კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დოლჩე და გაბანა გადასახადებს არ იხდიან

ცნობილი იტალიელი დიზაინერები, დოლჩე და გაბანა გადასახადების გადაუხდელობის გამო სასამართლოს წინაშე წარდგებიან. მათ შემოსავლების დაფარვასა და გადასახადების გადაუხდელობაში ადანაშაულებენ. მილანის პროკურატურამ მოდელიერების წინააღმდეგ საქმე აღძრა და საქმე სასამართლოს გადასცა. აღსანიშნავია, რომ გამოძიება დიზაინერების წინააღმდეგ ორი წლის წინ დაიწყო. დოლჩესა და გაბანას გარდა ბრალდებულია კიდევ სამი ადამიანი. მათ მონაწილეობა მიიღეს ოფშორულ ზონაში კომპანიის შექმნაში. ამ პირებმა ლუქსემბურგში შექმნეს კომპანია, რომელიც გადასახადებს იტალიის ბიუჯეტის სასარგებლოდ არ იხდიდა. ამ გზით დოლჩემ და გაბანამ იტალიის გარეთ მილიარდამდე ევრო გაიტანეს. გარდა ამისა, მათ ლუქსემბურგული კომპანიისთვის საკუთარი აქციების უკანონოდ გადაცემა ბრალდებათ. დოლჩე და გაბანა ამ ეტაპზე ოფიციალური კომენტარებისგან თავს იკავებენ. იტალიაში ცნობილ ადამიანებს ანალოგიურ ბრალდებებს ხშირად უყენებენ. გადასახადების არგადამხდელთა შორის თავის დროზე მოხვდნენ პოპულარული მსახიობი ორნელა მუტი, „ინტერისა“ და „მილანის“ არაერთი ფეხბურთელი. იტალიური კინოს ლეგენდა, სოფი ლორენი, ანალოგიური ბრალდებით 1982 წელს 17 დღე ციხეშიც კი მოხვდა.


скачать dle 11.3