კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ჩოგბურთელს „აწერენ“ ფულს საყვარელი მამაკაცები და ვინ გააკოტრა მამინაცვალმა ორჯერ

ქერა ქალი თუ ლამაზია, სრული ბედნიერებისთვის ცოტა სულელიც უნდა იყოს, ან მინიმუმ, თავს ისულელებდეს, რათა მერე კაცი ან კაცები გაასულელოს. ქერათმიანებზე განსაკუთრებით აზიელი კაცები არიან დაგეშილი და ამ შემთხვევაში, ფრაზა – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი”, – ნამდვილად არ გამოდგება. ქერათმიანების გამო, ვინ იცის, რამდენ კაცს აქვს გამეტებული თავის დროზე 37 მანეთი.

არადა, საჩოგბურთო სამყაროში ქერა თმის გარდა ჭკუაც გჭირდება. სხვაგვარად, მეტოქის ტაქტიკა-სტრატეგიის წამლის პოვნა გაჭირდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კორტზე ჩოგნის (და კიდევ რაღაც რაღაცეების) ძალუმად მქნეველი ქერათმიანი ქალები მის გარეთაც ისეთივე ჭკვიანები არიან. მათ მიერ მოპოვებულ მილიონებს ძირითადად მათი მშობლები ან დაქირავებული სპეციალისტები მართავენ და ფულს ფულს ამატებენ.

მოკლედ, გასულ კვირას ყველა დროის საუკეთესო ათი ქერათმიანი ჩოგბურთელის სია გამოაქვეყნეს და რა გასაკვირია, რომ ათეულში 37 მანეთად ღირებული ექვსი სპორტსმენი მოხვდა. ჩვენც რიგობით მივყვეთ.

1. მარია შარაპოვა (რუსეთი) – სიაში პირველი და იმავდროულად, ყველაზე მდიდარი. სარეკლამო კონტრაქტებითა და კორტზე ნაშოვნი ფულით იგი ას მილიონს დიდი ხანია, გასცდა და თავიდან თანხის განკარგვის უფლებას მამამისს აძლევდა. მას შემდეგ კი, რაც იურა შარაპოვმა „ზაპოის“ დროს შვილის ფულები გაურკვეველი მიმართულებით დაამღერა, ანამ რამდენიმე სპეციალისტი დაიქირავა და ფული სხვადასხვა ბიზნესში დააბანდა. როგორც ამბობენ, მისი შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო, სანავთობო კომპანიაში დაბანდებული 30 მილიონი დოლარია.

2. ელენა ბონდარენკო (რუსეთი) – შარაპოვასგან განსხვავებით, ელენა მხოლოდ მოდელის მონაცემებითა და მოგებული მილიონით თუ დაიკვეხნის. ამის მიუხედავად, მას პოპულარობა არ აკლია და კორტზე მოგებულ მილიონს, სამი ამდენი რეკლამებიდან დაამატა.

3. კაროლინ ვოზნიაცკი (დანია) – მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი სილამაზესაც არ უჩივის და შემოსავლებსაც. კაროლინის ქონება 25 მილიონს გასცდა და მისი განკარგვის საქმეში მონაწილეობას უკვე მამამისიც იღებს. თავიდან, მათ დანიაში სუპერმარკეტების ქსელი გახსნეს. მაგრამ, მერე მიხვდნენ, რომ ამ თანხით მეტის გაკეთება შეიძლებოდა და ახლა დიდ სპორტულ კომპლექსს აშენებენ.

4. ელენა დემენტიევა (რუსეთი) – ლენა შეიძლება თამამად მოვნათლოთ ყველაზე მუშა ჩოგბურთელ რუსად. მას თითქოს არც ნიჭი ჰქონდა და არც მონაცემები, მაგრამ დაუღალავმა შრომამ შედეგი გამოიღო და ახლა დემენტიევა მოწინავეთა შორისაა. მან, საერთო ჯამში, ოც მილიონ დოლარზე მეტი იშოვა, თუმცა რაში ხარჯავს ფულს, გასაიდუმლოებულია.

5. მარია კირილენკო (რუსეთი) – ერთი პერიოდი ამბობდნენ, რომ მარია კირილენკო თავის სეხნია შარაპოვას პირველობას ჩამოართმევდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. გოგონამ ჩოგბურთში დიდ წარმატებებს ვერ მიაღწია და ამიტომ შარაპოვას დარი პოპულარობა ვერ მოიპოვა. ამის მიუხედავად, მან ხუთი მილიონის მოხვეჭა უკვე მოასწრო და თუ ჭკუით მოიქცევა, ცხოვრების ბოლომდე არაფერი გაუჭირდება. ამბობენ, კირილენკოს მამა ძალიან ჭკვიანია და მალე შვილის მიერ ნაშოვნ ფულს გააორმაგებსო.

6. ეშლი ჰარკლროული (ამერიკის შეერთებული შტატები) – ეშლი კორტზე ნაშოვნ სამ მილიონ დოლარს დაჰკანკალებს და კარგად იცის, რომ ამ თანხის ათ მილიონამდე გაზრდა კორტზე გამოსვლით ძალიან გაუჭირდება. სამაგიეროდ, ეშლი თამამ ფოტოსესიებში აქტიურად მონაწილეობს და მსუყე ჰონორარებს იჯიბავს.

7. დანიელა ჰანტუჩოვა (სლოვაკეთი) – დანიელას ძირითადი ხარჯები გართობაში აქვს. იგი ტურნირებზე დაქალებთან ერთად დადის, საპრეზიდენტო აპარტამენტებს ქირაობს და ხშირად ყოფილა, რომ ერთკვირიანი გართობა ასი ათასი დაჯდომია. ამის მიუხედავად, გოგონა გართობასა და მეგობრებზე უარის თქმას არ აპირებს. პრინციპში, როცა ანგარიშზე ათ მილიონზე მეტი გაქვს, რაიმეზე თავის შეკავება ძნელია.

8. ანა კურნიკოვა (რუსეთი) – შეიძლება ითქვას, რომ ანა მამინაცვალმა ორჯერ გააკოტრა. კურნიკოვა ორჯერ ენდო მამინაცვალს და ბიზნესი დააწყებინა, მაგრამ ორივეჯერ მილიონები დაკარგა. ახლა ანა ფულს უფრთხილდება და სარფიანი სარეკლამო კონტრაქტებით, შემოსავალს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონით ზრდის. თანაც კურნიკოვას მეგობარ ენრიკე იგლესიასს კონტრაქტებში უწერია, რომ მის მიერ განხორციელებულ ტურნეებში ორგანიზატორებმა ანას იგივე კომფორტი უნდა შეუქმნან, რაც თავად იგლესიასს ექნება და შესაბამისად, რუს ჩოგბურთელს ფეშენებელურ სასტუმროებში ფული არ ეხარჯება.

9. ნიკოლ ვაიდიშოვა (ჩეხეთი) – ნიკოლი საკმაოდ მოკრძალებული წესით ცხოვრობს და როგორც თავად აცხადებს, ყველაზე კარგად ფულს ბანკში ინახავს. იქიდან აღებული პროცენტები სავსებით აკმაყოფილებს. იმის გათვალისწინებით, რომ ვაიდიშოვა სიღარიბეში გაიზარდა, მისი შიში სავსებით საფუძვლიანია.

10. ელენა ვესნინა (რუსეთი) – ლენა უკვე ორჯერ მოატყუეს და ორივეჯერ კაცებმა. მას ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულს ეფიცებოდნენ, მერე ანგარიშიდან ათობით ათას დოლარს პარავდნენ და იკარგებოდნენ. ახლა გოგონამ ჭკუა ისწავლა და თავის რვა მილიონს უვლის.


скачать dle 11.3