კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე ხუჭავს თვალს ბიგ თიკოს მეუღლე და როგორ ამოწმებს ქმარს ის

რეპერ გოგონას, ბიგ თიკოს ქართველი რეპის მოყვარულები კარგად იცნობენ. მან ერთი წლის წინ შექმნა ასევე, რეპერ ნიკა სხირტლაძესთან, ანუ იგივე „ნიქისთან” ოჯახი და დღეს ისინი პატარას მოლოდინში არიან. როგორც თავად აღნიშნავენ, საქართველოში პირველი რეპერული ოჯახია და მათი სახლიდან ხშირად ისმის თიკოს და ნიკას შეხმატკბილებული რეპ-დუეტის ხმა.

ბიგ თიკო: მე და ნიკა სიმღერამ დაგვაკავშირა, უფრო სწორად რეპმა და დღეს ბედნიერი ვარ მის გვერდით.

ნიქი: თავიდანვე მივხვდი, რომ თიკო ის ადამიანია, ვის გვერდითაც ყოფნა მსიამოვნებდა და მინდოდა. თან, პირველი დუეტი რომ ჩავწერეთ და ხმებიც კარგად მოუხდა ერთმანეთს, ამას როგორღა დავთმობდი (იცინის). ასე, შევქმენით ოჯახი და დღეს ბედნიერი რეპული ოჯახი გვაქვს. თან, მგონი ზებუნებრივი ძალებიც დაგვეხმარა.

– რას გულისხმობ?

– სიმღერის ჩაწერის დროს, ხან მე გავცივდი, ხან თიკოს არ ეცალა და დრო გაიწელა. შესაბამისად, უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი და ურთიერთობისთვისაც მეტი დრო გვქონდა.

ბიგ თიკო: დღეში ხუთჯერ მირეკავდა და ვბრაზობდი, ამდენჯერ დარეკვა რა ამბავია-მეთქი. მერე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. (იცინის). პირადად მე, არც ზებუნებრივი ხმა ჩამესმა და არც გადავირიე. უბრალოდ, მივხვდი, ნიქი ის ადამიანი იყო, ვინც მიყვარდა და გავყევი კიდეც ცოლად.

ნიქი: ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები და საკმაოდ კარგად გავიცანით ერთმანეთი. თიკოს ყველა თვისება ვიცი – რა სწყინს, რა უხარია, რა უნდა, როდის იწყებს გაბრაზებას... ყველაფერი სახეზე აწერია. მოკლედ, უსიტყვოდ მესმის მისი.

– რეპერი გოგონები, ცოტა უცნაურები არიან. უყვართ ექსტრავაგანტურად ჩაცმა, აქვთ ბიჭური მანერები, დამახასიათებელი სიარულის მანერა. ამას როგორ ეგუები?

– მართალია, უცნაურები არიან და თიკოსაც ახასიათებდა რაღაც-რაღაც უცნაურობები, მაგრამ ახლა გადაეჩვია (იცინის).

ბიგ თიკო: გატყუებთ! არაფერსაც არ გადავეჩვიე. ასეთი არც ვიყავი. არც აუტანლად ვიცვამდი და არც ცუდი მანერები მახასიათებდა. „ჩაჩები” და „კაპიშონი” ახლაც მიყვარს და მაცვია კიდეც. ჩვენ პირველი რეპ-ოჯახი ვართ და ამას ვერ გაექცევი, ნიქ (იცინის). ისე მიყვარს კედებით სიარული, ამას ვერ დამიშლი. რესტორანში კი არ ვიცვამ. იქ სოლიდურად დავდივარ და არა რეპულად, მაგრამ „სართულებზე შემხტარი” ნამდვილად ვერ ვივლი ყოველდღიურად. საქორწილო კაბა რომ უნდა შემერჩია, დავფიქრდი, აქამდე რეპს „ვაწვებოდი” და ახლა ისეთი რამე უნდა ჩავიცვა, რომ ჩემს სტილში ჩაჯდეს-მეთქი და ვარდისფერი, „კაპიშონიანი” საქორწილო კაბა მოვირგე.

ნიქი: სხვათა შორის, ამ ბოლო დროს, უფრო ქალურად იცვამს, აღარ „წაუჩაჩ-წაიკაპიშონ-წაიკედებს” ხოლმე (იცინის).

– გავიგე, თითქოს ერთ-ერთი თქვენი დუეტისთვის, ტექსტიც და სიტყვებიც, ჩხუბის დროს დაიწერა. ამაზე რას მეტყვით?

– მართალია, ჩვენი ერთი რეპი, რომელსაც მე და თიკო დუეტში ვასრულებთ, ჩხუბის დროს შეიქმნა. რაღაცაზე წავკამათდით, არც მან დათმო, არც მე, ავყევით ერთმანეთს და ისეთი გავრეპეთ, მერე ორივემ მაგრად ვიცინეთ (იცინის). სამაგიეროდ, იდეა დაიბადა ჩხუბში და კარგი რეპიც გამოვიდა. ჩხუბმა შედეგი მოგვცა, ფაქტია.

ბიგ თიკო: სერიოზულად კი არ გვიჩხუბია, უბრალოდ წავკამათდით. ნიქი მისაღებში იჯდა, მე სამზარეულოში ვიყავი. ვიკამათეთ და ისე გაირეპა, ეგრევე აზრზე მოვედით – ვა, რა მაგარიაო (იცინის). მაშინვე, ჩავიწერეთ, არ დაგვავიწყდესო. ერთხელ კი, გამაბრაზა, გავიბუტე და შესარიგებლად მოფერება დამიწყო. ისე გარეპა სიტყვები, ეგრევე ტელეფონი „დავაძრე“ და ჩავიწერე. აქედანაც მაგარი დუეტი გამოვიდა.

ნიქი: უნდა ნახოთ, ქუჩაში რომ ვდგავართ ხოლმე, გაჩერებაზე და უცებ იდეა წამოვა. თიკო დაიწყებს, მე ავყვები, მაგარს გავრეპავთ, თან ვიწერთ მობილურით. ხალხი გაოგნებული გვიყურებს, ესენი ვერ არიანო (იცინის). მერე, ერთი სული გვაქვს სახლში მოვიდეთ და გავშიფროთ ახალი სიმღერა.

ბიგ თიკო: მეორე დღესვე სტუდიაში, ჩასაწერად გავრბივართ (იცინის). ჩემი და ნიქის დუეტი წარმატებულია არა მარტო პირად ცხოვრებაში, არამედ სასიმღერო კარიერაშიც. თან, უნდა ნახოთ, როგორ ვკამათობთ სტუდიაში, სიმღერის ჩაწერის დროს. მე ჩემსას „ვაწვები”, ნიქი – თავისას.

ნიქი: პირველი ჩხუბის დროს დაბადებული რეპი, ყველაზე მაგარი გამოვიდა.

– ესე იგი, როგორც მივხვდი, თქვენ ხშირად უნდა იჩხუბოთ.

ბიგ თიკო: უი, არა... (იცინის).

ნიქი: რატომაც არა. ვიჩხუბოთ და ახალ-ახალი იდეებიც წამოვა (იცინის).

ბიგ თიკო: ორივე „მშვილდოსნები” ვართ და ჩხუბის დროს უნდა ნახოთ, როგორ ისრებს ვისვრით. თან, სულ მიზანში ვახვედრებ, ნიქი ცოტა მინდობს.

ნიქი: ახლა, რა გამოდის, რომ მე მიზანში სროლა არ ვიცი?

ბიგ თიკო: როგორ არ იცი, უბრალოდ, მინდობ (იცინის). სხვათა შორის, სანამ გავთხოვდებოდი, მიჩვეული ვიყავი, რომ სულ სხვები ზრუნავდნენ ჩემზე და ახლა, თავად რომ გამიხდა საზრუნავი, ბედნიერი ვარ. პასუხისმგებლობის გრძნობაც გამიორმაგდა და, თუ ნიქი არ არის ჩემს გვერდით, ცოტა ვნერვიულობ, ვერ ვისვენებ. ერთმანეთს ვენდობით და დამერწმუნეთ, ასე რომ არ იყოს, ერთ დღესაც არ გავჩერდები მის გვერდით. არც კონტროლი მჭირდება და არც ეჭვიანობის საბაბს მივცემ საყვარელ ადამიანს.

ნიქი: არადა, თითქმის სულ ერთად ვართ და უნდა ნახოთ, მაინც როგორი ეჭვიანია...

ბიგ თიკო: არ დაიჯეროთ. ეჭვიანი სულაც არ ვარ, უბრალოდ, ორჯერ გადავამოწმე შენი მესიჯები, მაგრამ საეჭვიანო ვერაფერი ვნახე (იცინის). შენც ხომ მიმოწმებ მესიჯებს?

ნიქი: მე? რა სისულელეა. უბრალოდ, სანამ ნომრებს გამოვცვლიდით, მანამდე მაინტერესებდა, ვინ გირეკავდა და ვინ გწერდა. თაყვანისმცემლებისგან ასეთ რამეებს ვერ ავიტანდი, ახლა კი არ იციან შენი ახალი ნომერი და შესაბამისად, მშვიდად ვარ.

ბიგ თიკო: ხომ ხედავ, რაც გავთხოვდი, სხვებს აღარ ვეპრანჭები. ასე რომ, საეჭვიანო, ნამდვილად არაფერი გაქვს. სხვათა შორის, დილის შვიდ საათზე ფეხზე ვარ, რომ მეუღლე სამსახურში გავაცილო. საღამოს კი მეგობრებთან გვიყვარდა ლუდის სმა და ახლა ვერც მე ვსვამ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე და ვერც ნიქი, რადგან ჯანმრთელობის მხრივ ცოტა კარგად ვერ არის. ლუდში ტაიმ-აუტი ავიღეთ, რეპს კი აქტიურად ვაგრძელებთ. ძალიან ფეთიანი ვარ და მეუბნებიან, ფეთიანი დედა იქნებიო. ვნახოთ, ჯერ დედობისთვის ვემზადები და როგორი ვიქნები, წინასწარ არ ვიცი. ჯერ ისეთი პაწაწუნაა, ექოზეც არ ჩანს (იცინის).

ნიქი: და, რომ დაიბადება, აუცილებლად „ჩაჩები” ეცმება და პატარა რეპერი იქნება. არა, თიკო?

ბიგ თიკო: აბა რა! ლექს-სენსაც პატარა, საყვარელი რეპერიკო ჰყავს. ჩვენც გვეყოლება და ასე გავმრავლდებით ზურიკელებივით – მთელი სამყარო ჩვენი იქნება (იცინის).

– თქვით, ზოდიაქოთი „მშვილდოსნები” ვართო. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები აზარტულობით გამოირჩევიან. თქვენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

– მართლა, საშინლად აზარტულები ვართ. დავადებთ ხოლმე თავს, პოკერ-კლუბში გავრბივართ და ვთამაშობთ. ბევრჯერაც მოგვიგია.

ნიქი: ბევრს არა, მაგრამ ცოტ-ცოტას ვიგებთ ხოლმე.

ბიგ თიკო: ამოჩემებული გვაქვს ციფრი 16. ეს რიცხვი, ორივეს ცხოვრებაში მნიშვნელოვან დღეებთან არის დაკავშირებული. წარმოიდგინეთ, 16 ნომერში ვცხოვრობთ; ჩემი და ნიკას სახელები რომ შევკრიბე, 16 გამოვიდა; ჩვენი საძინებელი რომ გადავზომეთ, 16 კვადრატული მეტრი აღმოჩნდა და მინიმუმ 16-ჯერ 16 ციფრით მოვიგეთ „რულეტკაზე”. მაგიურად გვაქვს დაცდილი ეს ციფრი. ვხუმრობ ხოლმე, შვილსაც 16-ში გავაჩენ და 16-ასოიან სახელს შევურჩევ-მეთქი (იცინის).

ნიქი: ამას წინათ, ბოლო ფული დავდეთ „რულეტკაზე” 16 ციფრზე და 180 ლარამდე მოვიგეთ. თიკოს ვუთხარი, ჩქარა წავიდეთ ახლა აქედან, სანამ აზარტის პიკში ავედით და ისევ წავაგეთ-მეთქი. (იცინის).

– თიკო, მეუღლისგან აკრძალვები არ გაქვს?

ბიგ თიკო: ვცდილობთ, ერთმანეთს არ ვაწყენინოთ. ხანდახან ვეკითხები ხოლმე, ნიკა, ეს ჩავიცვა თუ ის-მეთქი და ზუსტად იმაზე მეუბნება ჩაიცვიო, რის არჩევასაც მე ვაპირებდი. ისე, ქალური სიეშმაკეებიც „მოსულა” ნიკასთან და ეს მეთოდიც კარგად ჭრის (იცინის).

ნიქი: რას ვიზამთ, თუ გვიყვარს, თვალიც უნდა დავხუჭოთ მამაკაცებმა საყვარელი მეუღლეების სიეშმაკეებზე (იცინის).

ბიგ თიკო: ამას წინათ, მე და ნიკამ ნიძლავი დავდეთ. მეც რეპერი ვარ, ესეც. მე ვამბობდი რომ, ხალხი მე უფრო მცნობს-მეთქი, ეს ამბობდა, მეც ბევრი მცნობსო. მოკლედ, დავნიძლავდით და გავედით ქუჩაში. ვაჩერებდით გამვლელ-გამომვლელებს და ვეკითხებოდით, მე მცნობ ვინ ვარ თუ ამასო. გადარეულები გვიყურებდნენ (იცინის).

– მერე, ვინ მოიგო ნიძლავი?

ნიქი: თიკომ მოიგო ნიძლავი, ამას ვერ უარვყოფ.

ბიგ თიკო: აღმოჩნდა, რომ ათი ადამიანიდან რვა მე მცნობდა, ნიკას კი ვერა (იცინის).

ნიქი: მართალია, ვერ მიცნეს, მაგრამ პოპულარული ცოლი რომ მყავს, ესეც ძალიან მიხარია.


скачать dle 11.3