ნინო ლიკუჩოვა დედა გახდა
18 ოქტომბერს „მის საქართველო“ ნინო ლიკუჩოვა დედა გახდა. ნინო დედობისთვის საკუთარ დაბადების დღეზე, ანუ 20 ოქტომბერს ემზადებოდა და საკეისრო ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ბავშვი მუცელში აღარ გაჩერდა და ორი დღით ადრე დედიკოს დაუვიწყარი და ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო. ბიჭს გიორგი დაარქვეს. სახელი ნინომ და მისმა მეუღლემ, ჰენრი ცომაიამ, ერთად შეარჩიეს. როგორც დედიკომ გვითხრა, პატარა ორივე მშობელს ჰგავს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ძალიან ლამაზია. ვულოცავთ წყვილს ამ უდიდეს სიხარულს და ბედნიერებას ვუსურვებთ ახალშობილთან ერთად!