ანეკდოტები
იმერელს მეზობელი შეხვდა, ნამტირალევი‚ ცრემლებს იწმენდს.
– დედა‚ ჩემი სიკვდილი! რა გატირებს‚ მოხდა რამე?
– ნაზიკია გარდაიცვალა‚ შალიკიას ცოლი‚ – ასლუკუნდა მეზობელი.
– დედა... რატო არ მოვკვდები‚ ეს რა მოგვივიდა‚ საწყალი... – შემოიკრა ლოყაზე ხელი‚ – რატომ ვარ ცოცხალი‚ უი‚ შე უბედურო‚ ნაზიკო‚ რა ქალი იყავი!.. მოიცა‚ ქალო‚ ვინ ნაზიკია‚ რომელი შალიკიას ცოლი‚ ასეთი ჩვენთან რომ არავინ ცხოვრობს?..
***
„პოლიკლინიკა გადატვირთულია. აბორტზე წარმოებს წინასწარი ჩაწერა 10 თვით ადრე“.
***
– იცით‚ თქვენ განდიდების მანია და არასრულფასოვნების კომპლექსი გაქვთ.
– ეს როგორ? ორივე ერთად გამორიცხულია!..
– არაფერიც არ არის გამორიცხული: თქვენ დარწმუნებული ხართ‚ რომ ყველაზე უდიდესი არასრულფასოვნების კომპლექსი სწორედ თქვენ გაქვთ...
***
ქმარმა დილით გაიღვიძა. სამსახურში წასვლა ეზარება.
– ღმერთო‚ ამ დილაუთენია უნდა ავდგე‚ სამსახურში წავიდე‚ მთელი დღე ვიმუშაო თავჩარგულმა... ამ დროს ჩემი ცოლი სახლში‚ წყნარად უნდა იჯდეს. ქენი ისე‚ რომ შევიცვალოთ როლები!..
უცბად გრძნობს‚ რომ მართლაც ცოლის სხეული აქვს: სიხარულით წამოხტა... ქმრისთვის ყავა მოამზადა... ოჯახისთვის – საუზმე‚ ბავშვები – ბაღისთვის და სკოლისთვის. გზად მაღაზიებში გაიარა‚ პროდუქტი იყიდა‚ სადილი‚ დალაგება‚ ბავშვების მეცადინეობა‚ ვახშამი‚ დაბანა‚ სარეცხი‚ უთო‚ დაწოლა‚ სექსი...
დილით იღვიძებს და ღმერთს შესთხოვს:
– შევცდი‚ ტყუილად მშურდა ცოლის‚ ისევ კაცად მაქციე!
– სიამოვნებით‚ მაგრამ, მხოლოდ ცხრა თვის შემდეგ‚ წუხელ დაფეხმძიმება მოასწარი...
***
ქმარი სახლში ნასვამი მივიდა‚ მაგრამ არ იმჩნევს.
– მთვრალი ხარ?
– არ დამილევია!
– ნასვამი ხარ!
– არ დამილევია-მეთქი!
– აბა‚ თქვი: ჰიდროელექტროსადგური!
– ჰო‚ დავლიე‚ დავლიე!
***
– იცი‚ გინეკოლოგთან ვიყავი‚ ფეხმძიმობა დადასტურდა და, რადგან ეს მხოლოდ იმ დროს შეიძლებოდა, მომხდარიყო‚ ჩვენ რომ ერთად ვისვენებდით‚ ნამდვილად შენი შვილია.... იმდენად‚ რამდენადაც მე ქმარშვილიანი ვარ და შენ – ცოლშვილიანი‚ აბორტი კი დაგვიანებულია‚ სხვა გზა არ მაქვს – თავი უნდა მოვიკლა...
– კარგი‚ ჩემო საყვარელო‚ მე ყოველთვის მქონდა შენი იმედი...