მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონები ჩინეთში ცხოვრობენ
„მსოფლიოში უმდიდრესი და ყველაზე შრომისმოყვარე ქალები ჩინეთში ცხოვრობენ“, – აღნიშნავს ჩინური ჟურნალი „ჰურუნ რესერჩ ინსტიტუტი“, რომელიც ამერიკული „ფორბსის“ ჩინური ანალოგია. ჟურნალმა მსოფლიოს იმ ქალბატონების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებმაც დამოუკიდებლად და საკუთარი შრომით მიაღწიეს წარმატებას. რეიტინგის სათავეში ჩინელი ბიზნესმენი ქალი – ჩან ინი მოექცა, რომლის ქონებაც 5,6 მილიარდ დოლარად შეფასდა. მას ქაღალდის გადამამუშავებელი ქარხანა „ნაინ დრაგონს ფეიფერი“ ეკუთვნის. მეორე ადგილი „ლონგფორ პროფერტის“ მეპატრონემ ვუ იუჩჟომ დაიკავა, რომელიც 4,1 მილიარდს ფლობს. რეიტინგში ჩინელი ქალების უმდიდრეს სამეულს ჩენ ლიხუა ხურავს, რომელიც კონგლომერატ „ფუჰუა ინტერნეიშნლის“ დამფუძნებელია. ამ უკანასკნელის ქონება 4 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის 20 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის 11 ქალბატონია. რეიტინგში ასევე მოხვდა 3 მილიარდერი ქალბატონი – ამერიკიდან, თითო-თითო – ბრიტანეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან და ესპანეთიდან. ყველაზე მდიდარი არაჩინელი ქალბატონი ამ სიაში ესპანელი როზალია მერაა, იგი მოდურ სახლ „ზარას“ დამფუძნებელია, რომლის ქონებაც 3,5 მილიარდი დოლარია.