კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ტერ-მარკოზაშვილი

მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო და მეოცე საუკუნის 20-იან წლებამდე გაგრძელდა ქართველთა გვარების ფორმების შეცვლა. ეს პროცესი ყველაზე თვალშისაცემად აქვს აღწერილი და გადმოცემული ზაქარია ჭიჭინაძეს წიგნში „ქართველი გრიგორიანელები,” ამას მოჰყვა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ როლანდ თოფჩიშვილის ბევრი ბრწყინვალე გამოკვლევა, წიგნები და სტატიები ჟურნალ-გაზეთებში, ასევე წიგნი „ქართული გვარ-სახელები” იაკობ ახუაშვილის თაოსნობით.

1850-იან წლებში, მარტო სომეხი მღვდლები კი არ მომრავლდნენ, არამედ გაჩნდა საქართველოს მთელ რიგ ქართულ სოფლებში გვარზე დამატებული ტერ.

მარკოზი ბერძნული საკუთარი სახელია, ნასესხებია წინაპართა მიერ. ის „მარტში დაბადებულსაც” ნიშნავს. ეს სახელი დაედო გვარ მარკოზაშვილს სათავედ. შვილი მოგვიანებით ოვი-თ შეუცვალეს, ტერ – სომხურად მღვდელია, ასე აღმოჩნდა გვარი ტერ – მღვდელმარკოზაშვილი.

არადა, მარკოზიშვილი აზნაურული გვარია.

1662 წელს, ისტორიულ ცნობაში ვკითხულობთ: „ტერ-მარკოზა, მოწმე ლომისკაცის მიერ მამუკა. ლაბაძისთვის მიცემული მამულის ნასყიდობის წიგნისა.”

მარკოზიშვილი და გარსევანიშვილი ერთმანეთის განაყოფები არიან – აზნაურიშვილები. მოიხსენიებიან 1399 წლიდან.

1405-1428 წლებში, სეფის მწიგნობარი იყო და დამწერი ბევრი შეწირულების წიგნის ვინმე მარკოზიშვილი.

მარკოზოვი, მარკოსოვები, იგივე ქართველი მარკოზაშვილი-მარკოზიშვილები არიან.

საქართველოში 1041 მარკოზაშვილი ცხოვრობს. თბილისში – 292, თელავში – 247, გორში – 210. არიან სხვაგანაც.

56 – მარკოზოვი.

48 – მარკოსოვი.

წკრიალაშვილი

გვარის შესახებ მწირი ინფორმაცია მოიპოვება. ილია მაისურაძე წიგნში „ქართული გვარ-სახელები” მხოლოდ ამას წერს: „წკრიალაშვილი, სობისი (გორის რაიონი)”.

ალექსანდრე ღლონტი, თანამემამულეებისთვის დატოვებულ ისტორიულ წიგნში „ქართველური საკუთარი სახელები,“ წერს: „წკრიალა, გვარში წკრიალაშვილი.”

ასე რომ, გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წკრიალა.

საქართველოში 792 წკრიალაშვილი ცხოვრობს: გორში – 557, თბილისში – 180, კასპში – 19. არიან სხვაგანაც.

სურამელაშვილი

საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის სიტყვაა სურამელი. აქედან გვხვდება გვარი სურამელაშვილი და სახელი სურამა.

სურამელა სურამიდან გადმოხვეწილა და შეჰკედლებია მანუჩარ თუმანიშვილს, რომელსაც გიორგი ბატონიშვილმა მისი წყალობა დაუმტკიცა 1666 წელს.

გვარი გვხვდება ფორმით: სურამელასშვილი, სურამელაშვილი, სურემელაშვილი.

სურამელასშვილი ბაინდერა იყო მოწმე ნასყიდაშვილ გიორგის მიერ ბეჟუა არაქელასშვილის მიცემული ნასყიდობის წიგნში 1695 წელს.

სურამელაშვილი ბერი იყო მოწმე რამაზი ყორღანაშვილის მიერ თავისი განაყოფის, დავითისშვილ ზაალისთვის მიცემული მოწმის ნასყიდობის წიგნში, 1658 წელს.

სურამელაშვილი შაქარა კი იყო მოწმე პაატა თაზიშვილის (აზნაურა) მიერ თავისი განაყოფის ელიზბარისთვის მიცემული ვენახის გაცვლის წიგნში, 1634 წელს.

სალაია

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი სალა, სალი.

ამავე ძირისაა გვარები: სალაძე, სალია, სალიაშვილი, სალიბეგაშვილი.

სალაია მოიხსენიება დღევანდელი ოჩამჩირის რაიონში, სოფელ თხინას მოსახლეობის, 1837 წლის აღწერის სიაში.

სალაიები, ძირითადად, ცხოვრობენ გურიაში.

1621 წელს კი, ერთ-ერთ საბუთში მოიხსენიება ვინმე სალაბეხა – „სალაბეხა კოჩიანას ემართა ბეგარა...”

საქართველოში 55 სალაია ცხოვრობს: ოზურგეთში – 14, რუსთავში – 13, ფოთში – 13, არიან სხვაგანაც.

კელენჯერიძე

ფუძე კელენჯერი, რაჭულ დიალექტში ნიშნავს „ჯიუტს”. აქედან მომდინარეობს გვარი კელენჯერიძე.

სახელი-ეპითეტი კელენჯერი ზესტაფონის რაიონში და სხვაგანაც „მიუდგომელ ადამიანს” აღნიშნავს.

1840-იან წლებში, კელენჯერიძეები ცხოვრობდნენ სოფლებში: კიკნაველეთი, ტაბაკინი.

საქართველოში 856 კელენჯერიძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 408, თბილისში – 128, ქუთაისში – 109, არიან სხვაგანაც.

სამსონია

გვარი მომდინარეობს მამაკაცის საკუთარი სახელიდან – სამსონი.

სამსონი „მზიანს” ნიშნავს. აქედანაა გვარები: სამსონაძე, სამსონიძე, სამსონია.

სამსონიათა გვარი მეთვრამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მოიხსენიება ქვემო ქართლში.

სამსონი იყო ბიბლიური გმირი. საოცარი ძალის და გამბედაობის მქონე პიროვნება.

სამსონია ასევე, მოიხსენიებულია დღევანდელი ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულში.

საქართველოში 507 სამსონია ცხოვრობს: ოზურგეთში – 165, თბილისში – 147, ლანჩხუთში – 79, არიან სხვაგანაც.

უტიაშვილი

უტიაშვილი კახეთში წარმოშობილი გვარია. წარმომდგარია სახელისგან – უტა.

გვარი დაფიქსირებულია მეჩვიდმეტე საუკუნიდან.

უტიაშვილი გარსევანი, ანდრონიკაშვილის ყმა, მამულითურთ, როსტომ მეფემ უწყალობა დემეტრე ანდრონიკაშვილს, 1651 წელს.

გიორგი უტიაშვილი, 1694 წელს, მცხოვრები ვეჯინს ან გურჯაანში, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ყმა, უტა უტიაშვილთან ერთად, ის აბაზყულიმ და შემდეგ ნაზარალი-ხანმა უწყალობა ზაალ ანდრონიკაშვილს.

ასევე, გვხვდება გვარი უტიძე. „უტიძე ტარძნისში მცხოვრები, მამულით შეწირეს სვეტიცხოველს.” (1559 წელი).

საქართველოში 651 უტიაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 513, თბილისში – 98, რუსთავში – 29.

ალექსაია

გურიაში წარმოქმნილ გვარად ჩანს. მათ პირვანდელ საცხოვრისად დასახელებულია ლანჩხუთის სოფელი ქვიანი; ცხოვრობენ ქობულეთში, ბათუმში და თბილისში.

გვარის დამწყებს სახელად რქმევია ალექსა (ალექსი).

მოიხსენიება ძველ საბუთებში.

ალექსი ნასესხებია ბერძნულიდან. ბერძნებში ალექსი იგივეა, რაც მცველი, ალექსანდრე კი მამაც, ხალხის მხსნელს ნიშნავს.

საქართველოში 63 ალექსაია ცხოვრობს: ლანჩხუთში – 45, თბილისში – 12, ბათუმში – 6.

მესტვირიშვილი-გრიგოლაშვილი

გვარის ფუძეა ხელობის აღმნიშვნელი სახელი მესტვირე, რაც სტვირის მკეთებელს, დამკვრელს ნიშნავს.

1781 წელს, სოფელ კოდაში მოიხსენიება მესტვირე ალთუნა აზიაშვილი.

გრიგოლ მესტვირიშვილისგან საფუძველი ჩაეყარა გვარს გრიგოლაშვილი. ეს გვარი გვხვდება დამოუკიდებლად გაჩენილ გვარადაც.

საქართველოში 790 მესტვირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 372, თელავში – 150, თეთრი წყაროში – 112. არიან სხვაგანაც.

96 – გრიგოლაშვილი: თბილისში – 61, ქუთაისში – 12, ბორჯომში – 4. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მოამზადა ნონა დათეშიძემ


скачать dle 11.3