ბულგარეთში, საერთაშორისო ფესტივალზე, ახალბედა სალომე კვარაცხელიამ ჟიურის სიმპათიები დაიმსახურა
ბულგარეთში, კერძოდ, ქალაქ პეტრიჩში, საერთაშორისო ფარგლებში პირველად ჩატარდა ფესტივალი მერის ეგიდით. ამ ქალაქში არის ცნობილი წაბლის მთა, რომლის პატივსაცემადაც დაარქვეს ფესტივალს „ზლატენ ქესთენ“, ანუ – „ოქროს წაბლი“. კონკურსანტებმა წარმოადგინეს ორი სიმღერა: ერთი – ნაციონალური, მეორე კი – უცხოური ჰიტი. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ათი ქვეყნის წარმომადგენლები, მათ შორის იყო სალომე კვარაცხელია საქართველოდან, რომელიც კონკურსზე საპროდიუსერო ცენტრმა – „პოპ აპ პრომოუშენმა“ წარადგინა. მისი პროდიუსერია ზვიად შელია. სალომემ ფესტივალზე ჟიურის დიდი სიმპათია დაიმსახურა და მას გადასცეს დიპლომი, როგორც ყველაზე ანტრაქტულ მონაწილეს. ასევე, ახალბედა მომღერალს უკვე მიწვევა აქვს ბულგარეთში, სადაც ათდღიან მასტერ-კლასებს გაივლის ჯაზის პროფესიონალ პედაგოგებთან. აგრეთვე, მოწვევა აქვს მაკედონიაში საერთაშორისო ფესტივალზე – „მაკფესტ 2011“.