გია მურღულიას კოლექციიდან
– მიხო, რა არი, რო ამ ბოლო დროს შენი მანქანით იმ აკორდეონისტს დაატარებ?!
– რავი აბა – მაგნიტაფონი მომპარეს.
***
ბრძოლის შემდეგ მესაფლავე დახოცილებს აგროვებს და საერთო ორმოში ყრის. ოფიცერი უყვირის:
– რას შვრები, რას? ორმოში რატომ აგდებ ამ კაცს – ვერა ხედავ, რაღაცას ჩურჩულებს?!
– ეჰ, ბატონო კაპიტანო, მაგათ ყველას რომ მოუსმინო, რას ჩურჩულებენ, არც ერთი მკვდარი აღარ გვეყოლება.
***
ბებიაქალი ახალდაბადებულ ბავშვს უჩვენებს მამამისს.
– ბიჭია! – ყვირის გახარებული მამა.
– გოგოა! – ცივად პასუხობს ბებიაქალი და თუ შეიძლება, ჩემს ცერა თითს ხელი გაუშვით!
***
– ეს ტრავმა საავტომობილო ავარიის შედეგია?
– დიახ, ექიმო.
– ალბათ მანქანით ძალიან სწრაფად დადიხართ.
– არა, ფეხით დავდივარ ძალიან ნელა.
***
კოსტიუმირებულ საღამოზე ბინის პატრონი ეკითხება სრულიად შიშველ გოგონას, რომელსაც მხოლოდ შავი ფეხსაცმელები და ხელთათმანები აცვია:
– დიდ ბოდიშს კი გიხდით, მაგრამ მინდოდა მეკითხა, ვისი კოსტიუმი გაცვიათ?
– აბა, რას მეკითხებით ცხადია ყვავის ხუთიანისა.
***
– რა გქვიათ?
– ვლადიმერ ალექსანდროვიჩი თუ სერგეევიჩი.
– რა არ იცით, თუ დაგავიწყდათ?
– არა, მე კი ყველაფერი კარგად მახსოვს, მაგრამ, აი, დედაჩემი არ არის დარწმუნებული.
***
საოპერაციოში:
– ექიმო, თქვენ პირადად გამიკეთებთ ოპერაციას?
– დიახ, იცით, ძალიან მომწონს წელიწადში ერთხელ მაინც შევამოწმო, კიდევ მახსოვს რამე თუ არა...
***
განცხადება მრავალსართულიან სახლში:
„ლიფტი არ მუშაობს. უახლოესი ლიფტი მეზობელ სადარბაზოშია”.
***
– ექიმო, მიშველეთ, სულ მეჩვენება, რომ ცხენი ვარ.
– უეჭველად გიშველით, მაგრამ ამას ბევრი ფული დასჭირდება.
– ფული პრობლემა არ არის – გუშინ დოღში გავიმარჯვე.
***
ექიმი ეუბნება პაციენტს:
– 300 მანეთი უნდა გადამიხადოთ ეს კბილი რომ ამოგიღეთ.
– რატომ 300? სხვებს ხომ 100 მანეთს ახდევინებთ?
– საერთოდ, კი, მაგრამ თქვენმა ღრიალმა ორი პაციენტი დამიფრთხო!
***
დიდი ბანკი გაძარცვეს – წაიღეს ორი მილიონი დოლარი, ბანკის მმართველი იქ მისულ რეპორტიორებს ეუბნება:
– დაწერეთ, რომ სამი მილიონია წაღებული – მაგ ნაძირალას სახლში მაინც გაუბრაზდებიან!