კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაენგრა ბესო კალანდაძეს ოჯახი და როგორ შემოირიგა მან ცოლი

ბოლო ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში, ალბათ, არავის ცხოვრება არ ყოფილა ისეთი გამჭვირვალე და სკანდალური, როგორიც ბესო კალანდაძის, რომელიც ძალიან წააგავს ამერიკულ, მძაფრსიუჟეტიან ფილმ „მიზერის“ სიუჟეტს. მომღერლის მოსკოვურმა ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. ის ისევ თავის პირველ სიყვარულთან – მედეა კალანდაძესთან დაბრუნდა, რომელსაც, როგორც გაირკვა, წლების წინ, არცთუ ისე სერიოზული მიზეზით დასცილდა. ჩვენ, მისი ცოლის თვალით დანახულ ბესო კალანდაძის პორტრეტს წარმოგიდგენთ.

– მედიკო, იმ პერიოდში, როცა თქვენ ერთმანეთს შეხვდით, ბესო კალანდაძე თბილისში თითქმის ყველა ქალს მოსწონდა და ყველა ოცნებობდა მის ცოლობაზე. ეს რაღაც სადედოფლო გვირგვინის დაჭერას ჰგავს – ვინც დაიჭერს, მისია. როგორ მოინადირეთ მისი გული?

– ბესოს, შემთხვევით, ერთ-ერთ წვეულებაზე შევხვდი, მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი. მოგვიანებით კი – ოთხი წლის მერე გავიცანი. მაშინ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „ვია 75“ ძალიან პოპულარული იყო. ფილარმონიის წინ, 51-ე სკოლაში ვსწავლობდი და მახსოვს, რა ბუმი იყო მათ კონცერტებზე – სიმპათიური ბიჭები ინსტრუმენტით ხელში სცენაზე... ქარიზმატული იყო. ყველას უყვარდა ისინი, აინტერესებდა, მათ შორის, მეც. მერე მე ინსტიტუტში ჩავაბარე, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი კალათბურთს, შემდეგ დავიწყე ცეკვა გივი სიხარულიძის ფოლკლორულ ანსამბლში. გასტროლები გვქონდა ისრაელში. აღმოჩნდა, რომ ირმა სოხაძეს, თამუნა ამონაშვილს და ბესოსაც იმავე მარშრუტით ჰქონდათ გასტროლები. თვითმფრინავში ერთად მოვხვდით. ეს იყო ერთთვიანი გასტროლები და იმ პერიოდში ძალიან დავახლოვდით. შემიყვარდა, შევუყვარდი. ისეთი კარგი ბიჭი იყო, არ შეიძლებოდა, არ შეგყვარებოდა. თბილისში რომ ჩამოვედით, ჩვენი რომანი, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი გაგრძელდა. ჩემთვისაც და მისთვისაც, როგორც თვითონ ამბობს, პირველი და სერიოზული სიყვარული იყო. და ეს წრფელი გრძნობა – აგურს აგურზე რომ დაადებ, ისე მოვიტანეთ აქამდე. „სამი გოჭის“ ისტორიას ჰგავს: მგელი რომ დასდევთ და ერთ სახლს დაუნგრევს, მეორეს – ბოლოს კი აგურის სახლს ვერაფერს დააკლებს, მყარი საძირკველი ჰქონდა და იმიტომ. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ მაინც სულ ვეკითხები საკუთარ თავს – ეს შეჩვევაა თუ ისევ ისე მიყვარს-მეთქი. მერე იმ დასკვნამდე მივდივარ, ხელახლა რომ ვიწყებდე ცხოვრებას, ალბათ, ისევ ბესო კალანდაძეს გავყვებოდი-მეთქი.

– როგორ შეხვდით ბესოს მოსკოვში წასვლას? გული არ დაგწყდათ, როცა ერთმანეთს დაშორდით?

– ბევრი ჩემს ადგილას, ამას ვერ გაიგებდა, მაგრამ, როდესაც არსებობს დიდი სიყვარული, იმას ვერაფერი მოერევა. ჩვენ შეგვიძლია, დღეში ხუთჯერ მაინც წავიკამათოთ. ბესო სულ იმას მეუბნება: მე რასაც ვამბობ, ყოველთვის იმის საწინააღმდეგოს მპასუხობო. მეც ადამიანი ვარ და საკუთარი აზრი გამაჩნია. ქალი არ უნდა ეთანხმებოდეს კაცს ყველაფერში. როცა რაღაც არ მომწონს, ამას ხმამაღლა ვამბობ. თუ ბესო იყო – ბესო კალანდაძე, მეც ჩემს წრეში ყოველთვის ვიყავი – მედეა ვარდიაშვილი. ჩვენი დაშორება 13 წლის თავზე, უფრო ბავშვური მომენტი იყო. ნამდვილად არ გვიჩხუბია. უბრალოდ, ორივემ ჩავთვალეთ, რომ ერთმანეთს ვერ გავუგეთ. შენთან ცხოვრება არ შემიძლია, იმიტომ რომ, ყველაფერში მეწინააღმდეგებიო. კი ბატონო, დღესვე გავცილდეთ-მეთქი და ოფიციალურად დავცილდი. წლების შემდეგ მივხვდით რა სულელები ვიყავით. უცებ ახტა, დახტა, გაჯიუტდა, მე მივდივარ, ყველაფერს გიტოვებთო... მეც გავჯიუტდი. პეკინზე ვცხოვრობდით. ეს ბინა მერე შევიძინეთ, რომ შევრიგდით. რაც შეეხება მის მოსკოვურ ცხოვრებას, ეს უკვე მე აღარ მეხებოდა. მას თავისი ცხოვრება ჰქონდა, მე – ჩემი. მაგრამ ეს ცხოვრება ისეთია, სად გაექცევი? შენი შვილების მამაა. მეორე და მესამე ცოლებს არ ეწყინოთ, მაგრამ კაცს ყოველთვის ახსოვს, ის პირველი სიყვარული და ისევ განიცდის ამას. ჩემს მაგალითს მოგიყვანთ: მამაჩემი თექვსმეტი წლის იყო, ცოლს რომ დასცილდა. დედაჩემი მისი მეორე მეუღლე იყო და სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ როცა მამა კარგ ხასიათზე იყო, ყოველთვის პირველს ახსენებდა.

– რაღაც ახირების გამო ოჯახის დანგრევა მართლა სისულელეა. მხოლოდ ეს იყო მიზეზი, რატომაც დასცილდით?

– კიდევ იყო მიზეზი, რის გამოც დავცილდით. იმ ცამეტი წლის განმავლობაში, ერთი ღამე არ ყოფილა, რომ უერთმანეთოდ ვყოფილიყავით. დაშორებამდე სამი თვით ადრე, ბესოს გამზრდელ ბიძას სიმსივნე აღმოაჩნდა და ბესო უვლიდა. დედამისიც უვლიდა, მაგრამ კაციც იყო საჭირო. მერე ბიძამისი გარდაიცვალა. მაშინ ისე მძაფრად ვერ აღვიქვი, რამხელა ტრავმა იყო ეს მისთვის. ორმოცი დღე დიდუბის სახლში ყოფნა არჩია. აი, ეს შემეშალა. ამის ნიადაგზე გაჩნდა ჩვენ შორის პირველი ბზარი, რატომ უნდა იყო მანდ-მეთქი?.. ორი წლის წინ დედა გარდამეცვალა და მერე მივხვდი, რა ძნელი ყოფილა. მეც ისეთ მძიმე მდგომარეობაში ვიყავი, არავის დანახვა არ მინდოდა. ბავშვების მოძრაობაც კი მაღიზიანებდა. ახლა ვხვდები, რას განიცდიდა და მე მაშინ ვერ გავუგე.

– თქვენ ადგილას ქალური ცნობისმოყვარეობა არ მომასვენებდა, რას აკეთებს ჩემი ქმარი მოსკოვში, როგორ და ვისთან ერთად ცხოვრობს-მეთქი. თქვენ არ გქონდათ ეს მომენტი?

– ორი წელი დარჩა მოსკოვში, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში, სამი კვირა თუ მოსკოვში იყო, ერთ კვირას შვილებთან ატარებდა. ცხადია, მონატრების გრძნობა მქონდა და გულში მეცინებოდა, რა სისულელეა ეს ყველაფერი-მეთქი. ხელოვანი ადამიანია და სულ დადიოდა გასტროლებზე. ამიტომ, თავიდან კარგად ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. ვფიქრობდი, გასტროლებზეა წასული და მალე ჩამოვა-მეთქი. არის რაღაც მომენტი, როცა არ გინდა დაიჯერო რეალობა. იმიტომ, რომ შენი თავის იმედი გაქვს და გგონია, მაგარი ხარ. მარიამი თერთმეტი წლის იყო, აჩი – რვის. სკოლაში დადიოდნენ, სად იყო მაგაზე ფიქრისა და დეპრესიის დრო? ისეთი მხიარული შვილები მყავს, ამის საშუალებას არ მაძლევდნენ. პირველი სამი კვირა ვიყავი ცოტა გაურკვევლობაში, ნუთუ გადავუყვარდი-მეთქი? ვიცი ქალები, რომლებიც ასეთ შემთხვევაში ძალიან ცუდად ყოფილან, საშინელი დეპრესია ჰქონდათ და საავადმყოფოშიც დაუწვენიათ, მაგრამ, ეტყობა, მე ბავშვობიდან ვარ გამოწვრთნილი და რთულად არ გადამიტანია. უბრალოდ, დრო რომ გადის, მერე ვუკეთებ ანალიზს მომხდარს, აბა, რა შემეშალა-მეთქი. რომ უფიქრდები, იმ დასკვნამდე მიდიხარ, რომ თურმე, არც არაფერი შეგშლია. კაცი, რომელიც ხელისგულზე გატარებდა შენც და შენს შვილებსაც და ოჯახი, რომელიც თითით საჩვენებელი იყო, რაღაც სისულელის გამო დაკარგე. ეტყობა, ცხოვრებაში არის რაღაც-რაღაცეები, რაც მხოლოდ ღვთის ნებით კი არა, ხელოვნურად ხდება, რათა კარგად გამოგწვრთნას და გამოგაფხიზლოს. იგივე შეიძლებოდა, მეც დამმართნოდა, ვიღაც შემყვარებოდა. მაგრამ, რომ დავფიქრდი, არც ეს მოხდებოდა, იმდენად ძლიერი იყო ჩვენი სიყვარული. ბესომ მოსკოვიდან დამირეკა და მითხრა, ცოლი უნდა მოვიყვანოო. კი ბატონო-მეთქი. ჩავთვალე, რომ ეს იყო მისი გაუთვითცნობიერებელი ნაბიჯი და სისუსტე. მამაკაცებს არ ეწყინოთ, მაგრამ ქალები უფრო ძლიერი ნებისყოფის ვართ. სამი თვის თავზე ჟურნალ-გაზეთებიდან ვიგებ, რომ ბესო კალანდაძეს მოსკოველი ცოლი ქურდობაში და მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ამან მწვავე სახე მიიღო. მივხვდი, რომ ბესო ძალიან ცუდ დღეში იყო. ვიფიქრე, როგორ, ეს ხომ ჩემი არჩილისა და მარიამის მამაა, შენ ვიღაც ხარ მანდ, არაფერი შეგეშალოს... მას ჩემი გვერდზე დგომა სჭირდებოდა და დავუდექი. რაღაც სისულელეებს წერდა, მაკრატლით დამდევდაო და ვითომ მეც ვიყავი ამ საქმეში ჩართული. ბესოს ათთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გავიდა ათი თვე. ხელმეორედ უნდა განეხილათ ეს საქმე, რომ დარბაზიდან გაათავისუფლეს.

– როგორც ის, მეორე ცოლი ამბობს, ჩვენ შორის იმხელა სიყვარული იყო, ბესო სულ ხელში აყვანილს მატარებდა სახლშიო.

– როდის ატარებდა? მაკრატლით რომ დასდევდა და დააჭერინა, თუ ციხიდან რომ გამოვიდა? როგორ რადიკალურ რაღაცას ამბობს, თვითონაც ვერ ხვდება. საერთოდ, ჩვენ სახლში ამ თემაზე არც ვსაუბრობთ. ტაბუ გვაქვს დადებული. თქვენთან ვამბობ მხოლოდ. სხვათა შორის, ბესო ახლახან გამოვიყვანეთ საავადმყოფოდან. ამდენი ცილისმწამებლური გამონათქვამებისგან გადაიღალა, იმდენად დაიძაბა და ინერვიულა, რომ თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენა დაეწყო. გადავარჩინეთ. ეს ყველაფერი აუტანელია. ადამიანი რკინა ხომ არ არის?

– თქვენი ურთიერთობა მხოლოდ ბავშვებით შემოიფარგლებოდა, როცა ბესო მოსკოვიდან ჩამოდიოდა?

– ბავშვებითაც და ჩვენც გვქონდა ურთიერთობა. ბესოს ჩემთვის ხშირად საჩუქარიც კი ჩამოუტანია, იმიტომ რომ, მე მისი საყვარელი ქალი და შვილების დედა ვიყავი.

– ამიტომ ხომ არ თქვა ბესოს მოსკოველმა ცოლმა, ჩემი ძვირფასეულობა თავის ცოლს წაუღოო?

– ჯერ ერთი, საჩუქრად არანაირი სამკაული არ ჩამოუტანია. იცით, რა დონის აბსურდია, რომ ამაზე ყველამ – მე, ბავშვებმა, ნათესავებმა, ბესოს მეგობრებმა, ჩემმა მეგობრებმა ძალიან მაგრად ვიცინეთ და ვიხალისეთ. ჩავთვალეთ, რომ ქალი ვერ არის და რა ქნას? საშინლად დაიბოღმა, რომ ბესომ თავისი ცოლი და შვილები არჩია და ასეთ შანტაჟზე წავიდა. მეტი არაფერი. რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვართ და მას ყოველთვის გააღიზიანებს ჩემი დანახვა, რადგან წარმოდგენილი ვყავარ ბესოს გვერდით და ასეც არის.


скачать dle 11.3