კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ზარდახშა ინახება ლიკა შარაშიძის კოლექციაში და რომელ საუკუნეშია შექმნილი მათ შორის ყველაზე ძველი ნიმუში

ლიკა შარაშიძის კოლექცია სამოცდაათამდე ზარდახშას ინახავს, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება როგორც სადაურობით, ასევე სტილით, ზომით, შესრულების მანერით, ფორმით და ასე შემდეგ. გაგიკვირდებათ, იმდენად კარგად ერკვევა 13 წლის ლიკა, მათ ღირებულებებში და ძალიან საინტერესოდ საუბრობს თავისი კოლექციის ნიმუშებზე. თუ რა ახალი დატვირთვა მოუძებნა მან ამ კოლექციას, როგორ მოხვდა მასში მაიკო და მანანა ორბელიანების ზარდახშა და ვინ ზრუნავენ ლიკას კოლექციის გამრავალფეროვნებისთვის, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ლიკა შარაშიძე: ვარდისფერი ზარდახშა ჩემი კოლექციის ერთ-ერთი პირველი ნიმუშია. სულ ვნატრობდი, რომ მქონოდა ზარდახშა, რომელზეც გოგონა იჯდა და ცეკვავდა. როცა დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ზუსტად ისეთი იყო, როგორზეც ვოცნებობდი. როგორც დისნეის ფილმებშია ხოლმე: სარკეში იხედებიან პრინცესები, ბალერინა ცეკვავს, ივარცხნიან კულულებს... ამიტომაც მომეწონა. სხვათა შორის, ყველაზე ლამაზი, გამორჩეული და ძვირიც იყო, მაგრამ, გული არ დამწყვიტეს და მიყიდეს. აქედან დაიწყო ჩემი გატაცება ზარდახშებით და, ეს რომ შემამჩნიეს, სახლში არსებული ყველა ზარდახშა მაჩუქეს და, გარდა ამისა, თუ მამაჩემი მიემგზავრება, ყოველთვის ჩამოაქვს ხოლმე ჩემთვის ზარდახშა, რადგან იცის, რომ ძალიან გამიხარდება. ამიტომ ჩემს კოლექციაში ძალიან ბევრი უცხოური ზარდახშაა.

– რომელ ქვეყნებში შეძენილი ზარდახშები ინახება ამ კოლექციაში?

– პორტუგალიაში, ირანში, იორდანიაში, ეს ორი ვენესუელაშია ნაყიდი, რუმინეთში შვეიცარიაში, რუსეთში, შუა აზიის ქვეყნებში... რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. აქ ძალიან ბევრია მუსიკალური ზარდახშა. ეს ზარდახშები განსაკუთრებით მიყვარს. ამ კოლექციაში ყველა ზარდახშა განსხავავებულია ერთმანეთისგან.

– რა ნიშნით განსხვავდებიან ისინი?

– ალბათ, ყველაფრით: სტილით, ფერით, ზომით, ფორმით, სადაურობით, ასაკით...

– განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, როდესაც შევიტყვე, თუ როგორ იქმნება ირანული ზარდახშები.

– ეს მეც ძალიან მაინტერესებს. მით უმეტეს, რომ ირანული ზარდახშები ძალიან მომწონს და ერთი შეხედვით შემიძლია მათი ამოცნობა შესრულების დამახასიათებელი სტილის გამო.

ის ასე კეთდება, დაალაგებენ სხვადასხვა სახეობის ხის წნელებსა და ლითონის ნაჭრებს, კრავენ სასურველი ფორმის მიხედვით და ამის შემდეგ ჭრიან რულეტივით, ფენა-ფენა, ძალიან თხლად და ალაგებენ ზარდახშის ზედაპირზე – ასე მზადდება ირანული ზარდახშა.

– ძალიან საინტერესოა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ეს სილამაზე ასე უცნაურად მზადდებოდა. კიდევ რომელი მეთოდია შენთვის ცნობილი?

– ეს, მაგალითად, „პალეხის“ ზარდახშა – არის ხეზე ხატვის ასეთი მიმდინარეობა, რუსული. ამ ზარდახშაზე ფეოდოინას, ნამუშევარია წარმოდგენილი. სხვათა შორის ორიგინალია. ეს ფრანგული ზარდახშაა, „პაპი-ემაშეს“ მეთოდით შესრულებული – ესეც ძალიან საინტერესო მეთოდია.

ზუსტად მეც არ ვიცი, როგორ და რანაირად, მაგრამ, ვიცი, რომ „პაპიემაშე არის დაპრესილი გაზეთებისგან დამზადებული აქსესუარები და ნივთები. რომლებიც, როგორც ხედავთ, საკმაოდ მყარია.

– ლიკა, შენ თვითონ თუ გაქვს შენით არჩეული და შეძენილი ზარდახშა?

– უმრავლესობა ამ ზარდახშებიდან ჩემი და დედას შეძენილია, რისთვისაც მე და დედა ერთად დავდივართ ხოლმე მშრალ ხიდზე.

– რომელი ზარდახშა მოგწონს ამ კოლექციიდან განსაკუთრებით?

– ყველაზე მეტად მიყვარს აი, ეს როიალის ფორმის ზარდახშა. ის საკმაოდ ძველია. მეცხრამეტე საუკუნეში ეს ზარდახშა მაიკო და მანანა ორბელიანებს ეკუთვნოდათ. ეს ზარდახშა ჩვენს ოჯახში ინახებოდა. ზუსტად არ ვიცი, როგორ მოხვდა აქ, მაგრამ, როგორც დიდი ბებიისგან მსმენია, მგონი, აჩუქეს ჩემს წინაპრებს. ნახეთ როგორი საინტერესოა: აქ კალენდარი აქვს, აქ კი – წერილების სამალავი...

– შენ იცი, ვინ იყვნენ მაიკო და მანანა ორბელიანები?

–. ბევრი არაფერი ვიცი მათ შესახებ, გარდა იმისა, რომ ისინი მეცხრამეტე საუკუნეში ცნობილი ქალბატონები იყვნენ. ჰქონდათ სალონი, სადაც მაშინდელი საზოგადოება ხშირად იკრიბებოდა და ათას რამეზე საუბრობდნენ, მაგრამ, ძირითადად ლექსებს კითხულობდნენ ხოლმე. ჩემი დიდი ბაბუა იყო მათი მეგობარი. მე მეექვსე თაობა ვარ ჩემი დიდი ბაბუის სპირიდონ ვაწაძისა, რომელიც იყო გენერალი და ილია ჭავჭავაძის ნათლული გახლდათ. აკაკის ლექსიც ინახებოდა ჩვენს სახლში, მისი ხელით დაწერილი და ნაჩუქარი, მაგრამ დაიკარგა.

ეს სამი ზარდახშა დედაჩემის მოქარგულია. ჩემი აზრით, ძალიან ლამაზები და ორიგინალურებია. მოქარგული ზარდახშები ძალიან დიდი იშვიათობაა, ლამაზი ფერებია და ბუნება კარგადაა გადმოცემული.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ზარდახშა, აი, ესაა, რომელიც თანაკლასელმა მაჩუქა. მე 3 წლის წინ გადავედი ევროპულ სკოლაში და ეს პირველი დაბადების დღის საჩუქარია, როდესაც პირველად მესტუმრნენ თანაკლასელები.

– კიდევ რომელ ზარდახშაზე გვესაუბრები?

– ჩემდა სამარცხვინოდ, პატარა რომ ვიყავი, ვუყურებდი „პრისიონერას“ სერიალს. იქ არის ერთი მომენტი, როცა მთავარი გმირი, გვადალუპე, თავის შვილს ასეთ შავ ზარდახშას სჩუქნის. ის მდიდარი გოგონა იყო და ასე ვთქვათ, პრინცესა. საერთოდ, ჩემთვის პრინცესები ყველაფერ კარგთან ასოცირდებოდა ხოლმე. ერთი სიტყვით, ბოლოს შვილი ბრაზდება დედაზე და ამ ზარდახშას აგდებს. ამის ნახვის შემდეგ ძალიან დამწყდა გული და ვიფიქრე, ნეტა გაცოცხლდეს ის ზარდახშა-მეთქი. ეს შავი ზარდახშა, რომელიც ჩემს კოლექციაში ინახება, იმ სერიალში განადგურებული ზარდახშის გაცოცხლებული ვარიანტია.

მომწონს ეს ზარდახშაც, რომლის ზედაპირზეც ვარდია ძალიან დეტალურად გამოსახული. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იქნება აქედან ვარდის გადახატვა.

– მოსინჯე, უსათუოდ გამოგივა. როგორც გავიგე, საკმაოდ კარგად ხატავ და, ალბათ, ამიტომაც ერკვევი ასე კარგად ამ ზარდახშების ღირებულებებში.

– რაც დავიბადე ვხატავ, იყო პერიოდი, როდესაც ორი თვის განმავლობაში ავად ვიყავი, სულ ვიწექი და მაშინ დავიწყე ჩემი დიდი ბებიის მშობლების პორტრეტების ხატვა. ბებიას ეს ნამუშევრები შენახული ჰქონდა, წარწერებით: ეს ლიკამ დახატა ამ ასაკში... და ასე შემდეგ. მერე იყო პერიოდი, როდესაც ხატვა აღარ მაინტერესებდასავით. ერთი წლის წინ ზამთრის არდადეგების დროს, უსაქმოდ ვიყავი. კომპიუტერთან ჩემი ძმა იჯდა – მისი დრო იყო; ტელევიზორი დაკავებული გახლდათ ჯულია რობერტსის ფილმებით, რა უნდა მეკეთებინა?! ავდექი, ჩემი ძმის ძველი რვეული ავიღე და ჯღაბნა დავიწყე, უცებ გამახსენდა, რა სასიამოვნოა ხატვა. ვიფიქრე, ახლა პროფესიონალი გავხდები-მეთქი. ვხატავდი და ვხატავდი. ღამის 3 საათამდე ვიჯექი ხოლმე. როცა სიზმრებს ვნახულობდი, ძილშიც ხატვა მელანდებოდა. ასე გაგრძელდა ორი კვირა. ამის შემდეგ დავიწყე ზალიკო სულაკაურის სტუდიაში სიარული. სადაც პირველად დავხატე ტუშით, მანამდე ტუშის სახელიც არ ვიცოდი. ამ ზარდახშებს ხშირად ვიყენებ და მათ ზედაპირზე გამოსახული ძალიან ბევრი ორნამენტი გადამიხატავს.

მომწონს მამას მიერ შუა აზიიდან ჩამოტანილი ამ ზარდახშის მოხატულობა. მასზე ფრინველები და ცხოველებია გამოსახული. თითქოს არ შეეფერება ასეთი სიუჟეტი ზარდახშას, მაგრამ, მე ზუსტად ამ სიუჟეტის გამო მომწონს.

– მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო მოსაუბრე რესპონდენტი ხარ. რამდენი წლის ხარ?

– ცამეტის.

– რამდენი ზარდახშაა შენს კოლექციაში?

– ამ კოლექციაში ამჟამად სამოცდაათამდე ზარდახშა ინახება.

– მათ შორის რომელია ყველაზე ძველი?

– ყველაზე ძველია როიალის ფორმის, ორბელიანების ნაქონი ზარდახშა. თუმცა ძალიან ბევრი ზარდახშა მაქვს მეოცე საუკუნის დასაწყისში შესრულებულიც.

– რომელი ზარდახშაა ამ კოლექციაში ყველაზე ახალგაზრდა?

– აი, ეს ვარდის ფორმის ზარდახშა, რომელიც ჩემმა ძმამ შესძინა ამ კოლექციას.

– რას ნიშნავს შენთვის ეს კოლექცია?

– გატაცებაა, მომწონს, კარგ მასალას მაძლევს დასახატად, სხვათა შორის, დასაწერადაც – წერაც ძალიან მიყვარს.


скачать dle 11.3