კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ბასილი დიდი: ადამიანები, რომლებიც ძლიერ მიეცემიან ყოფით საზრუნავს, გაზულუქებულ შინაურ ფრინველებს ჰგვანან, რომლებსაც ტყუილად აქვთ ფრთები და მიწაზე პირუტყვთან ერთად დადიან.

ტიხონ ზადონელი: სხვის საქმეებში თვითნებურად ერევა, ყველას სწავლება სწადია, თუმცა თავისი საქმეც არ იცის – ასე აბრმავებს ამპარტავნება.

ბერი ევსევი: ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ღმერთი არ დაუშვებს მწუხარებას, რომელიც მის ძალას გადააჭარბებს. ღმერთი ადამიანს დიდ სულიერ სიმტკიცეს აძლევს. ამის ცოდნა ადამიანს უნერგავს მხნეობას, მოთმინებას, სულგრძელობას. მასში ღვივდება რწმენა იმისა, რომ ღმერთი, რომელმაც სიყვარულის გამო დაუშვა მწუხარება, დაეხმარება მას და იხსნის ამ განსაცდელისგან. მწუხარება ადამიანს სულიერად ამდიდრებს.

ნიკოლოზ სერბი: თუკი ვინმე უარყოფს ღმერთს, ლანძღავს მას ფიქრებში და მის წინააღმდეგ ლაპარაკობს, ღმერთი ტოვებს მას. მსგავსად იმ ადამიანისა, სახლის ფანჯრებიდან სინათლის შესვლას რომ აბრკოლებს.

ზირაქის სიბრძნე: ნუ შეაჩვევ შენს პირს დაფიცებას და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას.

მარკოზ განშორებული: ვინც ქებას ეძიებს, მას ვნება ეუფლება; ხოლო ვინც ტირის იმაზე, რომ მწუხარება დაატყდა თავს, მას განცხრომა უყვარს.

პაისი მთაწმინდელი: როდესაც ერის ადამიანი მოწყალებას კეთილი განწყობით გასცემს და არა კაცთმოთნეობით, ღმერთი მას არ დატოვებს – დადგება დრო და მის გულში ალაპარაკდება იგი.

გაბრიელ ეპისკოპოსი: პარვა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გგონია, რომ კაცი თავის მოყვასს მალვით, ძალადობით ან პირდაპირ რაიმე ნივთს წაართმევს. პარვა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით ან საქმით მოყვასი რაიმეთი აზარალე ან დააბრკოლე; ან, შეიძლება, პირდაპირი ზარალი არ მიგიყენებია, მაგრამ, არც სიყვარული და შემწეობა გამოიჩინე.

ამბა ევაგრე: განგების გზები ბურუსითაა მოცული და გონებისთვის მიუწვდომელია მათი ბედისწერა, მაგრამ, სიკეთის მქმნელი ადამიანი შეიცნობს მათ.

ისააკ ასური: გახსოვდეს ღმერთი, რათა მას ყოველთვის ახსოვდე შენ!

კვიპრიანე კართაგენელი: ვისაც უფალი არ განუცდია, ვერაფერს შეიგრძნობს, ხოლო ვინც განიცადა უფალი, ყოველივეს გრძნობს და გრძნობაზეც მაღლდება: ზემოდან დასცქერის მათ და არასოდეს მოექცევა შეგრძნებათა ტყვეობაში.

იოანე ოქროპირი: თავიდან პატივი მივაგოთ უფალს, ხოლო შემდეგ უკვე სხვა დანარჩენზე ვიზრუნოთ.

იოანე კიბისაღმწერელი: როგორც სახიფათოა ტანისამოსით ცურვა, ასევე სახიფათოა ღვთისმეტყველებასთან შეხება იმ ადამიანისთვის, ვისაც რაიმე ვნება აქვს.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: უფალი გვიგზავნის უხვ ძღვენს უმეტესი სიამოვნებით, ვიდრე ჩვენ ვიღებთ მას.

სიმეონ ახალღვთისმეტყველი: უფალი ითხოვს, რომ ადამიანმა მუდამ აღიაროს თავისი ცოდვები აღსარებით, დაიმდაბლოს თავი თვისი, ბრძნობდეს მორჩილებით და არ კიცხავდეს სხვას, მოინანიოს ყოველდღე ყველა ცოდვა – ნებსითნი თუ უნებლიეთნი, შესთხოვოს უფალს, რათა მან მიანიჭოს სულიერი ძალა ეშმაკის გამოცნობისა.

ალექსი ბერი: ვინც საკუთარი თავი სინამდვილეში იცის, იგი საკუთარ თავზე მდაბლად ფიქრობს და არ ტკბება ადამიანების ქებით.

ისიხი პრესვიტერი: შენ გინდა, იცოდე, რამდენად უკეთესი გახდი? გამოსცადე თავი, რამდენად ცუდ ადამიანად გრძნობ თავს. რაც უფრო ნათელია გამოხედვა, მით უფრო ნათლად ხედავ ღვთის დიდებასა და საკუთარ ცოდვილობას.


скачать dle 11.3