კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად “აბამდა„ დაყენებული “როჟით„ ქალებს ზურა დოიჯაშვილი და რა დაუჯდა მას “მეკომბოსტე ნაშის„ მკურნალობა

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ის ადამიანია, ვინც „ქუჩის აკადემიაც“ ხუთიანზე დაამთავრა, გოგონებშიც დიდი მოწონებით სარგებლობდა, რუსი ნატაშებიც მოხიბლა თავისი ქართული გალანტურობით და ახლა თავის ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში ცხოვრობს. მას უამრავი თავს გადახდენილი სასაცილო ამბავი აქვს გასახსენებელი. ასე რომ, ზურას, არც კურიოზები აკლდა და არც გამოუვალი სიტუაციები, თუმცა, მოხერხებულად იძვრენდა ამ ამბებიდან თავს და თავის სიტყვასაც ყველგან თამამად ამბობდა.

ზურა დოიჯაშვილი: თბილისის ძველ, კოლორიტულ უბანში გავიზარდე. მთაწმინდა, ვერა, მეიდანი და სოლოლაკი ჩემი უსაყვარლესი ადგილებია. ამ უბნებში და უბნელებისგან ბევრი რამ ვისწავლე, რაც შემდგომ ცხოვრებაში ნამდვილად გამომადგა და კურიოზულ თუ გამოუვალ სიტუაციებშიც კი მშველოდა ეს გამოცდილება. ყველას ვიცნობდი – ვინ რომელი უბნელი იყო, ვინ როგორ ცხოვრობდა, რით სუნთქავდა, რა ამოძრავებდა. ერთი თვალის შევლებით ვცნობდი ადამიანებს. ვხუმრობ ხოლმე, „ქუჩის აკადემია” „ხუთიანზე“ ჩავაბარე-მეთქი. არ ვნანობ ქუჩაში რომ გავიზარდე. აბა, ისე, ურთიერთობას, ძმაკაცის ფასს, მეგობრობას და სიყვარულს, სად ვისწავლიდი? ერთ დროს ვძველბიჭობდი კიდეც და ამის თქმა არ მცხვენია. ქუჩა ჯარივითაა, ის ყველა ბიჭმა უნდა გაიაროს. მთავარია, იქ არ ჩარჩე ცხოვრების ბოლომდე (იცინის).

– გავიგე, ძმაკაცის „ნაშა“ სამი ათასი დოლარი დაგიჯდა. ეს ისტორია შენმა მეგობარმა მიამბო.

– მოკლედ, ამ ქალაქში არაფერი იმალება (იცინის). ძმაკაცის „ნაშა“ კი არა, კომბოსტო დამიჯდა სამი ათასი მანეთი და არა დოლარი. ერთ ჩემს ძმაკაცს „ნაშა“ ჰყავდა. საჭესთან დასვა და წყნეთის გზაზე ისეთები ჩაიდინა იმ გოგომ, რომ კომბოსტოთი სავსე დიდი მანქანა თავდაყირა ამოატრიალა. იმ მანქანაში კიდევ, თათარი ცოლ-ქმარი ისხდა. მე კი ვიცოდი რაც მოხდა, მაგრამ ერთმა ჩვენმა ძმაკაცმა არ იცოდა, რა დაემართათ. დავურეკე და ვუთხარი, ახსნის დრო არ არის, ჩვენი ძმაკაცი და მისი „ნაშა“ ავარიაში მოყვნენ, მთავარია, ცოცხლები არიან. დაზარალებული უნდა წამოვიყვანოთ და მანქანით წაგვიყვანე-მეთქი. ისეთი განერვიულებული ვიყავი, დეტალებს არ მივაქციე ყურადღება. დანიელმა გაიგო, რომ დახმარება გვჭირდებოდა და სასწრაფოდ მოვიდა და წაგვიყვანა წყნეთში. მივედით, ჩავისვით დაზარალებული თათრის ქალი მანქანაში და საავადმყოფოში წამოვიყვანეთ. დანიელმა სარკე გაასწორა, უყურებს იმ თათრის ქალს სარკიდან და თვალებს არ უჯერებს. ვეღარ მოითმინა, მომიბრუნდა და მკითხა, რა გაუჭირდა ამ ჩვენ ძმაკაცს ასეთი, დედისტოლა, თავსაფრიან, ოქროსკბილებიან თათრის დეიდასთან რომ არ იაროს, ქალები დაილიაო (იცინის). აი, ის თათრის „ნაშა“ და მისი კომბოსტო დაგვიჯდა ძმაკაცებს სამი ათასი მანეთი. წარმოიდგინეთ, „მეკომბოსტე ნაშამ“ რა ზარალში ჩაგვაგდო. (იცინის). ახლა მეცინება, თორემ მაშინ... ზარალი კი ავანაზღაურეთ, მაგრამ კარგა ხანს ჯიბეგაფხეკილები დავდიოდით.

– ისეთი ხმის ტემბრი გაქვს, ვფიქრობ, მოწევა და სმა ადრეული ასაკიდან დაიწყე. ესეც ქუჩის დამსახურებაა?

– მართალია, მოწევა ადრეული ასაკიდან დავიწყე. არ დამავიწყდება, მე და ჩემი ძმა მამაჩემს ვპარავდით სიგარეტებს და „ვაბოლებდით“ (იცინის). რაც შეეხება სმას, პირველად რომ დავლიე და კარგად გამოვთვერი, მერვე კლასში ვიყავი. ბორჯომში ვისვენებდი და რომ დავლიე, ისე დატრიალდა მთელი ფიჭვნარი, ვიფიქრე, ფრენა მცოდნია და არ ვიცოდი-მეთქი. აბა, ახლა დამისხით თუ ვიფრინო?! (იცინის) სხვათა შორის, ჩემი კურიოზები ძირითადად სმას უკავშირდება. ერთხელ, ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესში მივფრინავდით მე და მამუკა ონაშვილი. ექვსი საათი უნდა გვეფრინა და სანამ ჩვენც გავაფრენდით, გამოსავალი ვიპოვეთ.

– რა გამოსავალი?

– რა გამოსავალი და, მოვიფიქრეთ, როგორ გაგვეიოლებინა და შეგვემოკლებინა ფრენის პროცესი. „ლარისა ივანოვნას“ დავუძახეთ და ვისკის მოტანა ვთხოვეთ. ისე გაგვიღიმა ლამაზმა სტიუარდესამ, მე და მამუკა დავდნით. სანამ მოგვიტანდა სასმელს ადგილზე ვროკავდით (იცინის). ერთმანეთს ვეუბნებოდით, რა ადვილად დავითანხმეთ სასმელის მოტანაზე, ახლა კარგად შევემზადოთ, მოვიყუდოთ და აქეთ გავაფრინოთო. გავიხედეთ და... ისეთი პატარა ბოთლებით მოგვიტანა ვისკი, ალბათ, ორი წვეთი თუ იქნებიდა ჩასხმული. გამეცინა, სტიუარდესას მივუბრუნდი და ვუთხარი: უკაცრავად, მაგრამ ვერ მივხვდი, ეს პირში უნდა ჩავისხა თუ ყურში მეთქი (იცინის). არადა, ეს ერთი პაწაწუნა ბოთლი ხუთი დოლარი ღირდა. გადავხედეთ მე და მამუკამ ერთმანეთს, თვალი ჩავუკარით და გამოვთვალეთ, რამდენი ხუთი დოლარი დაგვათრობდა.

– მერე, რამდენი გამოვიდა?

– ორასი დოლარი „გავაძრეთ“ და დავიწყეთ სმა. ისე მაგრად გამოვიბრუჟეთ, ადგილზე რომ ჩავედით, ვერ მოვედით აზრზე, ლოს-ანჯელესში ვიყავით თუ ზესტაფონში. ერთმანეთს ვეყუდებოდით. წარმოიდგინეთ, მე რომ მამუკა მომეყუდებოდა, რა დღეში ჩავვარდებოდი. კიდევ კარგი, იქ დაგვხვდნენ, თორემ მეტი არ არის ჩემი მტერი, ჩვენ გზა გაგვეგნო. რომ გამოვფხიზლდით, მერე ვამბობდით, ორასი დოლარის სასმელი ბევრია ჩვენთვის, 199-იც კარგად შეგვერგებოდა, არ უნდა გვეღორაო. (იცინის). არადა, გზა მართლაც შემოკლდა და თრობას დავეძებდით? ისე, გამოგიტყდებით და, როცა თუნდაც ერთი ქალი მაინც ზის მაგიდასთან, სმას და ქეიფს, სულ სხვა გემო აქვს.

– ხშირად დადიოდით გასტროლებზე რუსეთში. ალბათ, რუსი ნატაშები გადარეული გყავდათ ქართული ხასიათითა და მასპინძლობით. არ მეთანხმები?

– გადარევისა რა მოგახსენოთ, მაგრამ ქართველობა რომ ჭრიდა და ჭრის რუს ნატაშებთან, ეს ფაქტია. ერთხელ, ომსკში ვიყავით გასტროლებზე. მე და ჩემი მეგობარი სასტუმროში ვცხოვრობდით. რუსი ნატაშები, სასმელი და შემწვარ-მოხრაკული ყელში ამოგვივიდა და ვთქვით, აღარ გვინდა ქალები და სასმელი, მოდი, რესტორანში ჩავიდეთ ჩვენ ორნი, კაცურად დავსხდეთ და მსუბუქად დავნაყრდეთო. ჩავიცვით, დავიხურეთ, ჩავედით რესტორანში, დავსხედით და ოფიციანტს სუპი შევუკვეთეთ დიდი თეფშებით. მოკლედ, გვიჭირავს დიდი კოვზები, ვხვრეპთ ცხელ სუპს და გავიხედეთ, კარი იღება – ორი მაგარი რუსი „ნაშა“ შემოდის და მოაქვს იქაურობა. არ შევიმჩნიეთ. მოგვიახლოვდნენ და უკითხავად მოუსხდნენ ჩვენს მაგიდას. არ მივაქციეთ ყურადღება, სიტყვას ხომ არ გავტეხდით და ვნებების დასაოკებლად, ოფიციანტს პატარა ბოთლით არაყი შევუკვეთეთ. ვჭამეთ სუპი, დავაყოლეთ არაყი და სმა-ჭამა რომ დავასრულეთ, ავდექით და გამოვედით. ის გოგონები კი იქ დავტოვეთ. გავიარ-გამოვიარეთ, მოვინელეთ ნაჭამი სუპი, დალეული არაყი და მერე მოგვინდა „ნატაშები”. გავიხედეთ, სკვერში სკამზე ორი მაგარი გოგო ზის. მივუახლოვდით, საარშიყო „როჟები” დავიყენეთ და რას ვხედავთ... ის გოგონები არ არიან, რესტორანში რომ ზედაც არ შევხედეთ (იცინის).

– მერე, „დაყენებულმა როჟებმა“ გაჭრა?

– რუსის ნატაშები იცით, როგორი დამთმობები არიან? ისე შეგვხვდნენ, ვითომც არაფერი (იცინის). ისევ, იმ რესტორანში შევბრუნდით დაწყვილებულები და მაგარი ქეიფი გავახურეთ. ერთხელ კი, ესპანეთში ვიყავი გასტროლებზე და მიგვიპატიჟეს დაბადების დღეზე. თამადამ დიდი სასმისით ღვინო მომაწოდა. ვუთხარი, მე ვისკით დავიწყე და ღვინოს ხომ ვერ ავურევ, თან ასე ხომ ვერ გაგისწრებ სმაში-მეთქი, ქართული გავუშვი რა... (იცინის). კარგიო, ჩაასხა ვისკი განსხვავებულში და მომაწოდა. დავლიე და იმის მერე რა მოხდა, როგორ აღმოვჩნდი თბილისში, სახლში და ჩემს საწოლში, აღარ მახსოვს. ასე გათიშული ჩამოვუტანივარ მამუკა ონაშვილს. ვერ მომერეოდა თუ რა (იცინის)?

– შენი მეგობრები ამბობენ, უცხოეთის სასტუმროში დაბინავებული ზურა, კარს ისე მაგრად კეტავს, გამოცდილი „მედვეჟნიკიც” ვერ გააღებსო. ასე რატომ იქცევი, ვინმესი გეშინია?

– კი არ მეშინია, ერთხელ ისეთი დამემართა... (იცინის). ყარაგანდაში ვიყავით ბიჭები გასტროლებზე. რასაკვირველია, სასმელი აქედან გვქონდა წაღებული. გადავყევით სმას და გაგვითავდა. შვეიცარს „დავებაზრე“, ორი ბოთლი არაყი „გავჩითე” და გახარებული ავრბივარ კიბეზე, რომ ბიჭებიც გავახარო. უცებ, კიბეზე ვიღაც ტიპმა გამაჩერა. გამომელაპარაკა. მივხვდი, რაღაცა რიგზე ვერ ჰქონდა, ანუ ცუდი ყოფაქცევის ბიჭუნა იყო, „პიდარასტი“, რა... აღარ მომეშვა, ხან რა მკითხა, ხან – რა. მეც ვიდექი და ვპასუხობდი. რომ დამაგვიანდა, ბიჭებმა გამომხედეს და გადაირივნენ, მაგ „პიდარასტთან“ დროის ხარჯვას, დროზე ამოდი, ყელი გაშრაო. მოკლედ, კარგად „ჩავუფინეთ“ სასმელი. გავიხედეთ, კარი გაიღო და ერთი ქართველი ბიჭი შემოვიდა, თმა ყალყზე აქვს და სახე შეშლილი. რა დაგემართაო ვკითხეთ. თურმე, იმ „პიდარასტს“ გადაურევია საწყალი. ნომერში შევარდნია და ძლივს დაუღწევია თავი, მისი კლანჭებისგან. ეს რომ გავიგე, ისე მაგრად ვკეტავდი კარს, მერე გაღება მიჭირდა. რად მინდოდა კაცი, ქალები ოხრად მყავდნენ და „პიდარასტს“ გავუყადრებდი თავს? (იცინის)


скачать dle 11.3