კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაავადებაა პანარაციუმი და რატომ არის ის საშიში დიაბეტიანი ადამიანებისთვის

ელემენტარულმა და უმნიშვნელო თითის გაჭრამ ან გაკაწვრამ, თუ დროზე არ მიიღეთ საჭირო ზომები, შესაძლოა, სერიოზული დაავადება გამოიწვიოს, კერძოდ, ჩირქოვანი იარა, ანუ პანარაციუმი.

პანარაციუმის წარმოქმნის მიზეზი ბაქტერიები ხდება, კერძოდ კი – სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, ან, შესაძლოა, ორივე ერთად. სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები ჩვენ გარშემო ბევრია, მაგრამ ჩირქოვანი ანთების გამოსაწვევად რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა უნდა მოხდეს. ინფექციისთვის ხელსაყრელი პირველი პირობაა მშრალი კანი, ნახეთქები, პატარა ნაკაწრები, სისხლჩაქცევები და ასე შემდეგ. განსაკუთრებით საშიშია შინაური ცხოველების მიერ მიყენებული ნაკაწრები; მეორე კი – დასუსტებული იმუნიტეტი, რომელიც გამოწვეულია ავიტამინოზითა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით.

პანარაციუმი მძიმედ მიმდინარეობს დიაბეტიანებში და გრიპის ეპიდემიის დროს მისი საშიშროება ერთიორად იზრდება.

თუ შემთხვევით თითი გაგეჭრათ, ჭრილობა უნდა დაიბანოთ ანტისეპტიკური ხსნარით, დაიმუშავოთ და ბაქტერიოციდული პლასტირი დაიწებოთ.

თუ თითი მოგეწეწკათ, სასწრაფოდ შეუშვირეთ ცივი წყლის ჭავლს – ასე ტკივილს შეამცირებთ, აღარ განვითარდება შეშუპება და ჭრილობაც გამოირეცხება. თუ ტკივილი და შეშუპება არ გაქრა, იარაზე ცივი კომპრესი დაიდეთ. თუ მეორე დღეს ანთებითი პროცესი განვითარდა, მაგალითად, თითი გაწითლდა, გასივდა და გტკივათ, იარაზე ანტიბიოტიკის შემცველი მალამო წაისვით – ასე ანთებით პროცესს საწყის ეტაპზე შეაჩერებთ.

პანარაციუმი მღვრიესითხიანი ან ჩირქიანი ბუშტუკებით ვლინდება. თავიდან ტკივილი ძლიერი არ არის, მაგრამ, ბუშტუკების ზრდასთან ერთად, იზრდება ნერვულ დაბოლოებებზე ზეწოლა და ტკივილი ძლიერდება. ამ დროს კარგია სოდიანი წყლის თბილი აბაზანები: ყოველ ორ საათში ერთხელ, ოცი წუთით ჩაყავით თითი სოდიან წყალში.

პანარაციუმი ქირურგიულ ჩარევას ითხოვს, თუ ტკივილის გამო ადამიანი ღამეც ვერ იძინებს, სიცხემაც აუწია და იღლიაში ლიმფური ჯირკვლებიც შესივდა. ოპერაცია რამდენიმეწუთიანია და ხდება ჩირქის ამოწმენდა.

მთავარი პროფილაქტიკა ხელების სისუფთავეა. საპონი და სარეცხი საშუალებები კანს აშრობს და მის ზედაპირზე წვრილ-წვრილი ნახეთქები ჩნდება, საიდანაც მიკრობები ორგანიზმში ადვილად აღწევს. მუშაობის დროს რეზინის ხელთათმანები ბაქტერიებისგან დაცვის კარგი საშუალებაა. თუ ხელთათმანით მუშაობა გიჭირთ, მაშინ ხელის დამცავი კრემი გამოიყენეთ, მუშაობის დასრულების შემდეგ კი – დამატენიანებელი.


скачать dle 11.3