კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა მოერიდოს მამაკაცი გათხოვილი ქალის ცდუნებას

რატომ უნდა მოერიდოს მამაკაცი გaადამიანები ერთმანეთს ჰგვანან და თან, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან. შეიძლება, მოქმედების პრინციპი ერთნაირია, მაგრამ სხვადასხვა ფორმით გამოხატული. თუმცა, თითქმის ყველა ადამიანს აქვს თვისება, როგორმე არ აიღოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მთელი სიმძიმე საკუთარ თავზე. ამ დროს „მუშაობას“ იწყებს თავდაცვის მექანიზმი და ცდილობ, „გამოძვრე“ მაშინაც კი, როცა დანაშაული საკუთარ თავთან აღიარებული გაქვს. სინდისიც გაწუხებს (თითოეულს მეტ-ნაკლებად), მერე ამ სინდისის ხმის ჩახშობას ცდილობ და იწყება კონფლიქტი საკუთარ თავთან. ამ დროს აუცილებელია, ვიღაცას „გაეხსნა“ და უკეთესია, თუ ეს ვიღაც სრულიად უცხო ადამიანი იქნება. უფრო თავისუფლდები შინაგანი კომპლექსებისგან და სააშკარაოზე გამოგაქვს ის, რისი გამხელისაც გეშინოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ცხოვრებაში აუცილებლად დაგიდგება მომენტი, როცა დაფარულის გაცხადება გარდაუვალი იქნება.ათხოვილი ქალის ცდუნებას

ნატალია (31 წლის): მოვდიოდი თქვენთან და თავში მარტო ერთი აზრი მიტრიალებდა: შევძლებ ყველაფერი მოვყვე, თუ ემოცია მძლევს და უკან გამოვიქცევი-მეთქი. თქვენ, ალბათ, განსაკუთრებულს ვერაფერს დაინახავთ ჩემს მონაყოლში, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და ყველაფერი, რაც მოხდა, რაც ამის მერე მოხდება, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ისეთ ემოციებში და განცდებში ვარ, დიდხანს ამ ყველაფერს ნამდვილად ვეღარ გავუძლებ. შეძლებს კი ის, მაპატიოს?

– „ის“, ალბათ, თქვენი მეუღლეა.

– დიახ, რომელიც ისეთი ძვირფასი ყოფილა, თურმე, ჩემთვის, რომ ვერც კი წარმომედგინა. როცა ადამიანი მუდმივად გვერდით გყავს, შეჩვეული ხარ მის სიახლოვეს და ფაქტობრივად, ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, ეს ახუნებს და ჩვეულებრივს ხდის ურთიერთობას. ზუსტად ისევე ვეღარ ვაფასებთ მას, როგორც საკუთარი სხეულის ნაწილებს, სანამ რომელიმე მათგანი არ აგტკივდება. რაც ეს ამბავი მოხდა, მას შემდეგ იმდენს ვფიქრობ, ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია. მეშინია, არ გავგიჟდე. იმდენი რაღაც დავინახე სხვანაირად და იმდენ რაღაცას მივხვდი... ახლა, ალბათ, სულ სხვანაირად ვიცხოვრებდი, ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შემეძლოს. მაგრამ პატარა არ ვარ და ვიცი, ეს შეუძლებელია. რა მინდოდა, რატომ ავირიე ცხოვრება... თუმცა, ალბათ, ყველა ქალი ამას ამბობს, უფრო სწორად, ყველა ის ქალი, რომელმაც ქმარს უღალატა.

– არა. ყველა ამას ნამდვილად არ ამბობს.

– შეიძლება, არ ამბობს, მაგრამ ხომ ფიქრობს? ადრე თუ გვიან, პასუხს ყველა ვაგებთ საკუთარი შეცდომების გამო. ის, რაც მე ჩავიდინე, შეცდომა იყო. ძალიან დიდი შეცდომა. იცით, როგორ ვნანობ? მაგრამ ვინ დამიჯერებს?! ჩემი ქმარი, მით უმეტეს, არ დამიჯერებს.

– თქვენს სიტუაციაში რომ თქვენი ქმარი იყოს, დაუჯერებდით?

– არ ვიცი. არასოდეს მიფიქრია ამაზე. ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი ქმრის წარმოდგენა მიჭირს მოღალატის როლში. პრინციპში, ვერც წარმოვიდგენ, რადგან ძალიან ვუყვარვარ.

– ცოლები ძალიან უყვართ, მაგრამ მათ მაინც ღალატობენ.

– ვხვდები, რისი თქმაც გინდათ. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. ძალიან ერთგული ადამიანია და ესეც რომ არ იყოს, ჩემ გარდა, სხვას ვერავის ხედავს. ალბათ, ახლა ფიქრობთ, სამაგიეროდ, შენ დაინახე სხვაო. ჰოდა, ასე მოხდა, რომ მე, რაღაც ეტაპზე, ქარიშხალივით მოვარდნილ გრძნობას ვერ გავუმკლავდი. არავის არაფერს ვაბრალებ. თქვენთან იმიტომ არ მოვსულვარ, რომ იმ მესამეს გადავაბრალო ყველაფერი. კარგად ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. ყოველ შემთხვევაში, უნდა მცოდნოდა.

– ლოგიკურია.

– დიახ, მაგრამ ეს ახლა „ჩამერთო“ ლოგიკა, თორემ აქამდე მარტო გრძნობებს ვიყავი აყოლილი. მე სიყვარულით არ გავთხოვილვარ. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ არ ვყოფილვარ ყურებამდე შეყვარებული იმ ადამიანზე, რომელსაც ცოლად გავყევი. ბუნებრივია, შემეკითხებით, აბა, რატომ გაყევი ცოლადო? იმიტომ გავყევი, რომ იმას ვუყვარდი, არანორმალურად და დარწმუნებული ვიყავი, რომ მისგან არაჩვეულებრივი ქმარი დადგებოდა. თან, რა არის, იცით? ზოგჯერ ადამიანი ვერ ხედავს თავის სიყვარულს. საკუთარ თავს ეჯიუტება თუ ებრძვის. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ხდება ასე. ალბათ, რაღაც არაჩვეულებრივს ველით. არაჩვეულებრივი, არამიწიერი რაღაც გვგონია სიყვარული და შეცდომასაც ვუშვებთ. მართლა შესანიშნავი ქმარი მყავს და ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ძალიან მიყვარს. ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს მდგომარეობას. „არამიწიერმა“ და „არაჩვეულებრივმა“ ურთიერთობამ კარგი არაფერი მომიტანა.

– საკუთარ თავს რაში ადანაშაულებთ?

– სწორედ იმაში, რომ საკუთარ თავს მივეცი ღალატის უფლება. რომ ვთქვა, ეს „უნებლიე ღალატი“ იყო-მეთქი, ამით რამე შეიცვლება? არადა, ნამდვილად ასე იყო.

– „უნებლიე ღალატი“ რას ნიშნავს? თავის გამართლების ფორმაა?

– უცხო თვალით, ალბათ, ასე ჩანს. მაგრამ თავს ნამდვილად არ ვიმართლებ. უბრალოდ, მინდა, გული გადაგიშალოთ, რომ მივხვდე, რა შანსი მაქვს. იქნებ, თქვენც მირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცე. ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, ხვალინდელი დღის გათენების მეშინია. საკუთარ მომავალს ვეღარ ვხედავ. თვალებს რომ ვხუჭავ, სიცარიელეს ვგრძნობ. არ მინდა, იმის დაკარგვა, რაც მაქვს და რასაც ვერ გავუფრთხილდი. ჩემი მშობლებისთვის ჩემი ქმარი იგივე შვილია, მასზე გიჟდებიან. არასოდეს მაპატიებენ, რომ ვუღალატე.

– მშობლების რეაქციის გეშინიათ?

– არც უამისობაა. მეშინია მათი რეაქციისაც და ქმრისაც. მართლა, ძალიან მეშინია. შიშმა აალაპარაკაო, შეიძლება, ფიქრობთ. მაგრამ, ეს ხომ ჩვეულებრივი შიში არ არის. საყვარელი ადამიანების დაკარგვის შიშია. ისეთი საშინელი განცდაა, გადავირიე. რატომ ვერ გავითვალისწინე, რა შეიძლებოდა მოყოლოდა ჩემს ამჩატებას.

ბუნებით ისეთი ტიპი ვარ, კეკლუცობა რომ უყვართ. ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ღალატამდე მიმიყვანა. ქმრის გვერდით თავს ყოველთვის დაცულად და მშვიდად ვგრძნობდი. რაც უნდა მეთხოვა, ყველაფერს მისრულებდა. თუ ფული ჰქონდა, ჩემთვის ყიდულობდა საჩუქრებს. მანქანაც მიყიდა... სრული თავისუფლება მქონდა. ბავშვის გაზრდაშიც ყველა მეხმარებოდა. ძიძაც მყავდა და დედაჩემმაც საკუთარ თავზე აიღო საოჯახო საქმეები. რომ გაიგოს, რა ჩავიდინე, ძალიან ინანებს, რომ მე ამდენი თავისუფალი დრო მომცა. იტყვის, რომ ამით ვისარგებლე და საყვარელი გავიჩინე. სულ იმას ამტკიცებს, ქალი ქმარს მაშინ ღალატობს, როცა საზრუნავ-საფიქრალი არაფერი აქვს. საეშმაკოდ და აქეთ-იქით სასეირნოდ მაშინ სცალიაო.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ასე არ არის?

– შეიძლება, ასეც არის. ბევრი პრობლემა, ბევრი დარდი და საზრუნავი რომ მქონოდა, საკუთარი თავისთვის და შეხვედრებისთვის, ნამდვილად ვერ მოვიცლიდი. მაგრამ იმის თქმაც გადამეტებულად მიმაჩნია, რომ ყველა მოცლილი ქალი ქმარს ღალატობს. მთლად ასეც არ არის საქმე.

– აბა, რა არის ქალის ღალატის ჭეშმარიტი მიზეზი?

– მე ვფიქრობ, ამაზე მაშინ მიდიხარ, როცა საკუთარ თავში, საკუთარ გრძნობებში არ ხარ გარკვეული. კაცის ღალატის მიზეზიც შესაძლოა, ეს იყოს. თუმცა, კაცის შემთხვევაში კიდევ რაღაც ფაქტორები ემატება. მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. ყველას თავისი ჯვარი აქვს სათრევი. მეც უნდა „ვათრიო“ ჩემი სატკივარი თუკი ვერ შევძლებ, რამენაირად ვუშველო ამ პრობლემას. „იმასთან“ ყველაფერი დავამთავრე. არ იყო ადვილი, მაგრამ ისეთი სიმტკიცე გამოვიჩინე, თვითონვე გამიკვირდა. თუმცა, ან იმას რაში სჭირდებოდა ზედმეტი პრობლემები. გაერთო და მორჩა. თავიდანვე იცოდა, რომ ქმარი მყავდა.

– თავიდანვე იცოდით, რომ თქვენს ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა? უცნაურია, რომ მაინც წახვედით ამაზე. შეგიყვარდათ?

– არ ვიცი. ახლა რომ არანაირი გრძნობა არ მაქვს მის მიმართ, ზუსტად ვიცი. მაგრამ მაშინ, რა იყო, არ ვიცი. მართლა არ ვიცი. „ცივ“ გონებაზე უკვე ძნელია ჩავლილზე ლაპარაკი. ყველაფერი სტანდარტულად დაიწყო. გავიცანი ერთ მეგობართან. ისე შევუარე სამსახურში, საჭორაოდ და მისმა თანამშრომელმა მაშინვე გამოიჩინა ინტერესი ჩემ მიმართ. ახლავე რომ არ გამაცნო ეს „სილამაზე“ მოვკვდებიო. ჯერ სახელი და ტელეფონის ნომერი მომეცი, მერე სახლამდე მიგაცილებო. გამიკვირდა, მისი ასეთი სითამამე, თან მომეწონა.

– თქვენს ქმარს სითამამე აკლია?

– მე არ მითქვამს, რომ ჩემს ქმარს რამე აკლია, მაგრამ ასეთ სითამამეს თუ სითავხედეს, მისგან ვერასოდეს წარმოვიდგენ. ისე არ გამიგოთ, თითქოს თავხედი ადამიანები მომწონდეს, მაგრამ იმ წუთში ამან დამაინტრიგა. ძალიან ქარაფშუტულად გამომივიდა. მაშინ რატომ ვერ ვიფიქრე ამაზე, არ ვიცი. გავიცინე, არ მინდა გაცილება. მანქანით ვარ-მეთქი. ოჰო, მაშინ დამელოდე, სამსახურს მოვრჩები და შენ წამიყვანე სახლში. თან ცოტას გამასეირნებო. არ გამოვა ეგ ამბავი. ჩემს ქმარს არ მოეწონება, თუ უცხო მამაკაცს მანქანით გავასეირნებ-მეთქი. უჰ, გათხოვილი ხარო?.. ასე დაიწყო ჩვენი ნაცნობობა. თავიდან მხოლოდ მეგობრობა გვაკავშირებდა. ურთიერთობა გვქონდა და მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ბუნებით კეკლუცი ვარ-მეთქი და მსიამოვნებდა მისი ყურადღება, კომპლიმენტები. ჩემს ქმარს ისეთი სამსახური აქვს, ძალიან ხშირად წასულია – ხან ერთი, ხან ორი და ხან სამი კვირით. სულ ჩემ გვერდით რომ ყოფილიყო, იქნებ ამდენი ვერ გამებედა. ვიცი, რომ ძალიან დიდ სისულელეს ვამბობ. უკვე ვერ დაგარწმუნებთ იმაში, რომ თავის გამართლებას არ ვცდილობ, მაგრამ მამაკაცებიც უნდა მოერიდონ გათხოვილი ქალის ცდუნებას. მართლა ყველას იმიტომ გვაქვს არჩევანის უფლება, რომ თავად გადავწყვიტოთ, რა შეიძლება და რა – არა. მაგრამ, კიდევ გეუბნებით, ბოლომდე ვერ გავაცნობიერე, რაში ვყოფდი თავს... მობილურის ნომერს რომ ვაძლევდი, აშკარად ვგრძნობდი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ... მერე ჩვენი რომანიც დაიწყო. როგორც გითხარით, თავიდან უბრალოდ ვხვდებოდით, ვსეირნობდით და ყველაფერზე ვლაპარაკობდით... მერე... მერე იყო რაღაც გიჟური და არანორმალური დღეები. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა ეს სიგიჟე, რომ ერთ დღეს ისიც და ჩემი ქმარიც სხვა თვალით არ დამენახა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ღალატი საშინელებაა. მაგრამ ამაზე, როგორც განყენებულ, არახელშესახებ თემაზე, ისე ვფიქრობდი. ხანმოკლე ურთიერთობისგან მიღებული სიხარული მთლიანად ჩაახშო სინდისის ქენჯნამ და სინანულმა. ჩემი სიგიჟის დეტალებზე აღარ მოვყვები. არავისთვის იქნება საინტერესო. მე კი მათი გახსენება ძალიან მაწუხებს და მთრგუნავს. ნეტავი, შემეძლოს, საერთოდ წავშალო მეხსიერებიდან, ნუთუ ღირდა ამ ტანჯვად ის პატარა სიხარული, რომელიც მაშინ მქონდა.

– ანუ, იმ მომენტში ბედნიერი იყავით.

– ასე ვერ ვიტყვი. ბედნიერება ის არ ყოფილა, რაც მეგონა. ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ქმრის გვერდით თავს დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობდი. სამწუხაროდ, მე ამ ბედნიერებას ხელი ვერ შევახე. ახლა კი, პატარა იმედიც არ მაქვს იმისა, რომ მას უკან დავიბრუნებ.

– თქვენ თქვით, რომ თვალები მოულოდნელად ამეხილაო.

– დიახ. შინაგანი ხმა სულ მსაყვედურობდა, შენ ეგოისტი ხარ. ქმარი ხელისგულზე გატარებს, შენ კი რქებს ადგამო და მეც, რაღაც მომენტში ვიფიქრე, ხომ არ აჯობებს, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვა – გავცილდე და მთლიანად იმ ადამიანს ვეკუთვნოდე, რომელიც ჩემთვის სასურველია-მეთქი. თან ქმარსაც ვადანაშაულებდი მომხდარში. მთლიანად თავისი ბიზნესით არის დაკავებული, ქალს კი საჩუქრების გარდა სხვა რამეც სჭირდება აი, სხვამ დაინახა ეს და დააფასა-მეთქი.

– ფიქრობდით, რომ იმ მამაკაცს ქმარზე მეტად უყვარდით?

– რაღაც მომენტში, ვიფიქრე ეს და სწორედ მაშინ ვუთხარი, წამოვალ ქმრისგან და სულ ერთად ვიქნებით ყველგან და ყოველთვის-მეთქი. იცით, როგორი რეაქცია ჰქონდა? სახე ისე შეეცვალა, ძლივს იცნობდით. მაშინვე ყვირილი დაიწყო. ეგ სისულელე რამ მოგაფიქრა. მე საკუთარ თავს ძლივს ვარჩენ, შენი და შენი ნაბიჭვრის (დიახ, ზუსტად ამ სიტყვებით მოიხსენია ჩემი შვილი) რჩენის თავი სადღა მაქვსო. თან ყვიროდა, და ისე მიყურებდა, შემეშინდა, არ დამარტყას-მეთქი. უტვინო, განებივრებული თოჯინა მეძახა. შენი ლენჩი ქმარი ხომ არ გგონივარ, გამოშტერებული რომ გყავს. ჩემთან ასეთი ნომრები არ გაგივა. წადი და აღარასოდეს დამირეკო. ისევ შენთვის აჯობებს, საკუთარ თავს პრობლემებს თუ არ შეუქმნი. მორჩა ჩვენ შორის ყველაფერიო. აი, მაშინ დავინახე რეალობა. სიმართლე რომ ვთქვა, მანამდეც არ დავფიქრებულვარ იმაზე, ვუყვარვარ თუ არა-მეთქი. რატომღაც გადავწყვიტე, ჩემზე გიჟდებოდა. არადა, არანაირი გრძნობა არ ჰქონდა ჩემ მიმართ. ილუზიები გაქრა და თავს კეთროვანივით ვგრძნობ. მართლა ძალიან ცუდად ვარ. არ ვიცი, უნდა ვუთხრა ქმარს სიმართლე და ბედს მივენდო, თუ სამუდამოდ შევინახო ეს საიდუმლო. წარსული კი მეხსიერებაში „დავმარხო“. შევძლებ ამის მერე მშვიდად ცხოვრებას? შეიძლება, ასეთი დანაშაულის განცდით მშვიდად დაიძინო და ისე გააგრძელო არსებობა, ვითომ არაფერი მომხდარიყოს?! რომ ვიცოდე, ჩემი ქმარი მაპატიებს იმას, რაც გავაკეთე... მაგრამ, გულახდილად რომ გითხრათ, არ მჯერა, რომ ამას შეძლებს. ამბობენ, ნებისმიერ შემთხვევაში, სიმართლის თქმა ჯობიაო, მაგრამ არანორმალურად მეშინია ამ სიმართლის.


скачать dle 11.3