ვაშლის ძმარი არტერიულ წნევას არეგულირებს
დიდი რაოდენობით მარინადების მიღება კუჭისთვის საშიშია. ეს აღიზიანებენ კუჭის ლორწოვანას და იწვევს გასტრიტსა და წყლულოვან დაავადებებს. თუმცა, ხელაღებით მარინადების უარყოფა და მათზე უარის თქმა არ შეიძლება. მთავარია, ზუსტად იცოდეთ, როგორ ძმარს იყენებთ და რა დოზით.
ვაშლის ძმრის სამკურნალო თვისებები ძველი დროიდანვე ცნობილია. ის კარგია მაღალი არტერიული წნევის დასაწევად, ასთმის, ართრიტების შეტევის დროს, შაკიკის, თავის ტკივილის მოსახსნელად, მაღალი სიცხის დასაწევად და დამწვრობის დროსაც კი.
დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ მიღებული 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ზედმეტ ცხიმს წვავს. მჟავე ხსნარი შემადგენლობით ძალიან ჰგავს წვენს, რომელსაც კუჭი გამოჰყოფს და რომლის დიდი რაოდენობაც ცილოვანი და ცხიმოვანი საკვების გადამუშავებაზე იხარჯება. ასეთი საკვების კუჭში დიდხანს დაგროვება ბევრი დაავადების წარმოქმნას უწყობს ხელს.
ვაშლის ძმარი შეიცავს რძის, ვაშლის, ასკორბინისა და ძმრის მჟავას. მასში, ასევე, ბევრია B და E ჯგუფის ვიტამინები, მაგნიუმი, რკინა და ასე შემდეგ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი ადამიანის ორგანიზმიდან წიდებს გამოდევნის და გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავს მას.
ჩვეულებრივ სუფრის ძმარსაც ბევრი სასარგებლო თვისებები აქვს. დამარილებურ ხორცში ძმრის გამოყენებისას კანცეროგენური ნივთიერებები სრულიად ისპობა და ნადგურდება. ძმარი აქრობს თევზის არასასიამოვნო სუნს, ანელებს წიწაკის სიმწარეს და ხელს უწყობს საკვებში C ვიტამინის შენარჩუნებას.
ასე რომ, გამოიყენეთ საკვებში ძმარი და ეცადეთ, დაიცვათ მისი მიღების ნორმები.