კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით დაშორდა ერთმანეთს ნახევარდა-ძმა და ვის ეძებს 26 წლის გოგონა ბათუმში

26 წლის ლია რეზოს ასული ნეკრასოვა ეძებს დაახლოებით 40-45 წლის სულიკო რეზოს ძე მოფრინაძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ნახევარძმას, დაახლოებით 40-45 წლის სულიკო რეზოს ძე მოფრინაძეს. სამწუხაროდ, მამაჩვენის დასაფლავების შემდეგ ჩვენ ერთმანეთი არ გვინახავს. ბოლოს სულიკო 1994 წელს ვნახე. ორი წელია, რაც ძმას ვეძებ და ვერ ვპოულობ. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მის პოვნაში. ბოლოს სულიკო როდესაც ვნახე, 10 წლის ვიყავი. დიდი იმედი მაქვს, რომ ძმას ვიპოვი.

– როგორ დაკარგეთ დედმამიშვილებმა ერთმანეთი? მოგვიყევით, რა მიზეზით ვერ პოულობთ ძმას?

– სანამ მამაჩემი დედაჩემს შეხვდებოდა, მას უკვე ჰყავდა ოჯახი და სამი შვილი (ჩემი ნახევარდები და ნახევარძმა): სულიკო, ლია და მაგული მოფრინაძეები. როგორც ვიცი, მამას პირველ ოჯახთან ვერ აეწყო ურთიერთობა და ის საქართველოდან ხარკოვში გადავიდა. აქ მოხდა ჩემი მშობლების შეხვედრა. 1983 წელს კი დავიბადე მე – ლია რეზოს ასული ნეკრასოვა (დედის გვარს ვატარებ). დედა – იულია გრიგორის ასული ნეკრასოვაა. სანამ მამა ცოცხალი იყო, ჩემი ნახევარძმა ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან ხარკოვში. მამაც ხშირად ჩადიოდა მათთან, მაგრამ ჩემი ნახევარდები ჩვენთან არასდროს ყოფილან. მახსოვს, ჩვენთან ჩამოდიოდა ხოლმე მამაჩემის ძმაც – მევლუდ მოფრინაძე. სამწუხაროდ, ბიძის ფოტო არ მაქვს. მამის გარდაცვალების შემდეგ ჩვენ შორის კავშირი შეწყდა. არაფერი ვიცი მათ შესახებ, რადგან მას შემდეგ არც ერთხელ არ მინახავს ისინი. მე და ჩემმა ძმამ ბოლოს ერთმანეთი მამაჩემის გარდაცვალების დროს ვნახეთ. ეს მოხდა 1994 წელს.

– რა იცით კიდევ თქვენი ნახევარძმის შესახებ, მაგალითად, მისი ბოლო მისამართი თუა თქვენთვის ცნობილი?

– როგორც ვიცი, ჩემი ნახევარძმა, სულიკო, ცხოვრობდა ქალაქ ბათუმთან, ქობულეთის რაიონის სოფელ ბუქნარში (არ ვარ დარწმუნებული სახელწოდების სისწორეში). ძალიან მინდა, ვიპოვო ის და აღვადგინოთ ჩვენი ურთიერთობები. თუკი ჩემს ნახევარდებს ვიპოვი და ისინიც მოისურვებენ ჩემთან ურთიერთობას, ბედნიერი ვიქნები, თუ არა, მაშინ ძმა მაინც მინდა, ვიპოვო. ამჟამად უკვე 26 წლის ვარ და უკვე სამი წელია, რაც ჩემი ოჯახი მაქვს. საცხოვრებლადაც სხვა ქალაქში გადავედი. მყავს ორი წლის შვილი და ძალიან მინდა, რომ ჩემი შვილი და ბიძამისი ერთმანეთს იცნობდნენ. როგორც უკვე გითხარით, ჩემი და ჩემი ძმის ბოლო შეხვედრა მამაჩვენის დასაფლავებაზე მოხდა. მე მაშინ 10 წლის ვიყავი და, ბუნებრივია, ყველა დეტალი არ მახსოვს. ვიცი, რომ იმ დროისთვის ჩემი ძმა უკვე დაოჯახებული იყო და ჰყავდა ერთი ვაჟიშვილი, მის სახელს ვერ ვიხსენებ. მე და სულიკო ერთმანეთისგან ტერიტორიულად ძალიან შორს ვცხოვრობთ და ამიტომ მასთან კავშირი ყოველთვის მირთულდებოდა. ჩვენი დაშორება კი მაშინ დაიწყო, როდესაც ჩემს გაგზავნილ წერილებზე პასუხს არ ვიღებდი. წლების განმავლობაში მე ვცხოვრობ რუსეთში. საქართველოში ჩამოსვლა გულით მინდა, მაგრამ, ჯერ უნდა გავიგო, სად არის ჩემი ძმა, რომ მასთან ჩამოვიდე. ჩემი ყველა ცდა, დამოუკიდებლად მეპოვა სულიკო, უშედეგოდ დამთავრდა, ამიტომ, გადავწყვიტე, ის სპეციალური სამძებრო საიტებით მეძებნა. მოგაგენით თქვენ და მოგწერეთ. ამიერიდან ყოველდღე შევამოწმებ ჩემს ელექტრონულ ფოსტას წერილის მოლოდინში.

– მაინც, სად მოხდა ტერიტორიულად თქვენი ბოლო შეხვედრა ძმასთან და რა მონაცემებს ფლობთ მის შესახებ? როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა, რომ ის საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წასულიყო?

– სამწუხაროდ, ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობის და ტერიტორიული დაშორების გამო ინფორმაცია, რომელსაც მე ჩემი ძმის შესახებ ვფლობ, ძალიან მწირია, ამიტომ, ნამდვილად ვერ გეტყვით, შეეძლო თუ არა მას საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში წასვლა, ჰქონდა თუ არა მას ამის საშუალება. ძალიან მინდა, რომ ვიპოვო ჩემი ძმა და აღვადგინო მასთან კონტაქტი. განსაკუთრებით ვნერვიულობდი აგვისტოს ომის დროს, რადგან, ნამდვილად არ ვიცი, ამჟამად სად ცხოვრობს სულიკო ან რა ბედი ეწია მას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგადაა და ჩვენი დაშორება და ურთიერთობის დაკარგვა შემთხვევითობის ბრალია.

– იმ შემთხვევაში, თუკი იპოვით ერთმანეთს, როგორ მოხდება თქვენი შეხვედრა და როგორ ფიქრობთ, ძმა თუ გეძებთ თქვენ?

– ნამდვილად არ ვიცი, იყო თუ არა ჩემი მოძებნის მცდელობა ჩემი ძმის მხრიდან, მაგრამ, მე ძალიან მინდა, ვიპოვო სულიკო. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ღვიძლი ძმა არ არის, მაინც მიმაჩნია, რომ ჩემი სისხლი და ხორცია და ყოველთვის თბილად მახსენდება. ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრა, რომელიც ღმერთს ვთხოვ, რომ შედგეს, ძალიან ემოციური იქნება.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3