, მაგრამ მაშინვე გააჩერეს. მერე მე დავიწყე, ზანგებმა სიცილი დაიწყეს, იტალიელი კი ამბობს, ვერაფერი გავიგე, ძალიან სწრაფად ლაპარაკობსო. მე ვუთხარი, სწრაფად კი არ ვლაპარაკობ, ნელა მისმენ-მეთქი. ვეღარ დამიჭირა სიტყვაზე.

– საკმაოდ საინტერესო ცხოვრება გქონია, მაგრამ ნინიკოს გამო ყველაფერი დატოვე და საქართველოში წამოხვედი. ადვილად მიიღე გადაწყვეტილება?

– ადვილად გადამაწყვეტინა, თორემ არ იყო ადვილი, ყველაფერს ნინო მერჩივნა.

ნინო: კარგად მოვუგვარე. გიორგი, ხომ არ ნანობ?

გიორგი: ერთი წამითაც არ მინანია. პირველად რომ დავინახე, დავდუმდი. ხომ სწრაფად ვლაპარაკობ, იმ წუთას ხმა ვეღარ ამოვიღე.

– გაწვალა?

– არ ვუწვალებივარ. საერთოდ, გოგონასთან ურთიერთობისას დიდი დრო არ დამჭირვებია. თუ იტყოდა, არას, მეც ვეუბნებოდი, კარგად იყავი-მეთქი. ქართველ გოგონებთან ურთიერთობა აქამდე არ მქონია, თავიდან რომ მითხრა, არაო, მეთქი – კარგი. მერე ძმაკაცებმა მითხრეს, ქართველი გოგონები თავს იფასებენ, ჯერ არას ამბობენ, მერე – კისო. ვიფიქრე, თუ მასეა საქმე, მაშინ კარგი, ერთხელ კიდევ ვეტყვი-მეთქი.

ნინო: თავს არ ვიფასებდი, უბრალოდ, ვიცოდი, ამერიკაში ცხოვრობდა, მე იქ არ წავიდოდი და ეს აქ არ ჩამოვიდოდა. ოჯახი, სამსახური, ყველაფერი იქ ჰქონდა. იქ გაიზარდა. ამიტომ, ჩვენს ურთიერთობას არარეალურად ვუყურებდი. მაგრამ, მერე რომ ჩამოდიოდა და ჩამოდიოდა, უკვე დავიჯერე.

– ნინო, ახლა ამ გადასახედიდან რას ფიქრობ, რით მოგხიბლა გიორგიმ?

– პირველად რომ ვისაუბრეთ, ვუყურებდი და ვფიქრობდი, ამას ჩემ შესახებ ვიღაცამ ყველაფერი მოუყვა – რა მომწონს, რა მინდა-მეთქი, მაგრამ, ისეთი რაღაცეები მითხრა, მხოლოდ მე რომ ვიცი, გავგიჟდი, გაოგნებული დავრჩი. თან, რაც დრო გადიოდა, ვხვდებოდი, რომ ეს ყველაფერი არ იყო ტყუილი. მართლა ასეთი იყო ხასიათით – უპრობლემო, თავისუფალი. ვერ ვიტან, როცა ადამიანი რაღაცაში გზღუდავს. გიორგი გაძლევს თავისუფლებას და გიქმნის ყველაფერს, რომ თავი კარგად, ბედნიერად, კომფორტულად, სრულყოფილ ადამიანად იგრძნო.

– როდესაც გიორგი ამერიკაში იყო, შენ – გასტროლზე, ვერ ნახულობდით ერთმანეთს, ალბათ, თქვენს ურთიერთობაში ეს ყველაზე რთული პერიოდი იყო?

– 24 საათის განმავლობაში ტელეფონზე ვეკიდეთ, უკვე ძალიან ცუდად ვიყავით. მეტი რომ აღარ შეგიძლია, სწორედ მაშინ ჩამოდიოდა, ან მე ჩავდიოდი. ერთი დღე კიდევ რომ გაგრძელებულიყო ეს, ალბათ, გავგიჟდებოდით. ძალიან რთული იყო, არ მეგონა, ამდენს თუ გავუძლებდი.

გიორგი: ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, მიჩვეულები ვიყავით ერთად ყოფნას. წავედი, მეორე დღეს ვიღვიძებ და სად არის ნინიკო, თან ვერც ვნახავდი.

ნინო: „სკაიპში“ ვხვდებოდით ერთმანეთს – მოდი, ერთად ვივახშმოთ, ვიტყოდით და ეს იქით დაიდგამდა რაღაცას, მე – აქეთ და ასე ვიტყუებდით თავს. ზამთარში ძალიან ბევრი გასტროლი გვაქვს, სამი თვით მივდივარ და გიომ, მგონი, მეორე ცოლი უნდა მოიყვანოს.

გიორგი: თავიდანვე გითხარი, მეორე ცოლს მოვიყვან-მეთქი. ერთი აქ მეყოლება, ერთი – უცხოეთში.

ნინო: მე თანახმა ვარ, რა ვქნა, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს.

– გიორგი, მაშინ ნინიკოსაც დასჭირდება მეორე ქმარი.

გიორგი: შეუძლია დარჩეს, აღარ წავიდეს და ერთი ჰყავდეს.

– გიორგი, ნინიკოს ცეკვა ნანახი გქონდა?

– ამერიკაში ვნახე „სუხიშვილების” კონცერტი, საერთოდ, ამ ანსამბლის ფანი ვიყავი, მაგრამ ნინიკო თუ ცეკვავდა, არ ვიცოდი. მერე, რომ ვნახე მისი ცეკვა, კიდევ უფრო შემიყვარდა.

ნინო: ყველანაირად მიწყობს ხელს. მარტო ხელოვანი ადამიანი თუ გამიგებდა მხოლოდ. თვითონაც ისე უყვარს თავისი საქმე, სტუდიაში რომ შედის, ისეთი ბედნიერია, მგონი, ჩემ გვერდით არ არის ისეთი ბედნიერი. როგორ უნდა შეუშალო ადამიანს იმაში ხელი, რაც მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. მეც ხომ ასე ვარ.


скачать dle 11.3