კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბედის ტორეადორი



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹28-38(456)



„ჭეშმარიტი ტორეადორი არენაზე კვდება”, – არ ვიცი, ვის ეკუთვნის ეს სიტყვები, მაგრამ როცა გავეშებულ ხარს ცხვირწინ წითელ ქსოვილს უფრიალებ და უეცრად აგიჟებ, იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ ადრე, თუ გვიან, რქებზეც წამოგაგებს. პირადად მე, კორიდა აბსოლუტურ უაზრობად და რაღაც ველურ გადმონაშთად მიმაჩნია. შეიძლება იმიტომ, რომ არასოდეს მინახავს. ტელეეპიზოდები ანგარიშში ჩასაგდები არ არის. ვინ იცის, თუკი სტადიონზე, ერთხელ მეც აღმოვჩნდები და ხალხით სავსე ტრიბუნიდან გადარეულ ხარსა და სიკვდილთან მოთამაშე ტორეადორს ყიჟინით გავამხნევებ, იქნებ, აზრი შემეცვალოს კიდეც. იქნებ, იმ ტორეადორსაც გავუგო და აღარ მივიჩნიო თვითმკვლელად. ალბათ, მთამსვლელებს უკეთ ესმით ტორეადორების. ჩვეულებრივი, ყოფითი პრობლემებით გარემოცული ადამიანისთვის კი, რომელსაც შხარას სიმაღლეზე მეტად გაზის გაძვირებული ტარიფი აშფოთებს, ეს ყველაფერი ძნელი გასაგებია. ნუ მოსთხოვთ მას, გაითავისოს თავგანწირვის სიტკბოება. მით უმეტეს, ვერ მიხვდება, რატომ უნდა გაირთულო ცხოვრება, როცა შეიძლება მარტივად იცხოვრო.

... ვახომ ნამძინარევი სახე მეგობრისკენ მიაბრუნა და დაამთქნარა. აშკარად არ იყო მისი ვიზიტით აღფრთოვანებული. ბედნიერი და ცხოვრებით კმაყოფილი არც ნიკუშა ჩანდა. ვახოს მოურიდებლად მოკიდა მხარეზე ხელი და შეანჯღრია.

– ვაა, შენ ვინა ხარ, ტო... მოიცადე რა, თვალი გავახილო, – აბუზღუნდა ვახო.

– რით ვერ გამოფხიზლდი. თხუთმეტი წუთია აქ ვარ.

– კარგი რა, ტო... როდის აქეთ აქვს შენთვის დროს მნიშვნელობა. დალოცვილო, დილაუთენია რომ მივარდები სახლში, არ უნდა იკითხო, სტუმრების მისაღებად მზად ვარ, თუ არა?!

– მე სტუმარი ვარ, შე დებილო?

– ოჯახის წევრიც რომ არა ხარ, ფაქტია. ფაქტს რა წონა და დატვირთვაც აქვს, ესეც მოგეხსენება, – ნიშნის მოგებით ჩაიცინა ვახომ, მაგრამ ნიკუშას მოჟამულ სახეს რომ შეხედა, ამოიოხრა, – ჰო კარგი. წავალ, პირს ცივი წყლით დავიბან. ისე, ქალი რომ მყოლოდა, რას აპირებდი, ქალთან ერთად რომ დაგხვედროდი?

– წადი, წადი. მართლა არ გაწყენს ცივი შხაპი, – ხელი იქითკენ გაიშვირა ნიკუშამ, საითაც აბაზანა ეგულებოდა.

– ჭკუასაც რომ მასწავლის, რა გინდა, ტო, ბოლო უნდა მომიღო?! გუშინ არ გნახე? თუ მართლა საქმე გქონდა, ვერ მითხარი? ან ოთხი-ხუთი საათიც მოგეცადა და მოვეთრეოდი სამსახურში. მოეთრეოდი შენც და იქ მეტყოდი, რა ცეცხლის წაკიდება გჭირს ამისთანა.

– გეყოფა წუწუნი. ვიცოდი, რომ მარტო იქნებოდი.

ვახომ ხელები გაშალა.

– ვაიმე, ამას ვის გადავეყარე. გოგო მაინც იყო, გიშვილებდი.

ნიკუშას გაეცინა.

– ვითომ გოგო რა არის? რითია ბიჭზე უკეთესი?!

– რა ვიცი, აბა, – მხრები აიჩეჩა ვახომ, – გოგოს გაზრდა უფრო ადვილი მგონია. თან ერთი უკვე მყავს.

– გეხვეწები, ნუ ბუზღუნებ. ძალიან გთხოვ. სერიოზულ საქმეზე მოვედი, ვერც წარმოიდგენ, ისეთ სერიოზულ საქმეზე.

– შენ და სერიოზული საქმე?! – ამოიხვნეშა ვახომ და სიგარეტის კოლოფს დაუწყო ძებნა, – მოვწევ, თორემ ისეთი სახე გაქვს, ვიცი, კიდევ რაღაც სისულელეს მეტყვი და გამაგიჟებ.

– გეუბნები, სერიოზულ საქმეზე მოვედი-მეთქი. მგონი რაღაც ხდება.

– ჰო, „რაღაც” ნამდვილად ხდება, შენ ტვინი გაქვს არეული და მეც გინდა, ამირიო.

– არ შეგიძლია დაჯდე და ჩუმად მომისმინო?! ძლივს გავათენე. მეგონა, მზე აღარასოდეს ამოვიდოდა.

– ეე, შენ მაგრად აურიე... სიყვარული დაგიმჟავდა და გაგირთულდა. რაც დრო გავა, კიდევ უფრო მაგრად გაჭედავ. აქ კი არ უნდა მოსულიყავი, იქ უნდა წასულიყავი, სადაც შენს უბედურებას უშველიდნენ.

– რას გულისხმობ?!

– რას ვგულისხმობ და იას. იასთან უნდა მისულიყავი. მარტო ის თუ განგკურნავს და დაგაბრუნებს დედამიწაზე. სანამ კიდევ შეიძლება შენი ამქვეყნად მობრუნება, თორემ მალე გვიან იქნება.

– გაჩუმდი, რა... – გაბრაზდა ნიკუშა, – მეც მაგარი სულელი ვარ, შენ რომ მოგადექი. ტვინი უკუღმა გაქვს ჩადებული, მაგ გასიებულ თავში.

– შეურაცხყოფის გარეშე, თუ შეიძლება, – ვახომ თავზე გადაისვა ხელი და შეუმჩნევლად ვიტრინის სარკეში ჩაიხედა, – შენ რა, ჩემზე პატარა თავი გაქვს. იმდენი გაგიხმეს ეგ თავი! – მიაწყევლა მეგობარს წყევლაში გაწაფული დედაბერივით.

ნიკუშამ ხელი ჩაიქნია.

– ვიცოდი რა, ვიცოდი, რომ ტყუილად მოვდიოდი. ჩემმა მტერმა გიყურა შენ ახალგაღვიძებულს, ბოდიში, რომ გამოძინების საშუალება არ მოგეცი. მეტად აღარ შეგაწუხებ.

– დაეგდე! – ვახომ სიგარეტს მოუკიდა, – მართალი ხარ. ახლაგაღვიძებული მაგარი „მყრალი” როჟა ვარ. შეიძლება ამიტომაც ვერ მიძლებენ ცოლები, პანტა-პუნტით რომ გამირბიან. მაგრამ, უკვე გამოვფხიზლდი და მზად ვარ, ყველაზე დიდი სისულელეც კი მოვისმინო. თუ შენ ამით რამე გეშველება.

ნიკუშამ შუბლი მოისრისა.

– რაღას უცდი, გისმენ.

– არ ვიცი, საიდან დავიწყო, – ყოყმანით ჩაილაპარაკა ნიკუშამ, ვახოს სიგარეტის ბოლი გადასცდა.

– გიჟი ხარ, რა! – თქვა, როცა ხველას მორჩა და ცოტა სული მოითქვა, – ნამდვილი გიჟი. სანამ დილაუთენია, უხეირო ტოროლასავით თავზე დამატყდებოდი და გულს გამიხეთქავდი, ვერ დაჯექი და ვერ მოიფიქრე, აქ მოსულს რა უნდა გეთქვა?!

– ვიცი, რაც უნდა ვთქვა. ვიცი, – შეუბღვირა ნიკუშამ და წარბშეკრული დაემუქრა, ვახო, თუ ყოველ წუთში შემაწყვეტინებ, მაგ უაზრო კომენტარებით, იცოდე, ღამემდე აქ დავრჩები და არც დაძინების საშუალებას მოგცემ.

მუქარამ გაჭრა. ვახომ ხელები გაშალა დანებების ნიშნად და ამოიოხრა.

– ღმერთო, შენ ყველაფერს ხედავ. რა შეგცოდე ამისთანა, სხვა სასჯელი მაინც დაგედო ჩემთვის.

– შენ ჩვენი სახლი გახსოვს? – ჰკითხა ნიკუშამ მოულოდნელად, ისე, რომ მისი გოდებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. ვახოსთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ეს შეკითხვა და ისე გაუკვირდა, ერთბაშად ვერაფერი უპასუხა.

– იცი, რას გეკითხები, ჩვენი ძველი სახლი თუ გახსოვს?

– აურიე? რა ძველი სახლი. რას ბოდავ. სულ მაგ სახლში არ ცხოვრობ?

– ვახო, ცოტა ძალა დაატანე გონებას და მიხვდები, რას გეკითხები, გაღიზიანდა ნიკუშა.

– ვერ ვხვდები და ინკვიზიტორივით ნუ მიყურებ. რა ვქნა, არა ვარ შენნაირი გამჭრიახი. თან სერიოზული საქმე მაქვსო...

– მაქვს. შემიძლია, მილიონი ვიშოვო. თანაც ორი, ორი მილიონი.

– ვაა! რას მეუბნები, ტო, ჰოო! ეს მართლა სერიოზულია, დოლარი თუ ლარი.

– დოლარი, შეიძლება ევროც. ორი მილიონიც პირობითად ვთქვი. შეიძლება, მეტიც იყოს. ვახომ ხელები მომუშტა. დახედა. მერე გაშალა და ხელისგულებს ჩააშტერდა.

– ორი მილიონი დოლარი, ან ევრო, ეგ პირობითად რას ნიშნავს, კარგად ვერ გავიგე, მაგრამ დაახლოებით იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ორჯერ მეტის შანსიც არსებობს.

– ჰო, არსებობს.

– მდა, ორ მილიონ ევროდ ნამდვილად ღირდა ჩემი გაღვიძება. გმადლობ, ჩემი გახარებისთვის. ისე, სიზმარშიც ამას ვხედავდი.

– რას? – დაეჭვდა ნიკუშა.

– როგორ ვბანაობდი ფულში.

– შენ რა, დამცინი?

– მე კი არა, შენ დამცინი. რა მილიონები აგიტყდა ამ დილაუთენია. ვინ გაძლევს.

– ჯერ არავინ, მაგრამ „იმას” აქვს.

– ვის „იმას”? – ვერ მიხვდა ვახო.

– „იმას” ერთ დროს დედაჩემად რომ იწოდებოდა.

– ახალი ამბავი. შენს მამინაცვალს ფული თავზე საყრელად რომ აქვს, დიდი ხანია შენც იცი და მეც. თუ მაგის შეხსენება გინდოდა, ტელეფონი აგეღო და დაგერეკა. რაღას მორბოდი.

– არ შეგიძლია, ორი წუთით მაინც გაჩუმდე?! – გაცხარდა ნიკუშა. ვახომ პირზე აიფარა ორივე ხელისგული. აქაოდა, მორჩა, ხმას აღარ ამოვიღებო.

– მოკლედ, გოგიჩამ მითხრა, რომ დედაჩემზე მთელი სიუჟეტი ყოფილა ტელევიზორში.

– რა ყოფილა? – თვალები გაუფართოვდა ვახოს.

– სიუჟეტი. წარმოგიდგენია?! ტელევარსკვლავობაღა აკლდა. არაფრით მანებებს თავს. ეტყობა, ამ კოშმარიდან ვერასოდეს გამოვალ, – ნიკუშამ სიგარეტის კოლოფისკენ გაიწოდა ხელი. ვახომ სანთებელა გადაუგდო.

– გეუბნებოდი, არ შეიძლება ისე მოქცევა, როგორც შენ იქცევი-მეთქი. რატომ უნდა დარჩეს ამხელა ქონება, ვიღაც ფრანგის ნაბიჭვრებს.

– ვინ ნაბიჭვრებს? იმ ფრანგს შვილები არ ჰყავს.

– მით უმეტეს. ვაა! გამაგიჟებ მე შენ, გამაგიჟებ. ხომ იცი, რომ წარსულს ვერ შეცვლი. ამის გაკეთება შენ არ შეგიძლია. მამაშენი ცოცხალი რომ ყოფილიყო, სხვა საქმეა, მაგრამ აღარ არის ის კაცი და, რა გინდა, რომ ქნა?!

– მერე, რატომ აღარ არის? – იფეთქა ნიკუამ. ვახო გაშრა.

– რა ვიცი, ტო, ვინ რატომ კვდება, მაგას მე ვინ მეტყვის? საიქიოს საკითხების ექსპერტი კი არ ვარ.

– ვერ ვხვდები, როგორ შეგიძლია, ყველაფერზე იმაიმუნო. ერთხელ მაინც იყავი სერიოზული. ვერ ხედავ, როგორ ვნერვიულობ?

– ვხედავ და მინდა, როგორმე გაგამხნევო. მართლა რომ იფიქრო სიტუაციის მოგვარებაზე, არ იქნებოდა ცუდი. კანონით, ყველაფერი შენ გეკუთვნის.

– ფეხებზე მკიდია კანონი! მაგ ქალის არაფერი მჭირდება. საერთოდ არაფერი. მაგრამ ის ნახატი სხვა რაღაცაა. შენ ამას ვერ გაიგებ. გაგიჭირდება გაგება, ჯერ მეც ვერ გავერკვიე წესიერად.

– ნიკუშ, სრულ ჭკუაზე ხარ? ვერ ატყობ, რომ ბოდავ. გამაგებინე, რა ხდება შენს თავს?

– ის ხდება, რომ... ნიკუშამ ხელი ჩაიქნია...

სახლი არეული იყო. იატაკზე წებოვანი, შესაფუთი ქაღალდის ნაგლეჯები ეყარა. სავარძელზე კი ცარიელი საკიდები. ელენე ფანჯარასთან, სარწეველა სავარძელში იჯდა. ნელა ირწეოდა და თვალმოჭუტული კედელზე დაკიდებულ ნახატზე იყო მიშტერებული... ნიკუშას შესვლა არ გაუგია... ბიჭი ცარცივით იყო გაფითრებული. აკანკალებულ ხელებს ზურგისაკენ მალავდა. ეგონა, მისთვის ყველაფერი სულერთი იყო, მაგრამ ერთბაშად მიხვდა, რომ ეს ქალი, ძალიან ბევრს ნიშნავდა მისთვის. იმდენად ბევრს, რომ შეეშინდა, მოზღვავებულ გრძნობას ნაპირი არ გადმოელახა და არ ატირებულიყო. ელენემ შვილი მხოლოდ მაშინ დაინახა, როცა ბიჭმა ოთახიდან გასვლა გადაწყვიტა და კარისკენ შებრუნდა.

– ნიკოლოზ, არ წახვიდე! რაღაც უნდა გითხრა. აუცილებლად უნდა გითხრა... სხვანაირად ამ ტვირთით ვერ ვიცხოვრებ.

ბიჭის მზერაში ირონია გაჩნდა.

– კარგია, ნიკოლოზი, რომ დამიძახე. აღარაფერი დარჩა.

– ნუ ამბობ ამას. ნუ ამბობ. მე დედაშენი ვარ და ყოველთვის დავრჩები შენს დედად.

– მხოლოდ ბიოლოგიური თვალსაზრისით. ეს ისეთი ფაქტია, რომელსაც ვერსად წავუვალთ, მაგრამ ცხოველი არ ვარ, რომ ინსტინქტებით ვიცხოვრო. ის დამაკავშირებელი ძაფი გაწყდა, რომელსაც ერთმანეთთან უნდა დავეკავშირებინეთ. მე ვერ დამაბრალებ ამას.

– ვერც მე დავიბრალებ. არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ, მაგრამ ცხოვრებას ვერ შევებრძოლებით. საამისოდ ძალა არ გვეყოფა.

– მე არაფერი მაქვს ცხოვრებასთან საბრძოლველი. შენ კი, საკუთარ გრძნობებს ვერ გაუმკლავდი. როგორ არ გრცხვენია. ნუთუ, წმინდა აღარაფერი შეგრჩა.

– შვილო! – ქალი წამოდგა და ბიჭისკენ გაიწია.

ნიკუშა მოიღუშა და ზიზღით შეაჟრჟოლა... ქალი დააფრთხო იმ სიცივემ, რომელიც მისი მზერიდან მოდიოდა.

– შენ გძულვარ?! – შესძახა შეძრწუნებულმა, – კი, მაგრამ ასეთი რა დავაშავე?

– არ მინდა, ამ კითხვაზე არ გიპასუხებ. შენს თავთან იყავი მართალი. იმიტომ რომ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. დღეს გაემგზავრები და ამით ყველაფერი მორჩება.

– არა. არ მორჩება. არ შეიძლება დამთავრდეს. ნუ ფიქრობ, რომ ადვილია ჩემთვის, შენგან შორს ყოფნა.

– მაგრამ მაინც მიდიხარ...

– რა აზრი აქვს, ჩემს დარჩენას. მითხარი, რომ გჭირდები. მითხარი და ახლავე უარს ვიტყვი ყველაფერზე. ძაძებს ჩავიცვამ და მამაშენის სურათთან დავჯდები.

ნიკუშამ გაიცინა.

– რა ფარისეველი ხარ. ძაძების ჩაცმის სურვილი გულიდან უნდა მოდიოდეს... მამაჩემის სურათთან დაჯდები, რომ ახლა მისი სული შეურაცხყო? გგონია, ამის უფლებას მოგცემ? ის არ გყოფნის, რაც ცოცხალს გაუკეთე?

– ისევ იმას იმეორებ. რა გავაკეთე, მითხარი, რა გავაკეთე?!

– მომეშვი, თუ არ გინდა, რომ შეურაცხყოფა მოგაყენო.

– შეურაცხყოფაც უნდა მომაყენო?! – ქალს ხმა აუთრთოლდა და თვალები ცრემლებით აევსო, – ნუთუ, კარგი არაფერი გამიკეთებია შენთვის.

– რაც გაგიკეთებია, ყველაფერს დიდი, წითელი ხაზი გადაუსვი. ორივესთვის, შენთვისაც და ჩემთვისაც, იდეალური ვარიანტი იქნება, თუკი გაემგზავრები, თანაც, რაც შეიძლება შორს.

– მერე, შენ? – საცოდავად წამოიძახა ელენემ.

– მე აქ დავრჩები.

– ფულს ყოველთვე გამოგიგზავნი.

– არ მჭირდება. შეგიძლია, არ შეწუხდე. შენი ფული შენვე მოიხმარე. ეგ არის, რაც მართლა გიყვარს.

– შენც მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ.

– რომ გყვარებოდი, ცხოვრებას არ დამინგრევდი. შენთვის ეგ ნახატი უფრო ძვირფასია, ვიდრე საკუთარი შვილი. ისეთი სიყვარულით უყურებდი, ჩემთვის ასე არასოდეს შემოგიხედავს.

– ეს... ეს... უსამართლო ბრალდებაა. უბრალოდ, ვფიქრობდი წამეღო, თუ აქ დამეტოვებინა.

– ყველაფერი წაიღე, ყველაფერი... რაც შენს თავს გამახსენებს. იმიტომ, რომ მინდა საერთოდ წაგშალო ჩემი ცხოვრებიდან... – მთელი ხმით იბღავლა ნიკუშამ და კარი გაიჯახუნა...

ბატონი ზურაბი ბოლთას სცემდა სასტუმრო ოთახში და ფიქრობდა, ვისზე ამოენთხია დაგროვილი ბოღმა. ცოლი ამ საქმისთვის არ გამოადგებოდა. დიანა თავისი უემოციობით და სიმშვიდით, უარესად აუშლიდა ნერვებს. საერთოდ ჭკუიდან გადაჰყავდა.

– გშია? ტოლმა გვაქვს, არ შეჭამ?

– რა დროს ტოლმაა. ერთხელ მაინც მიხვდი, რას ვგრძნობ და რას განვიცდი. დღეს გამიცანი, თუ რაშია საქმე?! რისთვის სჭირდება კაცს ცოლი. დაფიქრდი, ხომ შეიძლება?! ქათმის ტვინი გაქვს, თუ რა უბედურებაა.

– რატომ ნერვიულობ, ძვირფასო. ისევ წნევა აგიწევს. ცუდად გახდები...

– გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს. რატომ არ მითხარი, ბავშვი პარიზში რომ მიდიოდა. რამდენჯერ გაგაფრთხილე, არაფერი დამიმალო-მეთქი.

– არც დამიმალავს. დილით გითხარი.

– დიანა, გაჩუმდი! რომელ საათზე მითხარი, ქალო! თვითმფრინავი ჰაერში იყო უკვე!

– როცა გაიღვიძე, მაშინ გითხარი. თინიკომ რომ დარეკა, შენ გეძინა და ხომ არ გაგაღვიძებდი.

– წნევა ამიწევდა, ხო?! – სიბრაზისგან გაწითლდა კაცი, – კარგი, და შენი აზრით, ახლა რა უნდა ვქნა. გულზე ხელები დავიკრიფო და მშვიდად დაველოდო, როდის მოსწყინდება შენს ქალ-სიძეს პარიზის ღირსშესანიშნაობებით ტკბობა და დაბრუნებას ინებებენ!

– ვერ გამიგია, რატომ ბრაზობ, – მხრები აიჩეჩა ქალმა, – ჩამოვლენ, იქ ხომ არ დარჩებიან. ბავშვი ჩვენთან არის. მართლა, მძღოლი მივიდოდა უკვე, სკოლაში არ დააგვიანდეს...

დიანა მშვიდი სახით გავიდა ოთახიდან, ზურაბმა გამეტებით დაჰკრა მუშტი მაგიდის ზედაპირს. „როგორ მოვტყუვდი, როგორ შევცდი, რომ ეს უტვინო შევირთე ცოლად. მაშინ მეგონა, სწორ ნაბიჯს ვდგამდი. არასოდეს არ უნდა თქვა უარი იმაზე, რისკენაც გული მიგიწევს. ეს სასჯელია ჩემი დაუფიქრებლობისათვის. ნეტავ, რამდენი წელი უნდა გავიდეს კიდევ, რომ სინანულმა არ შემაწუხოს. მეყოფა კი დრო? რამდენ ხანს ვიცოცხლებ?! ჩემს სიძეს ჰგონია, საფლავში წავიღებ მილიონებს. ამბიცია კლავს, რომ ჩემზე მაგარია. ცხვირმოუხოცავი ღლაპი. ეს ჩემი შვილი კი, ნამდვილი შტერია. სულ დედამისს დაემსგავსა. საკუთარი ცხვირის წინ ვერაფერს ხედავს. ვაჟბატონი გამეპარა. მიხვდა, რომ დავმოძღვრავდი და აორთქლდა. ქალბატონიც უკან დაეკიდა. ჩერჩეტი. რომ დავურეკო, რა ვუთხრა. რა აზრი აქვს...

– დიანა! დიანა! – დაუძახა ცოლს.

– რა გაყვირებს, ძვირფასო. ზუკას ვასაუზმებ.

– თინიკო რომ დარეკავს, მაშინვე დამალაპარაკე. არ დაგავიწყდეს, იცოდე.

– თუ გინდა, რომ რამე ჩამოგიტანოს, მე მითხარი და გადავცემ. თორემ, შეიძლება, ისეთ დროს დარეკოს...

– დიანა, გაჩუმდი და რასაც გთხოვ, ის გააკეთე. რაც მეტს ლაპარაკობ, მეტ სისულელეს ამბობ. წადი, წადი, ბავშვს მიხედე. მაგის აღზრდასაც მე თუ არ მოვკიდე ხელი, ისეთ ბოთეს გაზრდით, როგორიც მამამისი იყო. მით უმეტეს, რომ არც მამინაცვალი ბრწყინავს. დედაზე ხომ საერთოდ აღარ ღირს ლაპარაკი. ოჰ, ზურაბ, რა მაგრად შეგეშალა, რა მაგრად...

– რაზე ამბობ, ძვირფასო? რა შეცდომა დაუშვი? რამე მოხდა?!

– დიანა, გეხვეწები, გადი და მიხედე საქმეს. ჭკუიდან არ გადამიყვანო!

ქალმა ისევ მშვიდად გაიხურა კარი. ზურაბმა ამოიოხრა. კომოდთან მივიდა და უჯრაში გადამალული სიგარეტი ამოიღო... ქალი იმაზე ჯიუტი გამოდგა, ვიდრე წარმოიდგენდა. ვერ ხვდებოდა, სჯიდა ამ სიჯიუტით, თუ პრინციპულად აღარ უნდოდა მასთან ურთიერთობა. ზარებს არ პასუხობდა. სცადა და რამდენჯერმე სხვა ნომრიდან დაურეკა. როგორც კი, მისი ხმა გაიგო, მაშინვე გაუთიშა. პატარა ბიჭივით, უკან ხომ არ დაუწყებდა დევნას. თუმცა, პატარა ბიჭივით უძგერდა გული და ადგილს ვერ პოულობდა. ნელ-ნელა დაიბოღმა და მთელი აგრესია, რომელიც დაუკმაყოფილებელმა სურვილმა დაუგროვა, მეტოქის წინააღმდეგ მიმართა. დასანახად ვეღარ იტანდა. გალიაში გამომწყვდეული მხეცივით ბრდღვინავდა, როცა მის მითითებებს ისმენდა. მოთმინების ძაფი მაშინ გაუწყდა, როცა ცოლისთვის მძღოლის შერჩევა დაავალა, უფრო სწორად, მასწავლებლის, რომელიც მანქანის მართვას ასწავლიდა.

– ვინმე სანდო მინდა, ხომ გესმის. ისეთ დროში ვცხოვრობთ, ყველაფერს გამადიდებელი შუშით უნდა დააკვირდე. კი არ ვეჭვიანობ. უბრალოდ, მეშინია, ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს: რომ წარმოვიდგენ, შეიძლება ელენე მოიტაცონ, ძარღვებში სისხლი მეყინება.

ზურაბმა ოფლით დაცვარული შუბლი ცხვირსახოცით მოიწმინდა და პერანგის საყელო მოიღეღა. სული ეხუთებოდა.

– ფანჯარას გავაღებ, რა ნიკოლოზოვიჩ! ძალიან ცხელა.

– გააღე. ცხელა? არ შემიმჩნევია. ჰო, რას გეუბნებოდი?! მეშინია-მეთქი. ხალხს ჰგონია, რომ მილიონერი ვარ. მანქანაც და ცოლიც ერთად ვის ვანდო. არადა, ძალიან უნდა საჭესთან დაჯდომა. მეც მინდა. მოუხდება მანქანა, ძალიან გამიმართლა, ელენე რომ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აღარც კი მახსოვს, რას ვაკეთებდი, როცა ის არ მყავდა.

ზურაბს გაღებულმა ფანჯარამაც ვერ მოჰგვარა შვება. ცხვირსახოცი გასაწური გაუხდა. ოფლმა პერანგი დაუსველა.

– კარგად ხარ? – სერგიმ შეშფოთებულმა შეხედა თავის მოადგილეს, – ცუდი ფერი გაქვს.

– ზაფხული საშინლად არ მიყვარს. სიცხეში სუნთქვა მიჭირს, – ამოიზლუქუნა ზურაბმა, – რა ვიცი, მე ხომ არ მესწავლებინა. დრო მაქვს. პრაქტიკა უკვე გავიარე. ვერ ვიტყვი, რომ რამე გამომივა ამ საქმიდან, მაგრამ თქვენი ცოლი თუ მოინდომებს.

– შეენ? – მერე შეძლებ? სამსახურშიც ამდენი საქმე გვაქვს.

– დილაობით ვამეცადინებ.

– არ გამოვა. დილის ძილს ვერ შეელევა, გაეცინა სერგის! არა, არა, შენ ასე ვერ დაგავალებ. ბიჭებიდან უთხარი რომელიმეს. მაგრამ, ძალიან ახალგაზრდა ნუ იქნება.

– წავალ, წყალს დავლევ, პირი მიშრება, – მოიმიზეზა ზურაბმა.

– მაცივარში ბორჯომი მაქვს. ეკას დავურეკავ და შემოგიტანს.

– არ მინდა, ჰაერზე გავივლი. ნახევარ საათში დავბრუნდები.

– წადი, წადი. თუ გინდა, დღეს ნუღარც მოხვალ. მიხედე თავს.

ზურაბი დიდხანს იჯდა მანქანის საჭესთან გაშტერებული. მერე თვითონაც ვეღარ გაიხსენა, როგორ მივიდა იმ სახლთან. ავიდა კიბეზე და ზარი დარეკა. კარი საშუალო ასაკის სიმპათიურმა ქალმა გაუღო.

– ვინ გნებავთ? – განცვიფრებით და უნდობლად შეათვალიერა ზღურბლზე აღმართული უცნობი, რომელსაც ცოტათი შეშლილის გამოხედვა ჰქონდა.

– ქალბატონ ელენესთან ვარ. მისმა მეუღლემ გამომგზავნა... მანქანის მართვის მასწავლებელი... – ძლივს მოაბა სათქმელს თავი კაცმა.

– აა, ერთი წუთით დამელოდეთ, – ქალი კარს მიღმა გაუჩინარდა. კაცს ესმოდა, როგორ უცემდა მკერდში გული. რამდენიმე წუთში კარი ისევ გაიღო და ამჯერად ფართოდ.

– აქ დაელოდეთ. ქალბატონი ელენე ახლავე მოვა.

მორჩილი ბავშვივით ჩამოჯდა მითითებულ სკამზე და გაოფლიანებული ხელისგულები მუხლისთავებზე დაიწყო.

ქალის სახეზე სიხარული ჯერ გაკვირვებამ, მერე გაბრაზებამ შეცვალა.

– შენ აქ რას აკეთებ?

– სერგიმ მითხრა, რომ მასწავლებელი გჭირდება.

ელენემ გაოცებით ასწია წარბები.

– მასწავლებელი? რაღაც გეშლება. იმაში, რისი სწავლაც მე მინდა, შენ ვერ გამომადგები. ახლავე წადი აქედან. ჩემს ქმარს კი, მე დაველაპარაკები. შენი თავხედობა უკვე ყოველგვარ ზღვარს გასცდა. არ ვაპირებ, სიმშვიდე დავირღვიო და ცხოვრება ავირიო მარტო იმიტომ, რომ შენ ვერ ახერხებ, საკუთარ ინსტინქტებთან გამკლავებას.

– ელენე, მოიცადე. შენს მოსამსახურეს ვუთხარი, მასწავლებელი ვარ-მეთქი, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე, სერგიმ კი მართლა მთხოვა, შენთვის მასწავლებლის მოძებნაში დავეხმარო.

– უპოვია იმასაც გულშემატკივარი. არ გვჭირდება შენი დახმარება. წადი.

ელენე ადგა. თხელ, სიფრიფანა ქსოვილში, ოდნავ წამოზრდილი მუცელი გამოეკვეთა. ზურაბმა გულთან ტკივილი იგრძნო.

– ბავშვს ელოდები? სერგისგან?

– ნამდვილი იდიოტი ხარ. გაეთრიე, ჩემი სახლიდან.

– რატომ მექცევი ასე მკაცრად. მე შენთვის არაფერი დამიშავებია. მშვიდობიანად დავშორდით ერთმანეთს.

– ამაში კი მართალი ხარ. დავშორდით. შენ შენი არჩევანი გააკეთე. რა გინდა, ვეღარ გავიგე.

– არ შემიძლია უშენობა.

– რას მეუბნები?! – შეიცხადა ქალმა, – მე შემიძლია, მეტსაც გეტყვი. ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა მინდა გითხრა, ჩემი ცხოვრება ასე რომ შეცვალე. ახლა ვხვდები, რომ შენ არ იყავი ის კაცი, ვინც მე მჭირდებოდა.

– რატომ გინდა, მტრად გადამიკიდო.

ქალმა გაოცებით შეხედა და ხმამაღლა გაიცინა.

– მემუქრები? დაგავიწყდა, ვინ არის ჩემი ქმარი?

– არა. მაგიტომაც გაფრთხილებ, ორივესთვის აჯობებს, თუ საერთო ენას გამოვნახავთ.

– ახლავე გაეთრიე... ჩემი სახლიდან, – დამარცვლით გაიმეორა ქალმა და ოთახში ისე მიმოიხედა, კაცი მიხვდა, რაღაცას ეძებდა, მისთვის ჩასარტყმელად.

– წავალ, მაგრამ არ ინანო.

– ჰა, ჰა, ჰა... ვინანო? შენმა ცოლმა ინანოს, მას ამისთვის ყველაფერი აქვს. გამიმართლა, რომ მის ადგილას არ აღმოვჩნდი. მორჩა, უკვე ყველაფერი გითხარი. არ გირჩევ, ინიციატივის კიდევ ერთხელ გამოჩენას.

ზურაბმა ნახატი გასვლისას დაინახა. ტყავის სამეულს გადმოჰყურებდა თავზე. აღარაფერი უთქვამს. ელენეს მომრგვალებულმა და წამოზრდილმა მუცელმა თავზარი დასცა. „გოგო მაინც ეყოლოსო”, – გაიფიქრა ანგარიშმიუცემლად. ბიჭი დაიბადა!..

ვახო ხელებში თავჩარგული იჯდა.

– აუ... ეს რა მითხარი, ტო... ის ნახატი?! ორი მილიონი?! ვააა, შოკში ვარ. ბიჭო, მილიონები გეკიდა კედელზე და არ იცოდი? რატომ გაატანე, ტო?!

– ეე, მაინც ვერაფერს მიხვდი. მე ნახატიც და მილიონებიც ფეხებზე მკიდია. სხვა რამე მაწუხებს. ჩამოვა, აქ ჩამოვა, გესმის? მე კი სახლიდან ვერ გავაგდებ. არ მაქვს, ამის უფლება. იურიდიულად არ მაქვს.

– რას ნიშნავს, მილიონები ფეხებზე გკიდია, – გადაირია ვახო, – მე არ მკიდია, ტოო. არც შენ გკიდია. ვაა. ეგ ვინ ყოფილა! იცოდა, როცა მიჰქონდა?!

– არ ვიცი. მაშინ ეგ პრობლემა ნაკლებად მაინტერესებდა, მაგრამ რადგან ყველაფერი დატოვა და მარტო ეგ წაიღო, ესე იგი, მისთვის რაღაცას ნიშნავს.

– ჰმ, რა თქმა უნდა, ნიშნავს, ორი მილიონი ხუმრობა საქმეა?! მდა, ბიჭო, რომ გაყიდოს?

– გაყიდოს, მერე. აქ ნუ ჩამოვა და რაც უნდა, ის ქნას. ფეხებზე მკიდია-მეთქი, ვერ გაიგე, რა გითხარი?

– გაჩუმდი. გაჩუმდი, თორემ დაგახრჩობ! მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ. ნიკუშა უკმაყოფილოდ შეიჭმუხნა.

– ეე, ახლა არ დაიწყო. მოგიყევი, იმიტომ რომ გული არ გამხეთქოდა. არაფერს არ გავაკეთებთ. აბსოლუტურად არაფერს, არც ის ნახატია ჩემი და შესაბამისად, არც მილიონები.

– დედა? დედა ხომ არის შენი?! არა, ნიკუშ! სისულელის ჩადენის უფლებას არ მოგცემ. ამჯერად, ვეღარ გააჭენებ შენსას.

– რის გაკეთებას აპირებ?

– ბიჭებს დავურეკავ. შევიკრიბებით და გადავწყვეტთ, ნახატი როგორ დაიბრუნო.

– არავითარ შემთხვევაში. რა დავიბრუნო. ის, რაც ჩემი არასოდეს ყოფილა. გეუბნები, დამშვიდდი და ისე მომისმინე. ჩემთვის მთავარია, ეს ამბავი ქალბატონმა ელენემ ჩემთან შესარიგებლად არ გამოიყენოს.

– ჰმ, ახლა გეყოფა, ბევრს ნუღარ გაატრაკებ. შეურიგდები, კი არა, თუ საჭირო გახდება. მასთანაც გაემგზავრები, საფრანგეთში. ორმილიონიანი ნახატები ქუჩაში არ ყრია.

– მე კი გეუბნები, მობილურს ხელი გაუშვი. არსად არ დარეკავ, – წამოხტა ნიკუშა და მეგობარს ტელეფონის წართმევა დაუპირა.

– მომეშვი, გადარეულო. ვიღაც მირეკავს. უნდა ვუპასუხო, – ვახომ ხელი ჰკრა ნიკას და მწვანე ღილაკს თითი დააჭირა.

– ვახო ვარ... არა? ვერაო ვერ გიცანიო... ვაა! მართლა, შენა ხარ?! – ვახო ნიკუშასკენ მიბრუნდა და ჩურჩულით გადაულაპარაკა.

– იაა, ტო... შენი ნახვა უნდა. ვუთხრა, რომ მოვიდეს?!...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3