კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოუხელთებელი „შუსტერი“, მექალთანე ბუბა და ძაღლისგან გაბედნიერებული ჯიბგირი



ვისაც სამოცდაათიანი წლების დასაწყისში ერთი თვე მაინც უცხოვრია მოსკოვში, მას აუცილებლად გაგონილი ექნება ტიტე „შუსტერის“ სახელი. სინამდვილეში ეს პიროვნება ტიტე ზარქუა იყო. წალენჯიხელ ჯიბგირს „შუსტერს“ სწრაფი ხელების გამო ეძახდნენ, რაც კი მოსკოვის ცენტრში საფულეები იკარგებოდა, მათი 60 პროცენტი ზარქუას მიერ იყო მოპარული. ტიტეს ერთი თავისებურება ახასიათებდა. ის ეგრეთ წოდებულ „დახურულ სივრცეში“ არ მუშაობდა და „საჩალიჩოდ“ ფართო ასპარეზი უყვარდა. ანუ, ის მხოლოდ ქუჩაში ქურდავდა ადამიანებს და ეს საქმე მას უმაღლესი დონის ოსტატობამდე ჰქონდა აყვანილი. ტიტე მარტოხელა ჯიბგირი იყო და ეს გარემოება მის მოუხელთებლობას აორმაგებდა. თუმცა „შუსტერი“ მთლად მარტო მაინც არ „ჩალიჩობდა“ და მეწყვილეობას მას ბრწყინვალედ გამოწვრთნილი ბოქსიორის ჯიშის ძაღლი უწევდა, რომელსაც ბუბა ერქვა.

ბუბა ტიტეს პირადი მცველიც იყო და ფეხმარდი მხსნელიც. ბუბას შიშით, ტიტეს ზედმეტ სიტყვას აბა, ვინ გაუბედავდა? როდესაც „შუსტერი“ ადამიანს გაქურდავდა, მოპარულ საფულეს ბუბას პირში უდებდა და ძაღლიც წინასწარ შეგულებულ ადგილზე მიაცუნცულებდა, მალავდა იქ და კვლავ თავის პატრონს უბრუნდებოდა. ასეთი ადგილები, ძირითადად ძველი სახლების მიტოვებული სარდაფები იყო, სადაც გონებამახვილი ჯიბგირი წინასწარ ამზადებდა სამალავებს. საღამოს კი, ძაღლი და მისი პატრონი ამ სამალავებს ხსნიდნენ და იქიდან უამრავი ალაფით ბრუნდებოდნენ სახლში. ამგვარად „შუსტერს“ საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა და მდიდარიც იყო.

მე იმ პერიოდში „მურის“ ახალბედა ოპერი ვიყავი და ჯიბგირებს ვკურირებდი. რა თქმა უნდა, „შუსტერის“ ამბავიც ვიცოდი, მაგრამ ხელმძღვანელობის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ჯიბგირის ფაქტზე დაკავებას მაინც ვერ ვახერხებდით. მას, რა თქმა უნდა, ბუბა ეხმარებოდა.

ერთ მშვენიერ დღეს, თუ არ ვცდები, 15 ან 16 მაისი იყო, მე და ჩემი კოლეგები ტვერსკოიზე ვსეირნობდით და „შუსტერს“ ვუთვალთვალებდით, რომელსაც, რა თქმა უნდა, ბუბაც თან ახლდა. ზარქუამ იცოდა, რომ ვუთვალთვალებდით და ჯინაზე ორი საფულე ძალიან სწრაფად მოიპარა და ბუბას გაატანა.

კოლია ფროლოვმა, რომელიც ჩემთან ერთად იყო, თქვა:

– ფუი, რა სწრაფია ეს ძაღლი. თვალის მოკვრას ვერ მოასწრებ, ისე მოძრაობს.

ამის თქმა იყო და „შუსტერმა“ მორიგი საფულე მოიპარა, შემდეგ ის ბუბას გადასცა და ძაღლი ადგილს მოსწყდა, მაგრამ ხუთიოდე მეტრი რომ გაირბინა, საფულე პირიდან გააგდო და მისივე ჯიშის დედალ ბოქსიორს მიახტა, რომელიც მომხიბვლელ გოგონას თან ახლდა.

– ჩვენი დროა, კოლია, ავმოქმედდეთ! – ვუყვირე ფროლოვს. ძირს დაგდებული საფულე ცხვირსახოცით ავიღე და ცელოფნის პაკეტში ჩავდე. შემდეგ „შუსტერს“ გავეკიდეთ და ხელბორკილებდადებული მილიციის განყოფილებაში მივიყვანეთ.

შევადგინეთ ოქმი, რომელსაც შემდეგ ექსპერტიზის დასკვნაც დაერთო და მოპარულ საფულეზე აღმოჩენილმა „შუსტერის“ თითების ანაბეჭდმა და ბუბას დორბლის კვალმა შესაძლებლობა მოგვცა, ზარქუა ციხეში გაგვეშვა. მას მხოლოდ 3 წელი მისცეს და ამ დროის განმავლობაში უპატრონოდ დარჩენილი ბუბა სწორედ იმ დედალი ბოქსიორის სახლში ცხოვრობდა, რომელსაც ის ასე შმაგად ეძგერა.

სამი წლის შემდეგ ციხიდან დაბრუნებულ „შუსტერს“ „შვილიშვილები“ დახვდა, გოგონა კი ცოლად მოიყვანა.

პოდპოლკოვნიკ ომარ სისაურის

ნაამბობის მიხედვით მოამზადა

ნიკა ლაშაურმა


скачать dle 11.3