კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: რა არის „მოვალეთა რეესტრი“, რატომ არ შედიან „მოვალეთა რეესტრში“ მის შექმნამდე არსებული აღსრულების მოვალეები? როდის ხდება მოვალის შეყვანა „მოვალეთა რეესტრში“ და შეყვანის შემდეგ ეცნობება თუ არა ამის შესახებ მოვალეს?

პასუხი: „მოვალეთა რეესტრი“ იმ მონაცემთა ერთობლიობაა, სადაც რეგისტრირებულია ყველა ის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირი, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა, ასევე, იმ სუბიექტებისა, რომელთა ქონებაც დატვირთულია იპოთეკით ან გირავნობით), რომელთა მიმართ იძულებითი აღსრულება ამა წლის 1 იანვრიდან დაიწყო. „მოვალეთა რეესტრში“ მოხვედრის შემდეგ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეზღუდება მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ან უძრავი ქონების განკარგვის უფლება. „მოვალეთა რეესტრში“ მოვალის შეყვანა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რომელთა მიმართაც გავიდა ფულადი გადახდევინების თაობაზე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსრულების ქვემდებარე აქტების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის დადგენილი ვადა. აღნიშნულის შესახებ მოვალე მხარეს არ ეცნობება; „სააღმსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდგომ, „მოვალეთა რეესტრში“ იმ პირთა რეგისტრაცია, რომელთა მიმართაც აღსრულება დაიწყო 2010 წლის 1 იანვრამდე, შესაძლებელია, კრედიტორის წერილობითი მოთხოვნისა და მის მიერ რეესტრში მოვალის რეგისტრაციისთვის დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში.

კითხვა: ვისზე გაიცემა ბინადრობის ნებართვა და რა არის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების პირობები?

პასუხი: ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად განცხადების წარდგენის უფლება აქვს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან პირს. 18 წლამდე პირთა საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი თანხმობა.

საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს 6 წლით, საქართველოში 90 დღეზე მეტი ვადით დარჩენის მსურველ იმ უცხოელზე, რომელიც:

ა) საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, თავისუფალი პროფესიის ადამიანზე;

ბ) საქართველოში ჩამოსულია სამკურნალოდ ან სასწავლებლად;

გ) მოწვეულია შესაბამისი დარგობრივი სამთავრობო დაწესებულების მიერ, როგორც მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ან ხელოვნების მოღვაწე და მისი მოწვევა უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს;

დ) არის საქართველოს მოქალაქის მეურვე ან მზრუნველი;

ე) იმყოფება საქართველოს მოქალაქის მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ;

ვ) არის საქართველოს მოქალაქის ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის მეუღლე, მშობელი, შვილი, მშვილებელი, შვილობილი, და, ძმა, ბაბუა ან ბებია.

ზ) რომლის შესახებაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის შეიძლება იყოს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის მსხვერპლი, დაზარალებული „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქარველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

თ) რომელიც მონაწილეობს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის ან კომისიის კომიტეტის მიერ მისი განცხადების განხილვაში.

კითხვა: ოთხი წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე განქორწინებულები ვართ. განქორწინების რეგისტრაციის მომენტისთვის არ მომხდარა ქონების გაყოფა. მაინტერესებს, არის თუ არა შესაძლებელი, განქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ მოვითხოვო ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის მოთხოვნის ვადა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, მკაცრადაა განსაზღვრული და შეადგენს 3 წელს.

კითხვა: როგორ ხდება პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადება და რა სამართლებრივ შედეგებთანაა ის დაკავშირებული?

პასუხი: პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების შესახებ განცხადების შეტანა უნდა მოხდეს განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, განცხადებაში უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნით სჭირდება პირს მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებულად გამოცხადება. აგრეთვე, უნდა მიუთითოთ ყველა ის გარემოება, რომლებითაც დადასტურდება მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების ფაქტი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად პირის აღიარება არის საფუძველი იმისა, რომ აღნიშნული პირის ქონება, მინდობილი საკუთრების სახით, სამართავად გადაეცეს მის მემკვიდრეს.

კითხვა: ჩემმა მშობლებმა გააფორმეს ერთობლივი ანდერძი. გარდაიცვალა მამაჩემი. მსურს, გავაუქმო აღნიშნული ანდერძი. ვის მივმართო?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთობლივი ანდერძის გაცემა შეუძლიათ მეუღლეებს მხოლოდ ურთიერთმემკვიდრეობის შესახებ, აღნიშნული ანდერძის გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ ერთ-ერთ მეუღლეს, თანაც, მხოლოდ ორივე მეუღლის სიცოცხლეში.

კითხვა: გავასესხე თანხა, მაგრამ, აღნიშნულთან დაკავშირებით არ არსებობს შესაბამისი ხელწერილი, თუმცა, მყავს მოწმეები. არსებობს თუ არა რაიმე სამართლებრივი ბერკეტი, რომ ჩემი კუთვნილი თანხა დავიბრუნო?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად, თუმცა, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება, გამოყენებულ იქნას წერილობითი ფორმაც, მაგრამ, თუ არსებობს მხარეთა შორის ზეპირი ხელშეკრულება და მხარე უარს აცხადებს სესხის მიღებაზე, ასეთ შემთხვევაში მარტოოდენ მოწმეთა ჩვენება არ იქნება ვალის არსებობის ნამდვილობის დასადგენად საკმარისი.

კითხვა: შესაძლებელია თუ არა სამკვიდროს მიღება მისთვის დედგენილი 6-თვიანი ვადის გადაცილებისას?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამკვიდროს მიღების ვადა შეიძლება, სასამართლომ გააგრძელოს, თუ ვალის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული.

კითხვა: დაეკისრება თუ არა შვილს ალიმენტი იმ მშობლის სასარგებლოდ, რომელსაც მის აღზრდაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია?

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შვილები ვალდებულნი არიან, იზრუნონ მშობლებზე და დაეხმარონ მათ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ მშობელი თავს არიდებდა შვილის მოვლა-პატრონობას, ასეთ მშობელს ერთმევა შვილის მიმართ ალიმენტის მოთხოვნის უფლება.

კითხვა: ჩემი შვილი კანონის სრული დაცვით იშვილა ბებიამ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენი შვილი ამჟამად ობლად არის დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს ბიოლოგიური მშობლები და დედმამიშვილები. გვსურს, გავაუქმოთ დოკუმენტი, რომლითაც მოხდა გაშვილება, რათა მოვიპოვოთ ჩვენი შვილის მშობლების სტატუსი.

პასუხი: მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გადაწყვეტილება შვილად აყვანის შესახებ ემყარება ყალბ დოკუმენტებს;

ბ) შვილად აყვანა ფიქტიურია;

გ) მშვილებელი სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ იყო ცნობილი;

დ) მშვილებელს ჩამორთმეული ან შეზღუდული ჰქონდა მშობლის უფლება მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისთვის თავის არიდების ან მათი ბოროტად გამოყენების საფუძველზე;

ე) გაშვილება მოხდა მშობლების ან მეურვის თანხმობის გარეშე, სადაც ამგვარი თანხმობა იყო საჭირო;

3) თუ აღმოჩნდება, რომ ბავშვის დაბრუნება ბიოლოგიური მშობლებისთვის ან მეურვისადმი შეესაბამება ბავშვის ინტერესებს.

შვილად აყვანის ბათილად ცნობისას სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, არის თუ არა ამაზე თანახმა ნაშვილები, რომელმაც 10 წლის ასაკს მიაღწია.

შვილად აყვანა შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი იმ პირის მოთხოვნით, რომლის უფლებაც დარღვეულია შვილად აყვანით, აგრეთვე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნით.

მოცემულ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ გაშვილება მოხდა კანონის სრული დაცვით, გაშვილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.


скачать dle 11.3