კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარისამ კალათბურთი ფეხბურთზე გაცვალა

მარისა მილერი უბრალო ვინმე არ გეგონოთ! ეს ქალი ამერიკელი მოდელია და 2002 წლის შემდეგ პოპულარული ჟურნალის, „სპორტ ილუსტრეიტედის” არც ერთი ნომერი არ გამოსულა, მისი ფოტოს გარეშე. სწორედ მისი პოპულარობის დამსახურება იყო ის, რომ 2008 წლიდან მარისა ამერიკული ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ოფიციალურ გულშემატკივრად ითვლებოდა. ასეთი პრივილეგიით ბევრი ვერ სარგებლობს და რაც მთავარია, ეს გულშემატკივრობა ფული ღირს. ანუ, უფრო მარტივად რომ ავხსნათ, წლის განმავლობაში მილერი ყველა მნიშვნელოვან შეხვედრას ესწრებოდა, ვიპ-ადგილზე იჯდა და რა თქმა უნდა, ბოლო ხმაზე ყვიროდა – პატარა შოუს დგამდა. წლევანდელი სეზონიდან კი მარისა საკალათბურთო მატჩებს აღარ დაესწრება. იგი ამერიკული ფეხბურთის შეფმა, როჯერ გუდელმა გადაიბირა და იგივე ფუნქცია მიანიჭა, რაც საკალათბურთო ასოციაციაში ჰქონდა. უახლოეს დღეებში მარისას ოფიციალური პლაკატი დაიბეჭდება და, თუ აქამდე მას ხელში კალათბურთის ბურთი ეჭირა, ახლა ამერიკული ფეხბურთის ბურთს დააჭერინებენ. ასეთია ცხოვრება, როცა პოპულარული მოდელი ხარ, არავინ იცის, სეზონის წინ ხელში რისი აღება თუ დაჭერა მოგიწევს.


скачать dle 11.3